Featured Articles
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს ილჰამ ალიევს Azerbaijan Airlines თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო ბოდიში მოიხადა. კრემლის ინფორმაციით, საუბარი მოსკოვის ინიციატივით შედგა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა ბოდიში მოიხადა "ტრაგიკული ინციდენტის" გამო, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა და დაღუპულების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
"საუბარში აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც განრიგს მკაცრად მიჰყვებოდა, გროზნოს აეროპორტში დაჯდომა არაერთხელ სცადა. ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკასს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები ამ თავდასხმას იგერიებდნენ", - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, რუსეთში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან 25 დეკემბერს ჩამოვარდა. დაიღუპა 38 ადამიანი.
Euronews და Reuters წერდნენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, რაკეტა ბაქოდან გროზნოში მფრინავ თვითმფრინავს გროზნოს თავზე "დრონის საჰაერო აქტივობისას" გაისროლეს. რაკეტა თვითმფრინავთან ახლოს აფეთქდა, რის გამოც გარედან დააზიანა.
- Details
- By Sali
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.
შტაინმაიერმა პარტიებს ურთიერთპატივისცემისკენ, სამართლიანი და პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანიისკენ მოუწოდა.
„ასეთ რთულ დროს, როგორიც ახლაა, სტაბილურობის უზრუნველყოფა მოითხოვს ქმედუნარიან მთავრობას და პარლამენტში საიმედო უმრავლესობას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნის განზრახვის შესახებ 20 დეკემბერს გამოაცხადა. 16 დეკემბერს დეპუტატებმა ოლაფ შოლცის მთავრობს უნდობლობა გამოუცხადეს. ამას კი მმართველი კოალიციის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.
- Details
- By rusa
უკრაინამ, მარცვლეულისა და ზეთის თესლის მსოფლიო მწარმოებელმა და ექსპორტიორმა, სირიას სურსათით დახმარების პირველი პარტია გაუგზავნა, განაცხადა 27 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თანახმად, რომ 500 ტონა ხორბლის ფქვილი უკვე მიემგზავრება სირიაში, უკრაინის ჰუმანიტარული ინიციატივის „მარცვლეული უკრაინიდან“ ფარგლებში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან თანამშრომლობით.
„ხორბლის ფქვილის დარიგება იგეგმება 33 250 ოჯახზე ან 167 000 ადამიანზე უახლოეს კვირებში“, - ზერს ზელენსკიმ X-ზე და დასძენს: „თითო შეფუთვა იწონის 15 კილოგრამს და შეუძლია ხუთსულიანი ოჯახის გამოკვება ერთი თვის განმავლობაში“.
რუსეთის ახლო მოკავშირის, ბაშარ ასადის გადაყენების შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ სირიასთან ურთიერთობების აღდგენა სურს.
კიევი ტრადიციულად ახორციელებს ხორბლისა და სიმინდის ექსპორტს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგრამ არა სირიაში. ასადის დროს სირიას სურსათი რუსეთიდან შეჰქონდა. მაგრამ რუსული ხორბლის მიწოდება სირიაში შეჩერებულია უსაფრთხოების მოსაზრებით, განაცხადეს რუსულმა და სირიულმა წყაროებმა ამ თვის დასაწყისში.
უკრაინიდან ექსპორტი შეფერხდა 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის გამო, რამაც მკვეთრად შეამცირა ტვირთის მოძრაობა შავი ზღვის გავლით. მას შემდეგ უკრაინამ დაარღვია დე ფაქტო საზღვაო ბლოკადა და აღადგინა ექსპორტი ოდესის ნავსადგურიდან.
- Details
- By Sali
პუტინმა უარყო ტრამპის სამშვიდობო გეგმა, რომელიც ომის შეწყვეტას ეხებოდა. პირობა ითვალისწინებდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების 10 წლით გადადებას. ეს არის ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ანალიზი, რომელიც პუტინის განცხადებას ეყრდნობა.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, უკრაინა NATO-ს "დღეს შეუერთდება, ხვალ, თუ 10 წლის მერე".
პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომს 2025 წელსაც გააგრძელებს.
- Details
- By Sali
აშშ-ში ფრინველის გრიპის ვირუსის მუტაციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვირუსით მძიმედ დაავადეპული პაციენტის ნიმუშის ანალიზმა მუტაცია განიცადა, რომელიც მანამდე არ ყოფილა აღმოჩენილი ამავე პაციენტის საკუთრებაში არსებული დაავადებული ფრთოსნების ნიმუშებში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, პაციენტის ნიმუშმა მუტაცია გამოავლინა ჰემაგლუტენის გენში, ვირუსის ის ნაწილი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს მასპინძელ უჯრედებთან მიმაგრებაში.
- Details
- By ani
More Articles …
- სირიაში, ბაშარ ასადის მხარდამჭერებმა უსაფრთხოების სამსახურის 14 თანამშრომელი მოკლეს
- 2025 წლის პირველი იანვრიდან რუმინეთი 30-მდე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დახურავს
- პრეზიდენტმა ბაიდენმა პენტაგონს დაავალა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა
- აზერბაიჯანის თვითმფრინავი, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო
Page 139 of 205