Featured Articles
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ გამართავს მოლაპარაკებებს ევროპასთან ტარიფების ცვლილებაზე, თუ ის „ყოველწლიურად ბევრ ფულს არ გადაიხდის“.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა, ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი“.
ტრამპმა თქვა, რომ ევროპას სურს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, მაგრამ, მისი თქმით, ეს არ მოხდება, „ვიდრე ევროპა არ დაიწყებს ბევრი ფულის გადახდას ყოველწლიურად“.
„ჯერ დღევანდელისთვის, მაგრამ ასევე წარსულისთვისაც, რადგან მათ წაიღეს ჩვენი სიმდიდრის დიდი ნაწილი, და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ, შეერთებულ შტატებს არ შეუძლია 1,9 ტრილიონი დოლარის დაკარგვა ვაჭრობაში. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დიდ თანხებს ვხარჯავთ ნატო-ზე, რათა ევროპული ქვეყნები დავიცვათ. ჩვენ მათ სამხედრო თვალსაზრისით ვფარავთ, და ამავდროულად სავაჭრო ზარალს ვიღებთ“,- აცხადებს ტრამპი.
ტრამპმა ასევე გაიმეორა, რომ ევროპა „ძალიან, ძალიან ცუდად ეპყრობოდა“ აშშ-ს და „მოატყუა ამერიკელი ლიდერები“.
„იცით, ევროპას ასევე აქვს უზარმაზარი პროფიციტი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. ევროპა ჩვენთან, შესაძლოა, ცოტა რბილად იქცეოდა, მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან ცუდად. ჩინეთი – დიახ, მაგრამ ევროპაც ასევე. ევროპა იქცეოდა ძალიან, ძალიან ცუდად, რადგან მან მოატყუა ჩვენი ლიდერები“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
- Details
- By rusa
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები მაღალ მზადყოფნაში მოიყვანა, – ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემის ცნობით, ირანელი მაღალჩინოსანი ანონიმურად აცხადებს, რომ ირანი წინააღმდეგობას უწევს აშშ-ის მოთხოვნებს, რომ პირდაპირ აწარმოოს მოლაპარაკებები თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ.
ასევე ირანმა შეატყობინა ერაყს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარს, თურქეთსა და ბაჰრეინს, რომ ნებისმიერი მხარდაჭერა აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმისას, მათ შორის, მათი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენება აშშ-ის სამხედროების მიერ თავდასხმის დროს განიხილება როგორც მტრული აქტი.
„როიტერის“ ცნობით, სწორედ ამიტომ მოაბილიზა ირანის სულიერმა ლიდერმა შეიარაღებული ძალები.
2 აპრილს, ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუვეითმა ირანს შეუთვალა, რომ არ დაუშვებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს თავისი ტერიტორიიდან.
- Details
- By rusa
რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ 6 აპრილს საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.
პაპ ფრანცისკეს, რომელიც საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს, თავდაპირველად სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს
- Details
- By rusa
ილონ მასკი იმედოვნებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ახლო მომავალში ნულოვანი ტარიფები იქნება. განცხადება შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტრამპის მიერ სავაჭრო პარტნიორებისთვის ახალი ტარიფების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში გააკეთა.
„იმედი მაქვს, შეთანხმდებიან, რომ როგორც ევროპა, ისე შეერთებული შტატები, იდეალურ შემთხვევაში, ჩემი აზრით, უნდა გადავიდნენ ნულოვან ტარიფებზე, რაც ფაქტობრივად შექმნის თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის. საჭიროა მეტი თავისუფლება ხალხისთვის, რათა მარტივად გადაადგილდნენ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის, თუ მათ ეს სურთ. ეს ნამდვილად ვურჩიე პრეზიდენტს“, – ამბობს მასკი.
- Details
- By rusa
შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი სატარიფო გარიგებასთან ახლოს არიან. განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა.
შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ საკითხზე სატელეფონო საუბარი ჰქონდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრთან.
აღსანიშნავია რომ დიდ ბრიტანეთს სხვა სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით ყველაზე დაბალი სატარიფო განაკვეთი, 10 პროცენტი შეეხო.
- Details
- By rusa
More Articles …
- აშშ-ში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა
- კრივი რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა - მათ შორის 6 ბავშვია
- ევროპა წარუმატებელი იყო პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობაში, მაგრამ მე წარმატებული ვიქნები - ტრამპი
- დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტარიფების დაწესების შესახებ სასტიკი და უსაფუძვლოა -მაკრონი
Page 15 of 204