Featured Articles
უკრაინამ, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, ევროკავშირისგან 150 მილიონი ევრო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკავშირის ქვეყნებს მადლობას უხდის.
"უკრაინამ ევროკავშირისგან 150 მილიონი ევრო მიიღო. თანხები მოხმარდება ბავშვების სასკოლო კვებას, სოფლის მეურნეობის უწყვეტი წარმოების მხარდაჭერას და ინფრასტრუქტურის აღდგენას. ეს არის მეორე ტრანში უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ფარგლებში სწრაფი რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად, რომელიც ითვალისწინებს 300 მილიონი ევროს გამოყოფას. მადლობელი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ინსტიტუტების, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის უკრაინის აღსადგენად, ეკონომიკური დახმარებისა და უკრაინელებისთვის აუცილებელი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისთვის," - წერს დენის შმიგალი.
- Details
- By ani
ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერა ხელი.
ამას გარდა, ალიევის განკარგულებით, შეიქმნა აქთაუში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების სახელმწიფო კომისია, რომლის წევრებიც შემთხვევის ადგილზე უკვე ჩავიდნენ.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას სამგზავრო ლაინერის 67 მგზავრიდან 32 გადაურჩა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.
აზერბაიჯანული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი.
ავიალაინერი ბაქოდან ქალაქ გროზნოში მიფრინავდა, თუმცა კურსი შეიცვალა. ის აქთაუს აეროპორტიდან სამი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, ბორტზე აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე იმყოფებოდნენ.
„აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ილჰამ ალიევი ბაქოში დაბრუნდა.
- Details
- By ani
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, აქთაუს აეროპორტთან „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს 25 ადამიანი გადარჩა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.
აზერბაიჯანული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის Embraer 190-ის ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი.
ავიალაინერი ბაქოდან ქალაქ გროზნოში მიფრინავდა, თუმცა კურსი შეიცვალა. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, ბორტზე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე. ავიაკატასტროფის ადგილზე 150 მაშველი და ტექნიკის 45 ერთეული მუშაობს.
- Details
- By iaiaia
დღეს დილით აფეთქება მოხდა რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში”. არის მსხვერპლი.
პირველი ცნობები, რომ ადგილობრივი დროით დილის ცხრის ნახევრისთვის სავაჭრო ცენტრში მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რუსულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს.
დილის 10 საათისთვის რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა" ადგილობრივ „ოპერატიულ სამსახურებზე" დაყრდნობით დაადასტურა, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება.
ამავე სააგენტოს ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი და დაშავდა ცხრა ადამიანი. წინასწარი ოფიციალური ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
დილით სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა ვლადიკავკაზის ტელეანძის რაიონშიც. ამ ცნობას „ჭორი" უწოდა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიალომ და მოსახლეობას მიმართა, „ფეიკებს" ნუ ავრცელებენ.
- Details
- By iaiaia
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და იაპონიის პოლიციის ერთობლივი განცხადებით, 2024 წლის მაისში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის მიღმა ჩრდილოეთკორეელი ჰაკერები იდგნენ.
როგორც ირკვევა, 305 მილიონი დოლარის აქტივები იაპონური კრიპტობირჟიდან, DMM-დან სწორედ კორეაში დაფუძნებულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ მოიპარა, რომლის მიღმა, სავარაუდოდ, ქვეყნის მთავრობა დგას.
უნდა აღინიშნოს, რომ მოპარული აქტივების ღირებულება ამ ეტაპზე გაზრდილია და პორტფელის შეფასება ამჟამად 424 მილიონ დოლარს აღწევს, რაც ბიტკოინის გაძვირებით არის განპირობებული.
როგორც სამართალდამცველები ამბობენ, გამოძიების პროცესი გრძელდება, თუმცა კრიპტოაქტივების უკან დაბრუნება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, რადგან ჩრდილოეთ კორეაში საერთაშორისო საგამოძიებო იურისდიქცია არ ვრცელდება.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 141 of 205