Featured Articles
რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა მარჩელ ჩოლაკუს ახალი მთავრობა, რის შემდეგაც მინისტრებმა პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადეს.
მანამდე სამმა პროევროპულმა პარტიამ, ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატებმა, მემარჯვენე-ცენტრისტულმა ლიბერალებმა და ეთნიკურმა უნგრულმა პარტიამ UDMR, კოალიციის დეტალები შეათანხმეს.
ახალ მთავრობაში 16 მინისტრი იქნება. ამასთან, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას რვა პორტფელი ერგო, მისი ამჟამინდელი მინისტრების უმრავლესობა თავიანთ თანამდებობებზე დარჩება.
თავდაცვის მინისტრის პოსტი შეინარჩუნა ანჯელ ტილვარმა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა ყოფილი ჟურნალისტი და მწერალი, დიპლომატი ემილ ჰურეზიანუ.
ახალმა მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების კალენდარი მას შემდეგ, რაც რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ კალინ ჯორჯესკუს კამპანიის გარშემო სკანდალის გამო.
რუმინეთის მმართველ კოალიციაში შემავალი სამი პარტია შეთანხმდა, მხარი პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატს დაუჭიროს.
- Details
- By iaiaia
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი მთავრობა წარადგინა.
საფრანგეთის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო იქნება, თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ, ხოლო ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ერიკ ლომბარდი დაიკავებს.
ცნობისთვის, 73 წლის ფრანსუა ბაირუ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გასულ კვირას, მას შემდეგ დანიშნა, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში მის წინამორბედს, მიშელ ბარნიეს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.
ბაირუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთის მეოთხე მთავრობა წარადგინა.
- Details
- By ani
ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.
ლუკაშენკომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში განაცხადი 17 დეკემბერს შეიტანა.
საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 2025 წლის 26 იანვარს ჩატარდება. 1 იანვრიდან 25 იანვრამდე კი ქვეყანაში წინასარჩევნო კამპანია წარიმართება.
- Details
- By rusa
დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას აანონსებს. შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ პროცესი მაშინვე დაიწყება, როგორც კი მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
ტრამპის თქმით, ოვალურ კაბინეტში დაბრუნების პირველივე დღეს მოეწერება ხელი ბრძანებების ისტორიულ ფურცელს, რათა დაიკეტოს ქვეყნის საზღვრები არალეგალი უცხოელებისთვის და, პარალელურად, დაიწყება ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაცია ამერიკის ისტორიაში.
- Details
- By Sali
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება სურს. ეს ტრამპმა ამჯერად 22 დეკემბერს, არიზონის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას თქვა.
ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს.
CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა ინაუგურაციიდან მალევე გაიმართება. ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ დღეს, 23 დეკემბერს, გამოაქვეყნა კრემლის პრესმდივნის, პესკოვის მოკლე კომენტარი, რომ პუტინის და ტრამპის შეხვედრის ორგანიზებისთვის „ჯერჯერობით არანაირი რეალური იმპულსები არ ყოფილა“.
19 დეკემბერს, მოქალაქეებთან ე.წ. პირდაპირი ხაზის და წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციის დროს, პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპთან საუბრისთვის ნებისმიერ დროს მზად არის და თანახმაა მას შეხვდეს.
დონალდ ტრამპი 7 დეკემბერს პარიზში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიის ფარგლებში გამართული შეხვედრის ორგანიზატორი იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ტრამპს პრეზიდენტობის პირველ ვადაში პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის 24 საათში დასრულება შეუძლია, თუმცა როგორ, არ აკონკრეტებდა. ტრამპი აკრიტიკებდა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევას.
2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინაში „საშინელი ომი" უნდა დასრულდეს და აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება.
უკრაინის აქტიური მხარდამჭერები შიშობენ, რომ ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას შეზღუდავს და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას აიძულებს.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 143 of 205