Featured Articles
დონალდ ტრამპის გუნდი აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გაყვანას გეგმავს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.
წყაროები ამბობენ, რომ ტრამპის გუნდის წევრებმა ექსპერტებს აცნობეს თავიანთი სურვილის შესახებ და ამის გამოცხადებას გეგმავენ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს.
როგორც მედია წერს, იმ შეთმხვევაში, თუ აშშ დატოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ეს ზიანს მიაყენებს ორგანიზაციის უნარს, უპასუხოს ჯანდაცვის კრიზისებს, როგორიცაა მაგალითად, კორონავირუსის პანდემია. აშშ არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთადერთი უმსხვილესი დონორი, რომელიც უზრუნველყოფდა დაფინანსების დაახლოებით 16%-ს 2022-2023 წლებში.
ტრამპის გუნდს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა კი განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არის უნიკალური ორგანიზაცია და იმედოვნებდა პარტნიორობას ამერიკელ პოლიტიკოსებთან.
- Details
- By rusa
თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვერტმფრენი ქალაქ მუღლას სასწავლო და კვლევითი საავადმყოფოდან ფრინდებოდა, რის შემდეგაც შენობას შეეჯახა. მასში იმყოფებოდა ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალი. საავადმყოფოს შენობაში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა.
- Details
- By rusa
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები 90%-ით დასრულებულია, თუმცა რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, – განუცხადა მოლაპარაკებებში ჩართულმა პალესტინელმა მაღალჩინოსანმა „ბიბისის“.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხია ისრაელის სამხედრო ძალების ყოფნა ე.წ. ფილადელფიის კორიდორში – სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზოლში ღაზის სამხრეთით, ეგვიპტის საზღვართან.
პალესტინელი ოფიციალური პირი „ბიბისის“ დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებზე ესაუბრა, რომელიც მოიცავს ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობას ისრაელ-ღაზის საზღვრის გასწვრივ რამდენიმე კილომეტრის სიგანეში.
„ბიბისის“ ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე 20 პალესტინელი პატიმრის გაცვლას თითოეულ გათავისუფლებულ ქალ ჯარისკაცში. პატიმრების ვინაობა ჯერ არ შეთანხმებულა, მაგრამ ისინი შეირჩევიან დაახლოებით 400 პატიმრისგან, რომლებიც ისრაელში 25 წელზე მეტი ვადით იხდიან სასჯელს.
სამფაზიანი გეგმის საბოლოო ეტაპზე, რომელიც 14-თვიან ომს დაასრულებს, ღაზას ზედამხედველობას გაუწევს ანკლავის ტექნოკრატების კომიტეტი, რომლებსაც არ ექნებათ წარსულში პოლიტიკური კავშირები, მაგრამ ექნებათ ყველა პალესტინური ფრაქციის მხარდაჭერა.
- Details
- By rusa
აზერბაიჯანში, მიყოლებით 2 მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 3.0 და 2.9 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრას ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.
- Details
- By rusa
ალბანეთში „ტიკტოკს“ ერთი წლით აკრძალავენ. როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ამის მიზეზი გასულ თვეს ალბანეთში მომხდარი მკვლელობა გახდა, რამაც ქვეყანაში გამოიწვია დისკუსია სოციალური მედიის ბავშვებზე გავლენის შესახებ.
საქმე ეხება თანაკლასელის მიერ 14 წლის მოსწავლის მკვლელობას. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტს წინ უძღოდა ორ ბიჭს შორის დაპირისპირება სოციალურ მედიაში. ასევე „ტიკტოკზე“ გავრცელდა ვიდეოები, სადაც ახალგაზრდები მხარს უჭერდნენ მკვლელობას.
პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ დაადასტურა აკრძალვა, რომელიც სკოლების უსაფრთხოების გაძლიერების უფრო ფართო გეგმის შემადგენელი ნაწილია.
„ერთი წლის განმავლობაში მას ყველასთვის სრულად გავთიშავთ. „ტიკტოკი“ ალბანეთში აღარ იქნება“, – განაცხადა ედი რამამ.
რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ და ბელგიამ უკვე დააწესეს შეზღუდვები ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაცია ავსტრალიამ დაამტკიცა, სადაც 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედია სრულად აკრძალეს.
ედი რამა სოციალურ მედიას და განსაკუთრებით, „ტიკტოკს“ ახალგაზრდებში ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს, როგორც სკოლაში, ისე მის გარეთაც.
„დღეს პრობლემა ჩვენი შვილები არ არის, პრობლემა დღეს ჩვენ ვართ, პრობლემა დღეს არის ჩვენი საზოგადოება, პრობლემა არის „ტიკტოკი“ და ყველა, რომლებსაც ჩვენი შვილები მძევლად ჰყავთ“, – განაცხადა რამამ.
მოსალოდნელია, რომ აკრძალვა ძალაში მომავალი წლის დასაწყისში შევა.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
- გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა
- ორბანი ტრამპის ინაუგურაციამდე ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების გადადებას სთავაზობს
- შვეიცარია უკრაინას 48 მლნ ევროს ღირებულების დახმარებას გაუწევს
Page 144 of 205