Featured Articles
პარასკევ საღამოს, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზარზე ხალხის მასაში მანქანის შევარდნის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 200-ს აჭარბებს - წერს Reuters.
"რამდენად საშინელი ქმედებაა, რომ დააზიანო და მოკლა ამდენი ადამიანი ასეთი სისასტიკით?! როგორც გვატყობინებენ, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 40 კი იმდენად კრიტიკულ კონდიციაშია, რომ მათზე ძალიან უნდა ვღელავდეთ", - განაცხადა თავდასხმის ადგილას ჩასულმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.
ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ ადგილზევე დააკავეს გერმანიის რეზიდენტი, 50 წლის ექიმი, წარმოშობით საუდის არაბეთიდან. ავტომობილის მძღოლი გერმანიაში თითქმის ორი ათწლეული ცხოვრობდა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
- Details
- By iaiaia
გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა. თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 80-მდე პირი დაშავდა.
ადგილობრივი მაღალჩინოსანი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს იყო განზრახ თავდასხმა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ.
შემთხვევას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
„ჩემი ფიქრები დაღუპულთან და მათ ახლობლებთან არის. ჩვენ მათ და ყველა მაგდებურგელის ვერდით ვდგავართ“, – ამბობს შოლცი.
- Details
- By iaiaia
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების გადავადება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე შესთავაზა.
ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 15 პაკეტი უკვე მიიღო. თითოეული პაკეტის გაგრძელება ნახევარ წელიწადში ერთხელ ხდება. მომდევნო ასეთი გადაწყვეტილება იანვარშია მისაღები.
სააგენტოს ცნობით, მანამდე სანქციების გაგრძელება ჩვეულებრივ რუტინას წარმოადგენდა და, როგორც წესი, ეს ევროკავშირის წლის შემაჯამებელ სამიტზე ხდებოდა. თუმცა გუშინ გამართული სამიტის დროს ორბანმა მისი კოლეგები სხვა ქვეყნებიდან გააოცა, როცა თქვა, რომ სანქციების გაგრძელებისთვის ჯერ მზად არ არის.
Bloomberg-ის მტკიცებით, ორბანის ასეთმა პოზიციამ ევროპელი ლიდერების შეშფოთება გამოიწვია. ევროპელები ფიქრობენ, რომ უნგრეთის პრემიერი, შესაძლოა, ტრამპს გაურიგდეს, რათა ევროკავშირის ერთიანობა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების კუთხით დაარღვიოს.
- Details
- By Sali
შვეიცარია, ზამთარში, უკრაინას 45 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (თითქმის 48 მილიონი ევრო) დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე ვრცელდება.
დახმარება რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად იქნება განკუთვნილი.
- Details
- By ani
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვეთრი ფორმით გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომ შეუძლიათ ექსპერიმენტი კიევში ჩაუტარონ მათ, ვისაც ეჭვი ეპარება ახალი რუსული ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ სიზუსტეში.
რუსეთის ჯარებმა ამ რაკეტით პირველი შეტევა 21 ნოემბერს მიიტანეს უკრაინის ქალაქ დნეპრზე.
„ხალხი იხოცება, ის კი ფიქრობს, რომ ეს „საინტერესოა“. სულელი“, - დაწერა 19 დეკემბერს, ღამით ზელენსკიმ ინგლისურად სოციალური ქსელის, X-ის ოფიციალურ გვერდზე. უკრაინულ ვარიანტში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოიყენა კიდევ უფრო დამამცირებელი ფორმა(Довбойоб).
19 დეკემბერს, მოსკოვში მოქალაქეებთან ე.წ. პირდაპირი ხაზის და წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციის დროს, პუტინს ჰკითხეს საშუალო მანძილზე მოქმედების ახალ ბალისტიკურ რაკეტა „ორეშნიკზე“ და დასავლეთის ზოგიერთი ექსპერტის შეფასებაზე, რომ მისი მოგერიება რთული არ არის.
„შემოგვთავაზონ ჩვენ და შესთავაზონ მათ, ვინც დასავლეთში და აშშ-ში ანალიზისთვის ფულს უხდის, ერთგვარი ტექნოლოგიური ექსპერიმენტი, 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიური დუელი. განსაზღვრონ რომელიმე ობიექტი, მაგალითად, კიევში, იქ თავი მოუყარონ საჰაერო თავდაცვის და ანტისარაკეტო სისტემების მთელ თავის ძალებს, ჩვენ კი „ორეშნიკით“ დავარტყამთ და ვნახოთ, რა იქნება. ჩვენ ასეთი ექსპერიმენტისთვის მზად ვართ“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტს „ბებერი, შეშლილი კრეტინი უწოდა“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.
21 ნოემბერს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ დნეპრში საშუალო მანძილზე მოქმედების უახლესი ბალისტიკური რაკეტით, „ორეშნიკით“ დაარტყეს რაკეტების და სხვა იარაღის მწარმოებელ უმსხვილეს ქარხანას.
პუტინის თანახმად, ეს მას შემდეგ გააკეთეს, რაც უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით, ATACMS და Storm Shadow შეუტია რუსეთის სამხედრო ობიექტებს ბრიანსკის და კურსკის ოლქებში.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 145 of 205