Featured Articles
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მედიის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან მრავალსაათიანი შეხვედრა გამართა.
პუტინს ჰკითხეს, 2022 წლის თებერვალში რომ დაბრუნებულიყო დაიწყებდა თუ არა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას (უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს ამ ტერმინით მოიხსენიებენ რუსი მაღალჩინოსნები და მედია).
"წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, იმის გათვალისწინებით ახლა რაც ხდება, ვიფიქრებდი, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უფრო ადრე უნდა დაგვეწყო".
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომი დაუგეგმავად დაიწყო:
"უნდა მოვმზადებულიყავით სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის. ყოველგვარი მომზადების გარეშე დავიწყეთ. უკვე შეუძლებელი იყო დგომა და მოთმენა. კიევის ხელისუფლებამ მასიური განადგურების იარაღზე გამოთქვა პრეტენზია, უარი თქვა მინსკის ხელშეკრულებაზე. ჩვენ მოგვატყუეს და ამ ქმედებებისკენ გვიბიძგეს".
- Details
- By Sali
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 დეკემბერს გამართა დასკვნითი პრესკონფერენცია “წლის შედეგები,” რომელიც შედგა პირდაპირი ხაზის პარალელურად. ამ დროს ქვეყნის მოსახლეობას მისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა. სულ შევიდა 2,5 მილიონი შეკითხვა.
პუტინმა რუსეთის მდგომარეობის, ასევე უკრაინაში ომის, დასავლეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის გარდა, ილაპარაკა სირიაზე. რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სირიის მოვლენებით - როცა დაამხვეს და განდევნეს პრეზიდენტი ბაშარ ასადი, ხელისუფლება კი ოპოზიციურმა ჯგუფებმა ჩაიგდეს ხელში - ყველაზე მეტად იხეირა ისრაელმა. პუტინის თქმით, რუსეთი გმობს სირიის ტერიტორიების დაპყრობას. მან იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი ოდესმე დატოვებს სირიას, მაგრამ "ახლა დამატებითი ჯარები შეჰყავს”, - თქვა მან. როგორც ცნობილია, გოლანის მაღლობებთან ერთად, რომელიც ისრაელმა წლების წინათ დაიკავა, ისრაელმა ახლა თავისი ჯარი შეიყვანა ბუფერულ ზონაში, სირიის სამხრეთში.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის და ტერიტორიული ინტეგრაციის მხარდამჭერია და ეს ასეა სირიის შემთხვევაშიც. რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელი ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად თქვა, რომ ბაშარ ასადის დამხობა რუსეთისთვის „მარცხი” არ არის და რომ რუსეთმა მიაღწია თავის მიზნებს ამ ქვეყანაში.
ასადის ქვეყნიდან წასვლა და რუსეთისთვის თავის შეფარება მოულოდნელად მოხდა. თუმცა მანამდე, 13 წლის განმავალობაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, ოპოზიციური ძალები ცდილობდნენ ასადის განდევნას, რომელსაც ირანი და რუსეთი ედგნენ მხარში. „სირიაში ათი წლის წინათ შევედით, რათა იქ არ შექმნილიყო ტერორისტული ანკლავი ავღანეთის მსგავსად. მთლიანობაში მიზანს მივაღწიეთ“, - თქვა პუტინმა. მან მსმენელებს აცნობა, რომ ასადს ჯერ არ შეხვედრია, მაგრამ აპირებს.
რუსეთი ახლა ცდილობს, გადაწყვიტოს თავისი ორი სამხედრო ბაზის ბედი სირიაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს გარეთ, სირიის გარდა, რუსეთს სამხედრო საყრდენი პუნქტები არ აქვს და მათ საკვანძო მნიშვნელობა აქვთ. პუტინის თანახმად, რუსეთს იქ ამ ბაზების შენარჩუნება სურს. მან დასძინა, რომ „გვაქვს კონტაქტი ყველასთან, ვინც ვითარებას აკონტროლებს იქ, რეგიონის ყველა ქვეყანასთან. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ დაინტერესებულია ჩვენი სამხედრო ბაზების იქ დარჩენით“ - თქვა პუტინმა და გამოაცხადა, რომ თეირანის თხოვნით, სირიიდან 4 ათასი ირანელი სამხედრო გაიყვანა.
- Details
- By Sali
დიდი ბრიტანეთი, უკრაინის დასახმარებლად, დამატებით 286 მილიონ დოლარს გამოყოფს.
ცნობილია, რომ 116 მილიონი დოლარი გამოიყოფა სამხედრო-საზღვაო ძალების გაძლიერებისთვის, ასევე სადაზვერვო დრონების შესაძენად.
გარდა ამისა, 85 მილიონი დაიხარჯება ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მათ შორის რადარებზე. 33 მილიონს ოფიციალური ლონდონი მთლიანად უკრაინის ჯარის მხარდაჭერაზე და დამატებითი დეტალების შეძენაზე დახარჯავს.
ამასთან, 49 მილიონი დოლარი რესპირატორების და დამატებითი ხელსაწყოების შეძენისთვის დაიხარჯება.
ასევე, ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედროების წვრთნების გაზრდას სთავაზობს.
- Details
- By ani
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრება „ჰამასს“, თუ მისი ინაუგურაციის დღისთვის ისრაელიდან გატაცებული მძევლები არ გათავისუფლდებიან.
დონალდ ტრამპის თქმით, კარგი საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რა დროსაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„20 იანვარს ძალიან ხელმისაწვდომი ვიქნები და ვნახოთ. როგორც მოგეხსენებათ, მე გავაფრთხილე, რომ მძევლები ამ თარიღამდე სახლში თუ არ დაბრუნდებიან, ჯოჯოხეთი დატყრიალდება და ძალიან ძლიერი იქნება. მაიკ უოლცი შესანიშნავ საქმეს აკეთებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში ომის შესაძლო დასრულების შესახებ ისაუბრებს როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ორშაბათს ფლორიდაში, 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე, ტრამპი რამდენჯერმე შეეხო უკრაინაში რუსეთის შეჭრას. მან გაიმეორა თავისი სურვილი, სწრაფად დასრულდეს ომი, რომელსაც მან „საშინელი“ უწოდა და ორივე მხარის მხრიდან დანაკარგების „ასტრონომიული რიცხვები“ დაიმოწმა. ტრამპის თქმით, დანაკარგები შემაძრწუნებელია და ფრონტზე მდგომარეობა „ბევრად უარესია“, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება. ტრამპმა ადრე ილაპარაკა კონფლიქტის ორივე მხარეს ასობით ათასი დაღუპულისა და დაჭრილის შესახებ. კიევში განაცხადეს, რომ უკრაინული დანაკარგები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ტრამპი ამტკიცებს. მოსკოვი უკვე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ იტყობინება არავითარი დანაკარგების შესახებ.
ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად უნდა იყოს რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად. ამასთან, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს მშვიდობის მისაღწევად. თუმცა, ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიები, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, ისეა განადგურებული, რომ მათ აღდგენას „ასი წელი“ დასჭირდება.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევის მცდელობებში „მცირე პროგრესი იქნა მიღწეული“, მაგრამ დეტალები არ დაუსახელებია. ტრამპი ზელენსკის 7 დეკემბერს შეხვდა პარიზში. ამ შეხვედრის შემდეგ მან უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. არაერთი ცნობის თანახმად, მან პუტინსაც დაურეკა. ეს ინფორმაცია არც კრემლს დაუდასტურებია ან უარუყვია და არც ტრამპს.
მედია იტყობინება, რომ ტრამპის წრეში სხვადასხვა სამშვიდობო გეგმის იდეა განიხილება. თავად აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჯერ ოფიციალურად არ წამოუყენებია რაიმე სამშვიდობო ინიციატივა. ამასთან, ბევრ პუბლიკაციაში გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ მისი სამშვიდობო წინადადებების საფუძველი იქნებოდა კონფლიქტის გაყინვა ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ და, შესაძლოა, სამშვიდობო ძალების განლაგება უკრაინაში.
ორშაბათს გამოსვლისას ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ამჟამინდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომ უკრაინელ სამხედროებს ნება დართოს, რუსეთის ტერიტორიას დაარტყან ამერიკული შორსმსროლელი იარაღით და არ გამორიცხა, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ 20 იანვარს ინაუგურაციაზე ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიუწვევია, მაგრამ წინააღმდეგი არ იქნება, თუ ზელენსკი ჩასვლას მოისურვებს.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შეჩერება შეუძლია. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან აღიარა, რომ ამოცანა იმაზე რთულია, ვიდრე ჩანდა. ამჟამინდელი ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპი პირდაპირ არ აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დაწყების გამო და არ ამბობს, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება უკრაინას „იმდენად, რამდენადაც მას დასჭირდება“. ის აღნიშნავს მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას რაც შეიძლება სწრაფად, მისი პირობების ხსენების გარეშე. კიევიც და მოსკოვიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მშვიდობის მომხრე არიან, მაგრამ ისინი დიამეტრულად საპირისპირო მოთხოვნებს აყენებენ.
- Details
- By Sali
More Articles …
- ვისკონსინის შტატში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სამი ადამიანია დაღუპული
- გერმანიის პარლამენტმა ოლაფ შოლცს უნდობლობა გამოუცხადა - ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
- ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დაამტკიცა
- ასობით ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას მაიოტის არქიპელაგზე
Page 146 of 205