Featured Articles
აშშ-ში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ვაშინგტონში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.
აქციის მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოხატეს ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანებების გამო.
აქციის ორგანიზატორებმა „როიტერს“ განუცხადეს, რომ მიტინგზე 20 000-ზე მეტი ადამიანის დასწრება იყო მოსალოდნელი. „როიტერის“ ინფორმაციით, აქციები დაგეგმილი იყო აშშ-ის ყველა შტატში, ასევე მექსიკასა და კანადაში.
დღესვე დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა ევროპის ქალაქებში.
- Details
- By rusa
ოკუპანტების მიერ კრივი რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, მათ შორის 6 ბავშვია. ბოლო მონაცემებით, იერიშის დროს 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, აქედან 34 კლინიკაში გადაიყვანეს. - ამის შესახებ ინფორმაციას მედია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქში, სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა, დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დაიწვა რამდენიმე ავტომობილიც.
წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმისას ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.
- Details
- By rusa
ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას არ გამოუვიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოება უკრაინაში ომის დასრულების მიზნით.
„ევროპა წარუმატებელი იყო პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობაში, მაგრამ ვფიქრობ, მე წარმატებული ვიქნები. ჩვენ გვყავს წარმომადგენელი რუსეთიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულებაზე. გვსურს, რომ ეს, რაც შეიძლება მალე შეწყდეს, რადგან ათასობით ადამიანი იღუპება კვირაში. ძირითადად ჯარისკაცები, უკრაინელი ჯარისკაცები და რუსი ჯარისკაცები. ჩვენ წამყვან როლს ვასრულებთ ამის დასრულების მცდელობაში. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მიმდინარეობს ბევრი კარგი საუბარი უკრაინასა და რუსეთზე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპის განმარტებით, ის ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და შესაძლოა, ისრაელის ლიდერი მომავალ კვირას აშშ-ს ეწვიოს. ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ისრაელის პრემიერი ტრამპს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად ესაუბრა, რათა განეხილათ ბუდაპეშტის გამოსვლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან.
- Details
- By iaiaia
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტარიფების დაწესების შესახებ სასტიკი და უსაფუძვლოა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
ემანუელ მაკრონის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ვაჭრობისთვის შოკისმომგვრელია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავაჭრო დისბალანსი საბაჟო ტარიფების დაწესებით არ გამოსწორდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ ყველა ქვეყანას საპასუხო ტარიფებს დაუწესებს.
აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები შემდეგნაირად გამოიყურება: ევროკავშირი 20%, ვიეტნამი 46%, ტაივანი 32%, იაპონია 24%, ინდოეთი 26%, სამხრეთ კორეა 25%, ტაილანდი 36%, ჩინეთი 34% და ა.შ.
„აშშ ვერ გააგრძელებს ეკონომიკური დათმობის ცალმხრივ პოლიტიკას. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხალხზე და უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ხალხზე უნდა ვიზრუნოთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
- Details
- By rusa
რუსეთის ხელისუფლებამ „არასასურველად“ გამოაცხადა მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის ფონდი(Elton John AIDS Foundation). მუსიკოსის მიერ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია შიდსთან ბრძოლა და დისკრიმინაციის დაძლევა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის საიტზე დღეს, 3 აპრილს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფონდის საქმიანობა „არასასურველია“, რადგან დიდწილად კონცენტრირებულია „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდაზე, ოჯახის დასავლურ მოდელებზე, სქესის შეცვლაზე“.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებითვე, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ ფონდი მონაწილეობს „რუსეთის გასაშავებლად დასავლეთის საინფორმაციო კამპანიებში“.
ელტონ ჯონის მიერ 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნებული ფონდი მსოფლიოში შიდსთან მებრძოლი ერთ-ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა.
პუტინის ხელისუფლების მიერ „არასასურველად“ მიჩნეულ ორგანიზაციებს რუსეთში საქმიანობა აკრძალული აქვთ. დარღვევა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს.
რუსეთმა უკვე აკრძალა 200-ზე მეტი უცხოური ორგანიზაციის საქმიანობა.
- Details
- By rusa
More Articles …
- ჩინეთი ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს გადამჭრელი საპასუხო ზომებით უპასუხებს
- მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა
- სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, ყველა ეს ტარიფი ფასებს მომხმარებლებისთვის გაზრდის - კაია კალასი
- ტრამპის ტარიფები მსოფლიო ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმაა - ურსულა ფონ დერ ლაიენი
Page 16 of 204