Featured Articles
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სირიელი აჯანყებულები დამასკოში შევიდნენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ ორ სირიელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა დამასკო დატოვა და თვითმფრინავით დაუდგენელი მიმართულებით გაემგზავრა. ისლამისტური დაჯგუფების „ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამის“ განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტები ყოფილი პრემიერის მართვის ქვეშ დარჩება მათ ოფიციალურ გადაბარებამდე.
„ეს არის ბნელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი“, – აცხადებენ აჯანყებულთა ძალები ტელეგრამ არხით გავრცელებულ მიმართვაში. ისინი უახლოეს დროში სატელევიზიო მიმართვას გეგმავენ. ასევე მათი განცხადებით, მათ გაათავისუფლეს პატიმრები საიდნაიას ციხიდან, სადაც გავრცელებული ცნობებით, ათასობით ოპოზიციონერი იყო დაკავებული და ნაწამები.
ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტი 2000 წელს გახდა. მანამდე, 1971 წლიდან ქვეყნის სათავეში მამამისი ჰაფეზ ასადი იყო. სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა, 7 დეკემბერს განახლებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კვლავ გახსნის ცერემონიამდე ელისეს სასახლეში განაცხადა, რომ მსოფლიო “ცოტა შეიშალა”.
ეს ტრამპმა თქვა, როცა ის შეხვდა მასპინძელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავის პირველი მოგზაურობისას უცხოეთში.
“მე მგონი, სამყარო ცოტა შეიშალა ახლა და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ,” თქვა ტრამპმა, რომელმაც შეაქო მაკრონთან თავისი „დიდებული ურთიერთობა“.
მაკრონის თქმით, ფრანგი ხალხისთვის „დიდი პატივია“ მიესალმოს ტრამპს ტაძრის გახსნისას. როგორც დაგეგმილი იყო, ტრამპსა და მაკრონს მოგვიანებით შეუერთდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც მანამდე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.
უფრო ადრე ბრიტანეთის პრესაში გაჩნდა ცნობა დონალდ ტრამპის სალომე ზურაბიშვილთან შესაძლო შეხვედრის შესახებ პარიზში.
- Details
- By Sali
Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის პოზიციის შესახებ სირიის კონფლიქტში აშშ-ის მონაწილეობაზე.
ტრამპმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ აშშ არ უნდა ჩაერიოს სირიის კონფლიქტში, როცა ამბოხებული ძალები ემუქრებიან ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მთავრობას. „სირიაში არეულობაა, მაგრამ ის არ არის ჩვენი მეგობარი და ის აშშ-ის საქმე არ უნდა იყოს. ეს ჩვენი ბრძოლა არ არის. რაც იქნება, იქნება, არ ჩაერიოთ!“ - გაავრცელა თავისი მოსაზრება დონალდ ტრამპმა Truth Social-ის - თავისი სოციალური პლატფორმის საშუალებით.
7 დეკემბერს სირიაში მეამბოხეებმა, - რომელთა სათავეში მყოფი ძალა, სხვათა შორის, აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა შერაცხილი, - გამოაცხადეს, რომ დაიკავეს სამხრეთის ქალაქი დარაა, სადაც 2011 წელს ასადის საწინააღმდეგო ამბოხება დაიწყო. დამასკი ამ ქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. საფრთხე შეექმნა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მთავრობას. ასადის ადგილსამყოფელი დაზუსტებით არაა ცნობილი. მეამბოხეებმა ბოლო ხანებში მნიშვნელოვანი ქალაქები დაიკავეს.
- Details
- By Sali
სირიის ამბოხებული ოპოზიციური ძალები სირიის ქალაქ ჰომსში შევიდნენ. მედიის ცნობით, სირიის სამთავრობო ძალებზე შეტევას ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“ ხელმძღვანელობს.
გავრცელებული ინფორმაციით, რასტანის და ტალბისეჰის საოლქო ცენტრებზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, ამბოხებული ძალები ჰომსის დასავლეთით, ვაერის უბანში შევიდნენ და ქალაქი ცენტრისკენ აგრძელებენ მსვლელობას. ჰომსი ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს და ჩრდილოეთ ქალაქ ალეპოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მდებარეობს. ჰომსი ასევე აკავშირებს დამასკოს და ალავიტების მთავარ დასაყრდენ რაიონებს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე. სწორედ ალავიტების მიმდინარეობას წარმოადგენს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ხელისუფლება.
ამბოხებული და ისლამისტური ჯგუფების მიახლოებასთან ერთად, ქალაქი ჰომსი ათი ათასობით ადამიანმა დატოვა. ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაა. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამბოხებულმა ძალებმა სირია-იორდანიის სასაზღვრო მონაკვეთი დაიკავეს.
- Details
- By rusa
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა შაბათს პარიზში შეხვდეს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ღონისძიების ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse ავრცელებს:
„უკრაინის პრეზიდენტი დაესწრება ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ღონისძიებას. ის შეხვდება [საფრანგეთის] პრეზიდენტს, მაკრონს. შესაძლებელია სხვა შეხვედრებიც, განსაკუთრებით არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც ასევე დაესწრება ღონისძიებას“
- Details
- By rusa
More Articles …
Page 152 of 205