Featured Articles
რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა, რომელიც ორი კვირის წინ გაიმართა. ეს ნიშნავს, რომ პროცესი თავიდან დაიწყება და მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ კალინ ჯორჯესკუმ, ნაკლებად ცნობილმა ულტრამემარჯვენემ, ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს შედეგის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა იმ სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ბრალდებები რუსეთის გავლენის შესახებ.
არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთელი საარჩევნო პროცესი და, შესაბამისად, საარჩევნო კამპანია ხელახლა წარიმართება.
- Details
- By rusa
6 დეკემბრის დილით უკრაინის არმია უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ქერჩს. ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ტელეგრამის არხის „კრიმსკი ვეტერის“ ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა გემთმშენებელი ქარხნის, „ზალივის“ არეალში.
“კრიმ.რეალიის“ მკითხველებმაც დაადასტურეს აფეთქებები. როგორც აღნიშნავენ, სამი აფეთქება მოხდა 10-20 წუთიანი ინტერვალებით, მათგან ორის ხმა მორტყმისას ჰგავდა, ერთი საჰაერო თავდაცვის მოქმედებას.
პირველი აფეთქება დილის შვიდ საათზე მოხდა. შეწყვეტილია ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყირიმის ხიდზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 6 დეკემბრის ღამით ანტისაჰაერო თავდაცვამ ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩამოაგდო უკრაინის ერთი დრონი. ამას გარდა შავი ზღვის აკვატორიაში გაანადგურეს უკრაინის ორი საზღვაო დრონი, რომლებიც ნახევარკუნძულს უტევდნენ. უკრაინის მხარეს ამ ინფორმაციის გარშემო კომენტარი არ გაუკეთებია. სულ, რუსეთის მხარის თანახმად, მისმა ანტისაჰაერო თავდაცვამ სხვადასხვა რეგიონში გაანადგურა 33 დრონი.
- Details
- By Sali
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მან სატელეფონო საუბრის დროს ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან ქვეყანაში მიმდინარე ომი განიხილა.
„ჩვენ საკუთარი პოზიციების კოორდინაციას ვახდენთ, რათა სამართლიან და სტაბილურ მშვიდობას მივაღწიოთ, ვინაიდან უკრაინის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპაში ყველა პარტნიორისთვის, იმიტომ რომ ერთ ადამიანის უსაფრთხოება ყველას უსაფრთხოების საწინდარია“, - დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუტესთან საუბრის დროს მან უკრაინის ნატოში გაწევრიანების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მისი თქმით, უკრაინული ჯარის დროული მომარაგება ტყვია-წამლით, შეიარაღებით და ტექნიკით და აგრეთვე უკრაინული საჰაერო სივრცის რუსული თავდასხმებისგან დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.
- Details
- By Sali
მალტამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს, მარია ზახაროვას ვიზა გაუუქმა, რომელიც ეუთოს სამიტს უნდა დასწრებოდა.
ღონისძიების დაწყების წინ. მალტის სავიზო თავმჯდომარეობის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისთვის, მარია ზახაროვასთვის ვიზის გაუქმება უპრეცენდენტო შემთხვევაა,– წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყება აცხადებს, რომ ამ ფაქტს "განსაკუთრებული ყურადღება" დაეთმობა. თავად მარია ზახაროვამ კი მისთვის ვიზის გაუქმებას "დასავლური ჰიდრის ხრიკები" უწოდა.
სამიტს ესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ომის დაწყების შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტია ევროკავშირის ქვეყანაში.
- Details
- By rusa
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში ჰიპერბგერითი რაკეტის გამოყენების მიზანი იყო დასავლეთისთვის იმის ჩვენება, რომ მოსკოვი მზადაა, ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს „სტრატეგიული მარცხის“ თავიდან ასაცილებლად.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა „ფოქს ნიუსის“ ყოფილი წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.
„შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა, რომლებიც კიევის რეჟიმს შორი მანძილის იარაღს აწვდიან, უნდა გაიგონ, რომ ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ნებისმიერი საშუალება, რათა არ დავუშვათ იმის მიღწევა, რასაც ისინი „რუსეთის სტრატეგიულ მარცხს“ უწოდებენ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
ლავროვის თქმით, „ძალიან სერიოზული შეცდომაა“ დასავლეთის მხრიდან იმის ვარაუდი, რომ რუსეთს არ აქვს წითელი ხაზები ან რომ ისინი „ისევ და ისევ გადაიწევა“.
დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე ლავროვმა ტრამპს „ძალიან მეგობრული“ უწოდა, თუმცა უარყო მოსაზრება, რომ ტრამპი „პრორუსია“.
„ჩემი შთაბეჭდილებით, ის ძალიან მეგობრულია დისკუსიებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის პრორუსულია, როგორც ზოგიერთი ცდილობს, წარმოაჩინოს. სანქციების რაოდენობა, რომლებიც ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციის დროს მივიღეთ, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი იყო“, – დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
- Details
- By ani
More Articles …
Page 153 of 205