Featured Articles
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჰყოფნის საიმისო რესურსები, რომ გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ მან Kyodo News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
მან დაუშვა კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება გარანტია, რომ რუსეთი კვლავ ვერ დაეხსმება თავს უკრაინას.
„ჩვენ არ გვყოფნის ძალა ყირიმის დასაბრუნებლად. ჩვენს არმიას ახლა არა აქვს საკმარისი ძალა, ეს ასეა. დიახ, უნდა გამოვნახოთ დიპლომატიური გადაწყვეტა.“ ოღონდ, ზელენსკის თქმით, „მხოლოდ მას შემდეგ, რაც გვეცოდინება, რომ საკმარისად ძლიერები ვართ“ იმისთვის, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ვერ წამოიწყებს ახალ აგრესიას. „მაშინ შესაძლებელი იქნება სხვა დიპლომატიური ნაბიჯების შესახებ ფიქრი,“ თქვა ზელენსკიმ იაპონელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მან ისაუბრა ასევე ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთში ათასობით სამხედრო მოსამსახურის გაგზავნაზე და აღნიშნა, რომ ეს პოტენციურ პრობლემას უქმნის ჩრდილოეთ კორეის მეზობელ ქვეყნებს. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილოკორეელი სამხედროები იწრთობიან, ეცნობიან თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს, როგორიცაა, მაგალითად, დრონების მართვა. ზელენსკის თანახმად, თუკი ამ გამოცდილებას ისინი კვლავ ჩრდილოეთ კორეაში ჩაიტანენ, ამას უზარმაზარი გავლენა ექნება აზიის მთელს ამ რეგიონზე.
- Details
- By Sali
შეერთებული შტაბების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა. მას ბრალი იარაღის შეძენა-ფლობასა და 9 საგადასახადო სამართალდარღვევაში ედებოდა. შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ ბაიდენმა თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა.
ბაიდენის თქმით, შვილი იმის გამო შეიწყალა, რომ ის შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა. შეწყალების დოკუმენტის თანახმად, ეს არის სრული და უპირობო შეწყალება და ამ ოფიციალური შეწყალების გაუქმებას არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს.
- Details
- By Sali
რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 31 პოლიტიკური პარტია იბრძვის. მანდატების მოსაპოვებლად ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვაა აუცილებელი.
- Details
- By rusa
დონალდ ტრამპმა და ჯასტინ ტრუდომ შეხვედრა გამართეს. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა.
„ჩვენ განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოითხოვს ორივე ქვეყნის ერთობლივ მუშაობას ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მაგალითად, როგორებიცაა ნარკოტიკებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელმაც, არალეგალური იმიგრაციის შედეგად, ბევრი სიცოცხლე გაანადგურა, სამართლიანი ვაჭრობის შეთანხმებები. ტრუდომ აიღო ვალდებულება, ითანამშრომლოს ჩვენთან, რათა დასრულდეს აშშ-ის ოჯახების განადგურება“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება ტრამპთან თანამშრომლობას.
- Details
- By rusa
რუსულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დნეპროპეტროვსკის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. დაზარალებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათგან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია.
რუსეთმა ღამით სარაკეტო იერიში კიევზეც მიიტანა. შედეგად, ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით უკრაინის მხრიდან გაშვებული 29 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე თქმით, თავდასხმა განხორციელდა ბრიანსკის, კალუგის, სმოლენსკისა და კურსკის რეგიონებზე.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 155 of 204