Featured Articles
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
უკრაინის ლიდერმა გერმანიის კანცლერს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის, კერძოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
„ჩვენ განვიხილეთ გადამწყვეტი ერთობლივი ნაბიჯები - როგორც ორმხრივი, ასევე პარტნიორებთან - რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს უკრაინის თავდაცვისუნარიანობა. რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის პოზიციების გაძლიერება ყველა ფრონტზე გადამწყვეტია, რათა აგრესორი ვაიძულოთ, რეალური მშვიდობისკენ ნაბიჯი გადადგას“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
- Details
- By rusa
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. დღეს, ევროპარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარებმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის 26 კომისრისგან შემდგარი გუნდი დაამტკიცეს.
ევროკომისიის ახალ შემადგენლობას მხარი 370-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 282-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.
ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს.
ცნობისთვის, ახალ ევროკომისიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაიკავებს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი კი სლოვენიელი დიპლომატი, მარტა კოსი იქნება.
- Details
- By Sali
არეულობაა ისლამაბადში - შეტაკებებია დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის. პარლამენტის შენობასთან, ექსპრემიერის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილ დემონსტრანტებს ძალოვნები დაუპირისპირდნენ. მოკლულია 6 მოქალაქე. დაჭრილია 50.
მთავრობამ საგანგებო ზომები მიიღო - აიკრძალა დედაქალაქში შესვლა, რასაც 50 საქმეზე გასამართლებული ექსპრემიერის მოწინააღმდეგეები არ ემორჩილებიან.
- Details
- By Sali
ისრაელი ლიბანს ცეცხლის შეწყვეტაზე შეუთანხმდა, – ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს.
როგორც „როიტერი“ წერს, შეთანხმება, სავარაუდოდ, ხვალიდან შევა ძალაში.
სააგენტო წერს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, ამ თემაზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენიმე საათში სიტყვით გამოვა.
შეთანხმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის დარტყმებმა გაანადგურა ბეირუთის მჭიდროდ დასახლებული გარეუბნები.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ერთი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა.
- Details
- By iaiaia
იაპონიის ცენტრალურ ნაწილში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე, 10 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ამ მიწისძვრამ, შესაძლოა, ზღვის დონის უმნიშვნელო ცვლილებები გამოიწვიოს. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის შედეგად ცვლილებები არც ატომურ ელექტროსადგურებზე დაფიქსირებულა.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 156 of 204