Featured Articles
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან საუბარი არასასიამოვნო, თუმცა საჭიროა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
როგორც შოლცმა აღნიშნა, ის პუტინს უკრაინაში ომის დაწყებამდე, ანუ 2022 წლამდე არაერთხელ ესაუბრა.
„ხანდახან ეს უსიამოვნო საუბრები იყო. ახლაც არ იყოს საუბარი სასიამოვნო, თუმცა საუბარი საჭიროა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მოვისმინოთ“, - თქვა შოლცმა.
მისი თქმით, გერმანიაში არიანი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ „მარტივ სატელეფონო ზარს მეორე დღესვე მშვიდობის მოტანა შეუძლია“, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის.
შოლცმა აგრეთვე პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბარი გაიხსენა, რომელიც 15 ნოემბერს შედგა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს იგივე არგუმენტებით ესაუბრებოდა, რაც ადრე.
„ბატონო პუტინ, ნუ ელით იმას, რომ ჩვენ ჩვენს მხარდაჭერას შევამცირებთ. თქვენ უნდა მოძებნოთ ომიდან გამოსავალი. თქვენ უნდა შეწყვიტოთ შეტევები და გაიყვანოთ ჯარები“, - თქვა შოლცმა.
- Details
- By ani
წითელ ზღვაში, ეგვიპტის ერთ-ერთ კურორტთან, საკრუიზო გემი ჩაიძირა. ბორტზე 34 ტურისტი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. ეგვიპტის სანაპირო დაცვამ სამაშველო ოპერაციის შედეგად, ორშაბათს საღამოსთვის 28 ადამიანის გადარჩენა მოახერხა, 17 კი კვლავ დაკარგულად ითვლება. მათი ძებნა გრძელდება.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ოთხგემბანიანი იახტა Sea Story წითელ ზღვაში, ხუთდღიან კრუიზში იმყოფებოდა. ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:30 საათზე გემმა კატასტროფის სიგნალი გასცა. მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ზღვაზე ძლიერი ღელვა იყო, ქარის სიჩქარე კი საათში 60-70 კილომეტრს აღწევდა.
იახტის ეკიპაჟის წევრები ეგვიპტის მოქალაქეები არიან. მგზავრებს შორის კი, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, არიან დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, გერმანიის, ფინეთის, ბელგიის, სლოვაკეთის, აშშ-ისა და ჩინეთის მოქალაქეები.
- Details
- By ani
სასამართლომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომელიც არჩევნებში ჩარევას უკავშირდებოდა, დახურა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მანამდე სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა სასამართლოს მიმართა, საქმის წარმოება შეეწყვიტა.
განკარგულებაში მოსამართლე ტანია ჩუტკანი დაეთანხმა მოთხოვნას ბრალდებების მოხსნის შესახებ, თუმცა იმ პირობით, რომ შესაძლებელი იყოს მათი ხელახლა წარდგენა ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ.
„საქმის შეწყვეტა შეესაბამება მთავრობის მიდგომას, რომ მოქმედი პრეზიდენტის იმუნიტეტი დროებითია და მისი თანამდებობიდან წასვლისთანავე იწურება“, – წერს მოსამართლე.
ამასთან, სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნა, რომ საქმე უნდა დაიხუროს იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის გამო, რომელიც კრძალავს მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ დევნას.
„იუსტიციის დეპარტამენტის პოზიციით, კონსტიტუცია მოითხოვს ამ საქმის გაუქმებას ბრალდებულის ინაუგურაციამდე“, – აღნიშნავს სმიტი სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში.
ცნობისთვის, წარსულში დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობაზე დაბრუნების შემთხვევაში ჯეკ სმიტს გაათავისუფლებდა. როგორც მედია აღნიშნავს, 2020 წლის არჩევნებში სავარაუდო ჩარევისა და საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის შესახებ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმეები უპრეცედენტოა ამერიკის ისტორიაში.
- Details
- By iaiaia
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ქვეყნის მასშტაბით 19 ათასზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი.
პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად 19 კანდიდატი იბრძვის. არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
- Details
- By rusa
ნატოს გენერალური მდივანი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს შეხვდა. დონალდ ტრამპა და მარკ რუტემ ფლორიდაში გამართული შეხვედრისას ალიანსის წინაშე მდგარი გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ასევე, ნატო-ს გენერალური მდივანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ კონგრესმენ, მაიკუოლცსა ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებს შეხვდა.
- Details
- By ani
More Articles …
- „ბლუმბერგი“ - აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამმართველომ კრემლის მიერ შეკვეთილი მკვლელობების შესახებ მოხსენება გაასაჯაროვა
- ბეირუთში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
- თურქეთში უამინდობის გამო 38 რეისი გაუქმდა
- დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო
Page 157 of 204