Featured Articles
„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამმართველომ ნაწილობრივ გაასაჯაროვა.
დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შეკვეთილი მკვლელობების შესახებ, რომელიც საზღვარგარეთ იყო ჩადენილი.
დოკუმენტში სახელწოდებით „კრემლის შეკვეთით მკვლელობები საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, გაგრძელდება“ ჩამოთვლილია რუსეთის ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანების სიკვდილის შემთხვევები, რომლებიც, აშშ-ის ვერსიით, შეიძლება, ჩაედინა რუსეთის სპეცსამსახურებს 2000 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის ივლისამდე.
„შეფასების თანახმად, პუტინის მიერ საზღვარგარეთ მკვლელობის შეკვეთის პირველი აშკარა შემთხვევა” მოხდა 2004 წელს კატარში. იქ რუსეთის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე ოფიცერი გაასამართლეს ჩეჩენი ლიდერის ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობისთვის, რომელიც აშშ-მა და გაერო-მ ტერორისტად აღიარეს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
„ბლუმბერგის“ მიხედვით, ჩეჩენი სეპარატისტისა და „იჩქერიის“ ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელის მკვლელობისთვის რუსეთის დაზვერვის ოფიცრები ანატოლი ბელაშკოვი და ვასილი ბოგაჩევი გაასამართლეს. მოგვიანებით, ისინი რუსეთს გადასცეს, მაგრამ უკვე 2005 წელს სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
„ბლუმბერგის“ მიერ მოპოვებულ ტექსტში ნახსენებია ლონდონში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ლიტვინენკოს რეზონანსული მკვლელობა, რომელიც აქტიურად აკრიტიკებდა პუტინს და აცხადებდა რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ 1999 წლის საცხოვრებელი სახლების აფეთქებებში. ბრიტანეთის ვერსიით, ლიტვინენკოს ჩაიში რადიოაქტიური პოლონიუმი შეურია სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ანდრეი ლუგოვოიმ და ბიზნესმენმა დმიტრი კოვტუნმა, რომელიც წარსულში რუსეთს დაზვერვის თანამშრომელი იყო.
აშშ-ის დაზვერვა დოკუმენტში ასევე ადასტურებს, რომ მკვლელობა კრემლის ბრძანებით იყო ჩადენილი.
დოკუმენტში სახელობით ჩამოთვლილია სხვა მაღალჩინოსნებიც, რომელთა მკვლელობის ბრძანებაც სავარაუდოდ კრემლის მეთაურმა გასცა. მათ შორის არიან რუსი ბიზნესმენის ალექსანდრ პერეპილიჩნი, რომელიც გავრცელებული ცნობით, 2012 წელს დიდი ბრიტანეთში ბიოლოგიური ტოქსინით მოკლეს და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, რომელიც 2004 წელს მოწამვლას ცოცხალი გადაურჩა.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვა ვარაუდობს, რომ ასეთ მკვლელობები პუტინის მიერ პირადად არის სანქცირებული და ეს მომავალშიც გაგრძელდება. რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში ბლუმბერგთან აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარის არ გააკეთა.
- Details
- By ani
ბეირუთის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, იტყობინება ლიბანური მედია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობამ 63-ს მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის დღევანდელი ავიაიერიშის სამიზნე იყო ჰეზბოლას ერთ-ერთი უფროსი მეთაური მუჰამედ ჰაიდარი, რომლის ბედი ამ დროისთვის უცნობია.
- Details
- By ani
თურქულმა ავიაკომპანიამ Turkish Airlines-მა განაცხადა, რომ თურქეთში მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო 23 ნოემბერს სტამბოლიდან და სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი 38 რეისი (10 შიდა და 28 საერთაშორისო) გაუქმდა.
განცხადება გაავრცელა საბიჰა გოკჩენის აეროპორტმაც, სადაც აღნიშნულია, რომ მეტეოროლოგიური საგანგებო კომიტეტის გადაწყვეტილებით 15:00 საათამდე ფრენების 10 პროცენტი გაუქმდება.
განცხადებაში მგზავრებს ურჩიეს, თვალყური ადევნონ ფრენების უახლეს სტატუსს შესაბამისი ავიაკომპანიის ვებსაიტებსა და ქოლ-ცენტრებში.
სტამბოლში დღეს ჩრდილოეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი 50-70კმ/სთ სიჩქარით,ზღვაზე შტორმი. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ქარის სიმძლავრე შაბათს საღამოსთვის დაიკლებს.
- Details
- By ani
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
საქმე ეხება ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის სექსუალური კავშირის შეახებ დუმილის სანაცვლოდ გადახდილ 130 ათას დოლარს. სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ ცნო ამ თანხის გადახდასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბებაში.
მოსამართლე ხუან მერჩანმა გადაწყვიტა, განუსაზღვრელი ვადით გადადოს აღნიშნულ საქმეზე განაჩენის გამოტანა, რათა შეისწავლოს დამატებითი მასალები, რომლებიც დაკავშირებულია ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევასთან და თუ როგორ იმოქმედებს ეს მისი გასამართლების შესაძლებლობაზე.
მედიის ცნობით, მანამდე იგეგმებოდა, რომ ტრამპის განაჩენი 26 ნოემბერს გამოცხადდებოდა.
- Details
- By ani
შიშზე თამაში არის რეცეპტი, რომელსაც პუტინი უკვე იყენებდა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა აზერბაიჯანში, კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
ბერბოკის თქმით, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა ევროპაში მშვიდობის საუკეთესო დაცვას წარმოადგენს. მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში რაკეტები, რომლებიც მანამდე არ იყო გამოყენებული, იმ მიზნით გამოიყენა, რომ ევროპულ ქვეყნებს უარი ათქმევინოს უკრაინის მხარდაჭერაზე.
„შიშზე თამაში არის რეცეპტი, რომელსაც პუტინი უკვე იყენებდა. ჩვენი, ევროპული მშვიდობის საუკეთესო დაცვას წარმოადგენს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა, ვიდრე პუტინი არ შეწყვეტს ამ საშინელ ომს“, – აღნიშნა ბერბოკმა
- Details
- By rusa
More Articles …
- ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ მას განტევების ვაცად აქცევენ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო
- გერმანელი სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი ისევ ოლაფ შოლცი იქნება
- დონალდ ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პემ ბონდი წარადგინა
- ჰააგის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები გასცა
Page 158 of 204