Featured Articles
ჩინეთი ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს „გადამჭრელი საპასუხო ზომებით“ უპასუხებს, – ამის შესახებ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო აცხადებს.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ მოუწოდა აშშ-ს, „დაუყოვნებლივ გააუქმოს ცალმხრივი სატარიფო ზომები და სავაჭრო დავები მოაგვაროს პარტნიორებთან თანასწორი დიალოგის გზით“.
„ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამ ნაბიჯს და გადამჭრელ საპასუხო ზომებს მიიღებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ჩინეთი, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად დაზარალდა ტრამპის დღევანდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც ყველა ჩინურ საქონელზე დამატებით 34%-იანი ტარიფი დააწესა, იმ 20%-ის გარდა, რომელიც უკვე მოქმედებდა.
- Details
- By iaiaia
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 085-მდე გაიზარდა, 4 715 ადამიანი დაშავდა და 341 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიანმარში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ამავე დროს მეტეოროლოგებმა არასეზონური წვიმის შესახებ გაფრთხილება გამოსცეს, რამაც, შესაძლოა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულოს.
შეგახსენებთ, მიანმარში 28 აგვისტოს 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მანდაილაიდან დაახლოებით 17 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.
- Details
- By iaiaia
სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.
„სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ და ნათელია, რომ ყველა ეს ტარიფი მომხმარებლებისთვის ფასებს გაზრდის და, საბოლოოდ, ყველაფრის გადახდა ჩვენ მოგვიწევს“, – განაცხადა კაია კალასმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში.
„ამერიკელებისგან ჩვენ ბევრ იარაღს ვყიდულობთ, მაგრამ საჭიროა აქ ვაწარმოოთ საბრძოლო მასალები და სხვა ნივთები, რომლებიც გვჭირდება, და ასევე გვქონდეს შესაძლებლობა, ვიყიდოთ სხვა მოკავშირეებისგან, რათა გვქონდეს დივერსიფიცირებული პორტფელი“, – აღნიშნა კაია კალასმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ახალი ტარიფები „მსოფლიო ეკონომიკისთვის სერიოზულ დარტყმად“ შეაფასა და თქვა, რომ ევროკავშირი პასუხის გასაცემად მზად არის.
- Details
- By iaiaia
ტრამპის ტარიფები მსოფლიო ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმაა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„პრეზიდენტ ტრამპის განცხადება ტარიფების შესახებ, მათ შორის ევროკავშირის მიმართ, დიდი დარტყმაა მსოფლიო ეკონომიკისთვის. ნათლად უნდა გვესმოდეს უზარმაზარი შედეგები: მსოფლიო ეკონომიკა მასიურად დაზარალდება, გაურკვევლობა გაღრმავდება და გამოიწვევს პროტექციონიზმის შემდგომ ზრდას. შედეგები მძიმე იქნება მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ტარიფები გავლენას მოახდენს მომხმარებლებსა და ბიზნესებზე, რომლებიც, როგორც წესი, იხდიან დამატებით გადასახადებს მსგავსი ზომების გატარების შემდეგ.
„ყველა ბიზნესი, დიდი და პატარა, დაზარალდება პირველივე დღიდან. განსაკუთრებით დააზარალებს ყველაზე მოწყვლად მოქალაქეებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბიზნესის წარმოების ხარჯები მკვეთრად გაიზრდება. უფრო მეტიც, თითქოს არავითარი წესრიგი არ არსებობს ამ უწესრიგობაში – არ არის ნათელი გზა იმ სირთულესა და ქაოსში, რომელიც იქმნება, რადგან ყველა მთავარი სავაჭრო პარტნიორი ზარალდება“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მან ასევე ისაუბრა საპასუხო ზომებზე ტრამპის ტარიფების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ევროპა „უკვე ასრულებს პირველი პაკეტის მომზადებას ფოლადზე პირველი ტარიფების საპასუხოდ“ და ამზადებს დამატებით საპასუხო ზომებს იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ვერ შედგება.
„ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი თავს იმედგაცრუებულად გრძნობს ჩვენი უძველესი მოკავშირის გამო. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმ გავლენისთვის, რომელიც ამას გარდაუვლად მოჰყვება. ჩვენ ერთად ვართ ამაში: თუ თქვენ ერთ-ერთ ჩვენგანს დაუპირისპირდებით, ყველას დაუპირისპირდებით. ჩვენი ერთობა ჩვენი ძალაა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
- Details
- By iaiaia
გამოცემა „აქსიოსის“ ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, დემოკრატმა კონგრესმენმა, მაიკი შერილმა მოამზადა. კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში მილიარდერ ილონ მასკს და „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ თანამშრომლებს ნარკოტესტის ჩაბარება დაევალებათ.
ამ კანონის მიღების არგუმენტად შერილმა მოიყვანა „უოლ სთრით ჯორნალში“ 2024 წელს გამოქვეყნებული პუბლიკაცია, რომ მასკი მოიხმარდა ნარკოტიკებს, მათ შორის კოკაინს, ექსტაზს და კეტამინს.
საპასუხოდ, მასკის ადვოკატმა გამოცემას უთხრა, რომ მილიარდერი რეგულარულად და შერჩევითად აბარებს ნარკოტესტს და მის მიერ ნარკოტიკების მოხმარება არასდროს გამოვლენილა.
შერილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი დაავალდებულებს სპეციალური სამთავრობო უწყებების თანამშრომლებს, სამსახურის დაწყებამდე გაიარონ ნარკოტესტი და მონაწილეობა მიიღონ ნარკოტიკებზე შერჩევითი შემოწმების პროგრამაში. მათ, ვისაც გამოუვლინდება აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება, სამთავრობო უწყებებში მუშაობა ერთი წლით აეკრძალებათ.
„მათ, ვისაც აქვთ წვდომა საიდუმლო ინფორმაციასთან, დეტალური შემოწმება უნდა გაიარონ“, – ამბობს კონგრესმენი.
ამასთან, როგორც „აქსიოსი“ წერს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დემოკრატი კონგრესმენის კანონპროექტი დამტკიცდეს, რადგან კონგრესის ორივე პალატას ამჟამად რესპუბლიკელები აკონტროლებენ.
- Details
- By ani
More Articles …
Page 17 of 204