Featured Articles
ჩინეთში სტუდენტმა 8 ადამიანი მოკლა, 17 კი დაჭრა. 21 წლის ახალგზრდა პროფესიულ სასწავლებელში დანით შეიჭრა. ადგილობრივი პოლიციიის ინფორმაციით, მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული შურისძიების მიზნით ჩაიდინა. ის გამომოცდებში ჩაიჭრა. ხელოვნების და ტექნოლოგიების პროფესიულ სკოლაში კურსს ვერ ხურავდა, რის გამოც დაწესებულების თანამშრომლებს და სტუდენტებს გაუსწორდა. შემთხევა ჩინეთის ქალაქ ვუსიში მოხდა.
- Details
- By Sali
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინის რადიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში დასავლეთიდან მიღებული დახმარების შესახებ ისაუბრა:
„არსებობს სხვადასხვა ანგარიში სხვადასხვა ინსტიტუტიდან, როგორც თავდაცვის სამინისტროდან, ასევე სადაზვერვო სამსახურებიდან. უბრალოდ ვიტყოდი, რომ ნახევარი ვერ მივიღეთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ელემენტია, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვინ როგორ გვეხმარება. ევროპა არანაკლებ დაგვეხმარა და ეს მნიშვნელოვანი ელემენტია.
შეერთებულმა შტატებმა იარაღის წარმოება გაზარდა და შეავსო არსენალი. ბევრ რამეში ამერიკელებს უკრაინის გამოცდილება დაეხმარათ.
მჯერა რომ არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, ომი უფრო სწრაფად დასრულდება“.
- Details
- By rusa
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი შინაარსის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს პოლიტიკოსებს შორის პირველი კონტაქტია 2022 წლის დეკემბრის შემდეგ.
- Details
- By rusa
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოუწოდებს ევროკავშირს გადახედოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, თუ სურს, რომ ფასებმა ენერგომატარებლებზე დაიწიოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ფასები ენერგომატარებლებზე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შემცირდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სანქციებს უნდა გადავხედოთ, იმიტომ რომ არსებული სასანქციო პოლიტიკის პირობებში ფასები ენერგომატარებლებზე არ დაიწევს“, - ციტირებს Reuters-ი ორბანს.
როგორც ორბანმა აღნიშნა, ამერიკული კომპანიები გაზსა და ელექტროენერგიაში იხდიან თანხის მეოთხედს, რასაც მათი ევროპელი კოლეგები ხარჯავენ და ამ ხარვეზის აღმოფხვრა მხოლოდ სანქციების გადახედვითაა შესაძლებელი.
- Details
- By ani
Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა, გაერო-ში ირანის მუდმივ წარმომადგენელს, ამირ საიდ ირავანის შეხვდა. მათ თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის შემცირების გზები განიხილეს. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ორ ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
გაზეთის წყაროების ინფორმაციით, შეხვედრა 11 ნოემბერს ნიუ იორკში გაიმართა. მოლაპარაკებები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და საიდუმლო ადგილას ჩატარდა. გამოცემის ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მასკთან შეხვედრამ თეირანს საშუალება მისცა, გამოეყენებინა შემოვლითი გზა, რათა არ შესულიყო პირდაპირ მოლაპარაკებებში ამერიკელ ოფიციალურ პირებთან. ასევე ცნობილი ხდება, რომ საუბრის დროს ირავანიმ მასკს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ნებართვის მოპოვების შემთხვევაში, ბიზნესის ნაწილის ირანში გადატანა შესთავაზა.
ტრამპის წარმომადგენელმა მასკის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ შეხვედრა კერძო ხასიათის იყო. კომენტარზე უარი მასკმაც და გაერო-ში ირანის მისიაში განაცხადეს.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 162 of 204