Featured Articles
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნება, რომელსაც Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი, ასევე პოლიტიკოსი ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებენ.
რამასვამი ფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის კენჭს იყრიდა, მაგრამ მოგვიანებით შეწყვიტა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა.
ტრამპის თქმით, ისინი "ჭარბი რეგულაციების შემცირებაზე იზრუნებენ".
„ეს ორი მშვენიერი ამერიკელი ერთად გახსნის გზას ჩემი ადმინისტრაციის სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლის, ჭარბი რეგულაციების შემცირების, უსარგებლო ხარჯების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპის ცნობით, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც 2026 წლის 4 ივლისამდე სამუშაოს დაასრულებს, თეთრ სახლთან ითანამშრომლებს.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტია, რომელმაც 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
- Details
- By Sali
არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტზე ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი წარადგინა.
პიტ ჰეგსეტის სამხედრო სამსახურში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს, მსახურობდა ავღანეთისა და ერაყის მისიებში.
- Details
- By Sali
ესპანეთში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო ახალი გაფრთხილება გამოიცა.
ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის უმეტესი ნაწილისთვის 12 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ახალი გაფრთხილება გამოსცა.
ვალენსიაში, კატალონიასა და ანდალუსიის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელი უამინდობის გამო, გაფრთხილების მეოთხე დონე გაიცა
11 ნოემბერს ანდალუსიაში ძლიერი წვიმა მოვიდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია, თუმცა მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ახალი ქარიშხალი იმდენად ძლიერი არ იქნება, როგორც ორი კვირის წინ იყო.
შეგახსენებთ, რომ წყალდიდობის შედეგად ესპანეთში 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 89 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
- Details
- By iaiaia
ჩინეთის სამხრეთით, ქალაქ ჭუხაიში ავტომობილი ხალხმრავალ ადგილას შევარდა. შედეგად დაღუპულია 35 და დაშავებულია 40 ადამიანი, - იუწყება CNN-ი.
ავტომობილი შევარდა სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე იმ დროს, როდესაც ადამიანები ღია ცის ქვეშ ვარჯიშობდნენ.
62 წლის მძღოლი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის გაქცევას ცდილობდა. დაშავებულებს შორის არიან როგორც საშუალო და ხანშიშესული ადამიანები, ასევე მოზარდები და ბავშვები.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, სპორტული მაღალი გამავლობის ავტომობილი მოედნის მთელ პერიმეტრზე შევარდა.
ჭუხაის სპორტულ ცენტრში არის ღია ბილიკი ყოველდღიური ვარჯიშებისთვის, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ხშირად სტუმრობენ. ინციდენტის შემდეგ ცენტრი დროებით დაკეტეს.
- Details
- By Sali
გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია და ოპოზიციური ალიანსი – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ასევე ქრისტიან-სოციალური კავშირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 23 თებერვალს ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციაში აცხადებენ, რომ ოლაფ შოლცი ბუნდესტაგს მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრის 16 დეკემბერს გამართვას სთხოვს.
არჩევნების დანიშვნის საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უნდა მიიღოს.
გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.
- Details
- By iaiaia
More Articles …
Page 166 of 204