Featured Articles
იტალიის აეროპორტებში ავიადისპეტჩერებისა და საბარგო განყოფილების თანამშრომლების გაფიცვის გამო საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა.
ავიადისპეტჩერებმა ნეაპოლის, პესკარას, პერიჯასა და პამპედუზას აეროპორტებში გამოაცხადეს ოთხსაათიანი გაფიცვა, კერძოდ, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე.
იმავე საათებში საბარგო განყოფილების თანამშრომლები გაფიცვას მართავენ რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში, ასევე ბოლონიისა და კატანიის აეროპორტებში. გაფიცვის გამო მოსალოდნელია რეისების გადადება.
- Details
- By iaiaia
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან თავდაცვის შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა. განკარგულებას ხელი ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ხელშეკრულება მხარეებს შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, ერთმანეთის დახმარებას ავალდებულებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეთანხმება ძალაში შევა დაუყოვნებლივ, როგორც კი მხარეები რატიფიცირებულ სიგელებს ოფიციალურად გაცვლიან.
აღსანიშნავია, რომ რუსულმა მხარემ დოკუმენტის რატიფიცირება გასულ კვირას განახორციელა და მას ხელი უკვე მოაწერა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
ცნობისთვის, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის ივნისში გაფორმდა, როდესაც ვლადიმირ პუტინი ფხენიანს ვიზიტით ეწვია.
რამდენიმე დღის წინ, უკრაინამ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ჩრდილოეთ კორეის სამხედროებთან კურსკის რეგიონში მოუწიათ შეტაკება.
- Details
- By ani
ნიდერლანდები სახმელეთო საზღვრებზე კონტროლს აწესებს - ინფორმაციას Reuters ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრის, მარჯოლინ ფაბერის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ სახმელეთო საზღვრებზე კონტროლი 9 დეკემბრიდან დაწესდება და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ნიდერლანდების მთავრობის ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებლეთა დიდი რაოდენობის გამო კონტროლი გამართლებულია, თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, რამდენად მკაცრი იქნება ქვეყნის საზღვრებზე დაწესებული შემოწმებები.
- Details
- By ani
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას რუსული ტერორისგან დასაცავად იარაღი და მხარდაჭერა სჭირდება.
„რუსეთი მხოლოდ ომის გაგრძელებას ისახავს მიზნად და მისი ყოველი დარტყმა უარყოფს რუსეთის ნებისმიერ განცხადებას დიპლომატიის შესახებ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, უკრაინას რუსული ტერორისგან დასაცავად იარაღი და მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯების უფრო მყარი მხარდაჭერა სჭირდება, რათა დიპლომატია რეალური და ძლიერი გახდეს.
„პრინციპული გადაწყვეტილებებისა და უკრაინის ძლიერი მხარდაჭერის გარეშე რუსეთს არ ექნება მოტივაცია მშვიდობისკენ სწრაფვისთვის და გააგრძელებს მხოლოდ ახალი სამიზნეების არჩევას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
- Details
- By ani
ბაქოში, კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე ჩასული ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ილჰამ ალიევს შეხვდა.
როგორც შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილული იყო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხი.
„ჩვენ შევეხეთ ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს. და მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტში გავმართე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებები, ახლა პრეზიდენტ ალიევთან განვიხილეთ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის მიმდინარეობა. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას მყარი, მშვიდობიანი და კეთილდღეობით აღსავსე კავკასიის მისაღწევად“,- წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
- Details
- By ani
More Articles …
Page 167 of 204