Featured Articles
იმის მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ბიტკოინი ახალ რეკორდს მოხსნიდა გამართლდა - კრიპტოვალუტის ღირებულება 7,4 პროცენტით გაიზარდა და 82 527 ათას დოლარამდე ავიდა, - იუწყება Reuters-ი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს განპირობებულია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებით და კონგრესში იმ კანდიდატების არჩევით, რომლებიც პოზიტიურად არიან განწყობილნი კრიპტოვალუტის მიმართ.
ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ციფრული აქტივების მიმართ თავისი პოზიცია დააფიქსირა. მან პირობა დადო, რომ აშშ-ს კრიპტოვალუტის დედაქალაქად აქცევს და ბიტკოინების ეროვნულ მარაგს შექმნის.
- Details
- By Sali
აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს.
„ჩემთვის დიდი პატივია ჩემი კაბინეტის შემადგენლობაში გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე თავმჯდომარე ელის სტეფანიკი წარვადგინო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ელის სტეფანიკმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ტრამპის შეთავაზება მიიღო.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება მივიღე, მის კაბინეტში ვიმსახურო, როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში აღვნიშნე, თუ როგორი მადლიერი ვარ დავთანხმდე მის ნომინაციას და აშშ-ის სენატში ჩემი კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას მოუთმენლად ველი“, - განაცხადა ელის სტეფანიკმა.
ტრამპის თქმით, ელის სტეფანიკი, რომელიც 2021 წლიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენციის თავმჯდომარეა, „ამერიკა პირველ რიგში“ პოლიტიკისთვის ძლიერი და ჭკვიანი მებრძოლია.
საბოლოოდ, ელის სტეფანიკი თანამდებობაზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
- Details
- By ani
ლიბანში მოქმედმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელი მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
ყველა დაშავებული ისრაელის არაბული სოფლის ბინას მკვიდრია. მედიკოსების თქმით, დაშავებულები არიან 27 წლის ქალბატონი, 35 წლის მამაკაცი და ერთი წლის გოგონა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ჰეზბოლამ“ რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ სამიზნეს სადესანტო ბრიგადის სამწვრთნელო ბაზა წარმოადგენდა, რომელიც ქალაქ კარმიელში მდებარეობს.
- Details
- By Sali
ღამით რუსეთი ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის რეგიონებს დაესხა თავს. შედეგად, ნიკოლაევის რეგიონში ხუთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ერთი ადამიანი.
თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. განადგურდა ავტომობილები, მაღაზიები, ელექტროგადამცემი ხაზები.
პარალელურად, რუსულმა ჯარებმა სამი საავიაციო დარტყმა მიაყენეს ზაპოროჟიეს. დაიღუპა ერთი ადამიანი, 21 კი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.
- Details
- By ani
კვირას, კუბის სანაპიროებთან 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, მატერიალური ზიანი მიადგა რამდენიმე რეგიონს.
ძლიერი მიწისძვრა ქალაქ ბარტოლომე მასოს სამხრეთით 39 კმ-ში, ადგილობრივი დროით შუადღეს დაფიქსირდა, მანამდე, ერთი საათით ადრე იგივე ტერიტორიაზე 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
"იყო მეწყერი, დაზიანდა სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები", - განაცხადა კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ზარალის ოდენობას ადგენს.
სახელმწიფო გამოცემა Cubadebate-ის მიერ გამოქვეყნებული გრანმას პროვინციის სურათებში ნაჩვენებია დაბზარული შენობები და ნანგრევები. კუბის ეროვნული სეისმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის, ენრიკე დიეგო არანგო არიასის თქმით, პილონის მუნიციპალიტეტმა "მნიშვნელოვანი ზიანი" მიიღო.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- დონალდ ტრამპსა და ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
- "რუსული ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე, სიტყვებით შეუძლებელია" - ზელენსკი
- აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს არიან - ილჰამ ალიევი
- უკრაინამ მოსკოვზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა
Page 168 of 204