Featured Articles
საჰაერო თავდაცვის სისტემები დედაქალაქ მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმას იგერიებენ. მისი თქმით, ამ დროისთვის მოსკოვის მიმართულებით მფრინავი 32 დრონი განადგურდა. - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი იუწყება.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ჩამოგდებული დრონების ნასმხვრევების გამო სტანოვოეს დასახლებაში ორ სახლს და ავტომობილებს ცეცხლი გაიჩნდა. დაშავდა ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დრონებით თავდასხმის გამო, დედაქალაქის დომოდედოვოს, ჟუკოვსკისა და შერემეტევოს აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა.
- Details
- By rusa
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ კიევში მისი ვიზიტის მიზანია აშშ-ის არჩევნების შემდეგ უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის დადასტურება. ვიზიტის მიზანზე ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიჰასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, საჭიროა უკრაინის დახმარების გაზრდა და დაჩქარება.
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი და უფრო სწრაფად. მეტი სამხედრო მხარდაჭერა, წვრთნების მეტი შესაძლებლობა, მეტი ფული, უფრო სწრაფი მიწოდება და ასევე მტრის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების ნებართვა. არ არის საკმარისი ისრების შეჩერება, თქვენ უნდა დაესხათ თავს მეისრეებს. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მიწოდება და შევამციროთ ჩვენ მიერ დაწესებული წითელი ხაზები. ნაკლები თვითდაწესებული წითელი ხაზი, რადგან უკრაინისთვის დრო იზომება ადამიანების სიცოცხლით.
მშვიდობის მიღწევის მრავალი გზა არსებობს, თუმცა ერთადერთი, რომელიც მნიშვნელოვანია, არის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პოზიცია მკაფიოა: უკრაინის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებით დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ, ევროკავშირი ამ საკითხში მტკიცედ ვდგავართ თქვენ გვერდით, თუმცა ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. პუტინს არ სურს მოლაპარაკებები და არ წავა მოლაპარაკებებზე, ვიდრე მას ამას არ აიძულებენ“, – განაცხადა ბორელმა.
- Details
- By rusa
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავის ახალ ადმინისტრაციაში ნიკი ჰეილისა და მაიკ პომპეოს არ მიიწვევს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მანამდე მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ მაიკ პომპეომ ახალ ადმინისტრაციაში შესაძლოა, თავდაცვის მდივნის თანამდებობა დაიკავოს.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ამჟამად მისი ადმინისტრაცია ფორმირების პროცესშია.
პომპეო ტრამპის წინა ადმინისტრაციის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორისა და სახელმწიფო მდივნის თანამდებობებს იკავებდა, ნიკი ჰეილი კი გაერო-ში აშშ-ის ელჩად მსახურობდა. ჰეილი ასევე მონაწილეობდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში.
„ჩემთვის სასიამოვნო და დასაფასებელი იყო მათთან მუშაობა და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნის სამსახურისთვის”, – აღნიშნა ტრამპმა.
- Details
- By rusa
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებაშია ნათქვამი.
„პრეზიდენტ ბაიდენის მიწვევით, ბაიდენი და არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ერთმანეთს ოვალურ კაბინეტში ოთხშაბათს შეხვდებიან“, – ნათქვამია თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებაში.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
- Details
- By iaiaia
პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ კვეტის რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 24 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 40-ზე მეტი.
ადგილობრივი პოლიციის ვარაუდით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.
მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ბელუჯების გათვისუფლების არმიამ, სეპარატისტულმა სამხედრო დაჯგუფებამ, რომელსაც ბელუჯისტანის რეგიონის პაკისტანისგან დამოუკიდებლობა სურს.
"სამიზნე ქვეითი ჯარის სკოლის სამხედრო პერსონალი იყო", - თქვა ბელუჯისტანის პოლიციის მთავარმა ინსპექტორმა.
პაკისტანში ბოლო პერიოდში სეპარატისტების თავდასხმებმა იმატა. ბელუჯისტანში აგვისტოში 73 ადამიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სეპარატისტები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებებს, რკინიგზასა და მაგისტრალებს.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- NYT: დონალდ ტრამპის ზარი, რომელსაც ილონ მასკიც შეურთდა, ზელენსკისთვის დამაიმედებელი იყო
- ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა
- ველოდებით, რომ ჩემი მეგობარი ტრამპი უარს იტყვის ძველი ადმინისტრაციის არასწორ პოლიტიკაზე და ომების დასრულების მხარეს დადგება - ერდოღანი
- ამსტერდამში ისრაელის საფეხბურთო გუნდის ქომაგებს დაესხნენ თავს
Page 169 of 204