Featured Articles
The New York Times სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ახლახან არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და საუბრის დროს ტელეფონი გავლენიან მილიარდერს, ილონ მასკს გადასცა.
გამოცემის ინფორმაციით, უცნობია, შეეხო თუ არა მათი საუბარი აშშ-ის მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკის რაიმე სახით ცვლილებას, თუმცა წყაროს ცნობით, ზარი ზელენკისთვის პოზიტიური იყო.
როგორც ცნობილია, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ზარი დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა.
"პირმა, რომელსაც სატელეფონო საუბარზე ინფორმაცია აქვს, მას "კარგი საუბარი" უწოდა და თქვა, რომ ზელენსკიმ ტრამპს წარმატება მიულოცა. როცა ტრამპმა ტელეფონი ილონ მასკს გადასცა უკრაინის პრეზიდენტმა მას უკრაინის საკომუნიკაციო შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა", - წერს გამოცემა.
ტრამპს არჩევნების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჯერ არ უსაუბრია, მაგრამ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ თუ ტრამპი დაურეკავს აუცილებლად უპასუხებს.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფ დასრულებაზე ხშირად საუბრობდა, თუმცა როგორ აპირებს ამის გაკეთებას ჯერ უცნობია.
- Details
- By iaiaia
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ბორელი აღნიშნავს, ეს რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყებიდან უკრაინაში მისი მეხუთე ვიზიტია და ევროკავშირის უმაღლესი წარმოამდგენლის რანგში უკანასკნელი იქნება.
„უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ჩემი პირადი პრიორიტეტი იყო ჩემი მანდატის განმავლობაში და დარჩება ევროკავშირის დღის წესრიგის სატავეში“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
- Details
- By iaiaia
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი ომების შეჩერებაზე იმუშავებს:
„მქონდა სატელეფონო დიალოგი დონალდ ტრამპთან. მივულოცე ისტორიული გამარჯვება არჩევნებში და ყურადღება გავამახვილეთ ღაზასა და ლიბანში მიმდინარე სისხლისღვრაზე. ჩვენ ველოდებით, რომ ჩემი მეგობარი ტრამპი თავის მეორე ვადის განმავლობაში უარს იტყვის ძველი ადმინისტრაციის არასწორ პოლიტიკაზე. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ომების დასრულების მხარეს დადგება“
- Details
- By rusa
ამსტერდამში ისრაელის კლუბ თელ-ავივის "მაკაბისა“ და ნიდერლანდის „აიაქსს“ შორის გამართული ევროპის ლიგის საფეხბურთო მატჩის შემდეგ, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ ისრაელის გულშემატკივრებს. ზოგ თავდამსხმელს პალესტინის დროშები ეჭირა და ისმოდა პალესტინის მხარდამჭერი შეძახილები. თავდამსხმელებმა იმ სასტუმროში შეჭრაც სცადეს, სადაც ისრაელელები იმყოფებოდნენ.
პირველადი მონაცემებით, დაშავდა ისრაელის გუნდის რამდენიმე ქომაგი.
როგორც ისრაელის მედია წერს, მატჩის დაწყებამდე ისრაელის გუნდის გულშემატკივრებმა ქუჩაში გამოფენილი პალესტინის დროშა ჩამოხიეს. თამაშის შემდეგ ქომაგებს თავს დაესხნენ რამდენიმე ქუჩაზე. დაშავებულებს დანით მიყენებული ჭრილობებიც აქვთ.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიდერლანდის ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ დაშავებულია ათი ადამიანი, კიდევ ორი უგზო-უკვლოდაა დაკარგული.
ნიდერლანდის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქის ცენტრში ჩხუბის შესახებ მრავალი შეტყობინება მიიღეს, არეულობის შემდეგ დააკავეს 57 ადამიანი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნიდერლანდში ორი თვითმფრინავის გაგზავნის ბრძანება გასცა, ამსტერდამიდან ისრაელის მოქალაქეების სასწრაფოდ წამოსაყვანად. მან ნიდერლანდის ხელისუფლებას სამართალდამრღვევების მიმართ „სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებისკენ“ მოუწოდა, რათა უზრუნველყონ ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოება.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდა, არ დატოვონ სასტუმროები.
- Details
- By Sali
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ არ ურეკავს, ვინაიდან, "რაღაც ეტაპიდან” დასავლელმა ლიდერებმა თავად გაწყვიტეს კონტაქტები.
შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
მისივე თქმით, თუ დასავლეთიდან იქნება კონტაქტების აღდგენის სურვილი, რუსეთს საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
“შემთხვევით ვისარგებლებ და არჩევას მივულოცავ…
სამარცხვინოდ არ მიმაჩნია ჩემი მხრიდან მისთვის [ტრამპისთვის] დარეკვა, მაგრამ არ ვაკეთებ ამას, ვინაიდან, დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელები აქამდე თითქმის ყოველ კვირა მირეკავდნენ, და მერე უცებ შეწყვიტეს. არ უნდათ და ნუ უნდათ…
თუ ნებისმიერ მათგანს სურს კონტაქტების აღდგენა, ყოველთვის ვამბობ: არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. კეთილი, აღვადგენთ კონტაქტებს და ვაწარმოებთ დისკუსიებს”, - განაცხადა პუტინმა.
კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინი ტრამპთან დისკუსიებისთვის, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი მას ინაუგურაციამდე დაურეკავს და შეხვედრას შესთავაზებს, პუტინმა უპასუხა: “მზად ვართ, მზად ვართ”.
- Details
- By ani
More Articles …
- თეთრი სახლის აპარატს პირველად უხელმძღვანელებს ქალი
- ამერიკელი ხალხი ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას იმსახურებს - ჯო ბაიდენის პირველი მიმართვა არჩევნების შემდეგ
- “აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ თუ იქნება მიმართული და არა ომის გაგრძელებისკენ, უკეთესი იქნება”- პესკოვი
- 2024 წელს ტემპერატურა დედამიწაზე "დანამდვილებით" გაიზრდება 1,5 გრადუსით
Page 170 of 204