Featured Articles
Fox News-ის წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერი დროს აჭიანურებს.
წყაროს თქმით, ტრამპს არ მოსწონს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს წელავს.
Fox News-ის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაცია ამის პასუხად "აგრესიული სანქციების გამოყენებას" გეგმავს, მათ შორის რუსეთს "ჩრდილოვანი ფლოტის" მისამართითაც.
"რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის" აკრძალვა, რომელსაც ბალტიის ზღვის გავლით არალეგალური ნავთობი გადააქვს, იქნებოდა მარტივი სამიზნე ზეწოლის განსახორციელებლად. არალეგალური ვაჭრობის 70% რუსეთში სწორედ მისი გამოყენებით ხდება", - წერს Fox News-ის ჟურნალისტი.
- Details
- By rusa
კანადის პასუხი იქნება გონივრული, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალ ტარიფებს ხვალ გამოაცხადებს.
კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის დაუსვეს შეკითხვა, როგორ უპასუხებს მას კანადა.
„ჩვენ არ დავაზარალებთ კანადელ მწარმოებლებს და კანადელ მუშაკებს ამერიკელი მუშაკების ხარჯზე“, – განაცხადა კარნიმ.
კარნის თქმით, არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას შეუძლია გადადგას „თამაშის პირობების გასათანაბრებლად“, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ფართომასშტაბიან ზომებს მიიღებს აშშ. მისივე თქმით, კანადის პასუხი იქნება „გონივრული“.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, ქვეყანა „ყველაზე უარესისთვის ემზადება“.
„ჩვენ ვართ ღია ვაჭრობის ქვეყანა. ასე იყო სხვადასხვა მთავრობის დროს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ინტენსიური საუბრები აშშ-ის ადმინისტრაციასთან ეკონომიკური შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვემზადებით ყველაზე უარესისთვისაც“, – განაცხადა ლემიმ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებლად გაგრძელდება ბიზნესისა და ინდუსტრიის მხარდაჭერა იმ „ტურბულენტური ეკონომიკური პერიოდის“ განმავლობაში, რომელიც მოსალოდნელია „არა მხოლოდ მისი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოს დიდი ნაწილისთვისაც“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი ტარიფები ყველა ქვეყანას შეეხება და არა მხოლოდ მათ, რომლებსაც აშშ-სთან სავაჭრო დისბალანსი აქვთ.
- Details
- By iaiaia
შვეიცარიამ დამატებით რუსული 1.8 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივი გაყინა, რის შედეგადაც, ჯამში, რუსული გაყინული აქტივების რაოდენობა 8.4 მილიარდი დოლარი გახდა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოში განაცხადეს, რომ თანხის ამ მასშტაბით გაზრდა დაკავშირებულია ფულის გათეთრების გამოძიებასთან. რასაც დამატებითი აქტივების გაყინვა მოჰყვა.
კერძოდ, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევისა და ფულის გათეთრების ეჭვით, რის გამოც თანხები დროებით გაუყინა.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით ორი აპრილიდან საპასუხო ტარიფები ყველა ქვეყანას დაუწესდება. ამ მხრივ იგულისხმება, როგორც ის სახელმწიფოები, რომელთაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვთ, ასევე ისინი, რომლებიც ქვეყანას სავაჭრო ბარიერებს უქმნიან. ამ გზით, პრეზიდენტმა მედიაში გავრცელებული ის ინფორმაცია უარყო, თითქოს საგადასახადო ბარიერები მხოლოდ ათ ან თხუთმეტ ქვეყანას დაუწესდება.
კონკრეტულად რა ტარიფები დაწესდება, როგორ დაითვლება ისინი და რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა, რომ შეერთებულმა შტატებმა მათ მიმართ საგარეო-სავაჭრო პოლიტიკა შეარბილოს, ჯერჯერობით, უცნობია. ამ ეტაპზე არც ის ვიცით, თუ როდიდან და როდემდე იმოქმედებს ტარიფები. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამ ქვეყნების მიმართ მისი ქვეყანა უფრო ლმობიერი იქნება, ვიდრე თავად ისინი, მაგრამ ტარიფებით გენერირებული თანხა მაინც დიდი იქნება.
საპასუხო ტარიფების შესახებ სპეკულაცია აშშ-ის ხაზინადარის, სკოტ ბესენტის განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანა კონკრეტულ თხუთმეტ სახელმწიფოზე ფოკუსირდება, რომელთაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტარიფები და ბარეიერები აქვს დაწესებული, რაც თანხობრივად ბევრს ნიშნავს. კონკრეტულად რა ქვეყნები იგულისხმა ბესენტმა უცნობია, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ამ ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაში მდებარეობს.
- Details
- By iaiaia
"ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბრისას სრული იდიოტი მიწოდა" - ამის შესახებ განცხადება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების საკითხს განიხილავდა, რომელიც ძალაში 2 აპრილიდან შევა.
„ურსულამ მკაცრად მისაყვედურა, ძალიან მკაცრად. რობერტ, რა ჩაიდინე? რატომ მოელაპარაკე ტრამპს ასე? ნახევარი საათის განმავლობაში მსაყვედურობდა და ამბობდა, რომ სრული იდიოტი ვარ. ტარიფები ევროკავშირის ყველა წევრს ტვირთად დააწვება და ევროპიდან აშშ-ში პროდუქციის ექსპორტს გაართულებს“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 18 of 204