Featured Articles
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი საკადრო გადაწყვეტილება გამოაცხადა. თეთრი სახლის აპარატს ჩაიბარებს ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სიუზან უაილსი.
67 წლის უაილსი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, სიუზი უაილსი საყოველთაო აღტაცებით და პატივისცემით სარგებლობს.
სიუზან უაილსი(სამეროლი) ნიუ-ჯერსიში დაიბადა. მისი მამა ეროვნული საფეხბურთო ლიგის მოთამაშე და მოგვიანებით პოპულარული სპორტული კომენტატორი პეტ სამეროლი იყო.
სიუზან უაილსმა მერილენდის უნივერსიტეტი დაამთავრა. 1980 წელს ჩართული იყო რონალდ რეიგანის საარჩევნო კამპანიაში. 1990-იანი წლებიდან იყო არაერთი რესპუბლიკელი პოლიტიკოსის მრჩეველი და თანაშემწე. დონალდ ტრამპის და სიუზან უაილსის თანამშრომლობა 2016 წლიდან დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
- Details
- By Sali
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველი მიმართვა გააკეთა. როგორც მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე თქვა, ამერიკელი ხალხი ძალაუფლების "მშვიდობიან და მოწესრიგებულ" გადაცემას იმსახურებს.
200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკა მსოფლიოში თვითმმართველობის უდიდესს ექსპერიმენტს ატარებს. ეს ჰიპერბოლა არაა. ეს ფაქტია. სადაც ხალხია, იქ ხალხი ხმას აძლევს და ირჩევს თავის ლიდერებს, და ამას მშვიდობიანად აკეთებს. და ჩვენ დემოკრატია გვაქვს. ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს.
მთელ ჩემს ადმინისტრაციას დავავალებ, მის გუნდათ იმუშაოს, რათა უზრუნველყოთ ძალაუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაცემა. ეს ისაა, რასაც ამერიკელი ხალხი იმსახურებს", - განაცხადა ბაიდენმა როუზ გარდენიდან.
მისივე თქმით, იგი ესაუბრა არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს და მას გამარჯვება მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელმა კანდიდატმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.
- Details
- By Sali
“უკრაინის კრიზისი ერთ ღამეში ვერ მოგვარდება, თუმცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ თუ იქნება მიმართული და არა ომის გაგრძელებისკენ, ეს უკეთესი იქნება”- ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მედიას სოჭში განუცხადა, სადაც „ვალდაის ფორუმი“ მიმდინარეობს.
„ჩვენ გვახსოვს ტრამპის დაპირება, ინაუგურაციამდე წარადგინოს რამე უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა, ცოტა გადაჭარბებულია, რომ ამას ერთ ღამეში შეძლებს. ამ პრობლემას ერთ ღამეში ვერაფერი განკურნავს, თუმცა ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ თუ იქნება მიმართული და არა ომის გაგრძელებისკენ, ეს უკეთესი იქნება“ – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
ამასთან, პესკოვს კითხვა დაუსვეს კამალა ჰარისის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, პუტინი ტრამპს „ლანჩზე შეჭამს“. პესკოვის თქმით, „პუტინი ადამიანებს არ ჭამს“.
- Details
- By Sali
ევროკავშირის დედამიწის მეთვალყურეობის - კლიმატის ცვლილების - სამსახურმა "კოპერნიკუსმა" გაავრცელა ცნობა, რომ როგორც ბევრი მკვლევარი მოელოდა, ახლა მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ 2024 წელს დედამიწაზე ტემპერატურა 1,5 გრადუსით იზრდება.
უწყება მიიჩნევს, რომ ეს მონაცემი საგანგაშოა.
დღემდე შეგროვებული მონაცემების საფუძველზე „კოპერნიკუსმა“ გამოთვალა, რომ წელს დედამიწაზე დათბობა, ინდუსტრიალიზაციის წინა პერიოდთან შედარებით, საშუალოდ 1,55 გრადუსით გაიზარდა.
2024 წელს, შარშანდლის მსგავსად, დამყარდება ტემპერატურის უკვე მეორე რეკორდი, ავრცელებს ინფორმაციას „კოპერნიკუსი“. ცენტრის დირექტორის, კარლო ბუონტემპოს თანახმად, ეს ტენდენცია საზრუნავს აჩენს. ბუონტემპო აღნიშნავს: რომ არა ატმოსფეროში ე.წ. სათბურის გაზების მუდმივი ზრდა, რაც იწვევს გლობალურ დათბობას, ტემპერატურის ზრდის ეს სარეკორდო მაჩვენებლები არ გვექნებოდა.
კლიმატის ცვლილების სამსახურის თანახმად, 1,5 გრადუსი კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედების მნიშვნელოვანი ზღვარია.
2015 წელს პარიზში მიღწეული შეთანხმებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ მიზნად დაისახა, ინდუსტრიალიზაციის წინა პერიოდთან შედარებით დედამიწაზე დათბობა 1,5 გრადუსით შეზღუდოს.
"კოპერნიკუსის "დირექტორის მოადგილე სამანტა ბურგესმა განაცხადა, რომ ამ ვითარებაში, ზღვრის მიღწევის პირობებში, უფრო ამბიციური მიზნის დასახვაა საჭირო კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო კონფერენცია „COP29-ზე,“ რომელიც 11 ნოემბერს აზერბაიჯანში იწყებს მუშაობას.
2015 წელს პარიზში მიღწეული შეთანხმებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ მიზნად დაისახა, ინდუსტრიალიზაციის წინა პერიოდთან შედარებით დედამიწაზე დათბობა 1,5 გრადუსით შეზღუდოს.
"კოპერნიკუსის "დირექტორის მოადგილე სამანტა ბურგესმა განაცხადა, რომ ამ ვითარებაში, ზღვრის მიღწევის პირობებში, უფრო ამბიციური მიზნის დასახვაა საჭირო კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო კონფერენცია „COP29-ზე,“ რომელიც 11 ნოემბერს აზერბაიჯანში იწყებს მუშაობას.
- Details
- By Sali
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 7 ნოემბერს ბუდაპეშტში ჩავიდა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
ეს არის უნგრეთში ზელენსკის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა მისი ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო.
როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტორეპორტაჟიდან ჩანს, ზელენსკი შეხვდა მასპინძელი ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
7 ნოემბერს კი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება 47 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით - მასში საქართველოდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ევროპის უსაფრთხოების გამოწვევების, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციის, არალეგალური მიგრაციისა და გლობალური ვაჭრობის საკითხებზე იმსჯელებენ.
8 ნოემბერს ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და გაეროს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 171 of 204