Featured Articles
დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიწვევა მიიღო. ისინი თეთრ სახლში ძალაუფლების გადაბარების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
ახლად არჩეული აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის სპიკერის ინფორმაციით შეხვედრა მალე გაიმართება, თუმცა უცნობია ზუსტი თარიღი.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენი ტრამპს გამარჯვების შემდეგ ტელეფონით ესაუბრა, არჩევნების მოგება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია.
- Details
- By Sali
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ტრამპმა მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თეთრ სახლში მიწვევა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ზუსტი თარიღი, როდის შედგება მათ შორის შეხვედრა, უცნობია, თუმცა ტრამპის კამპანიის სპიკერის, სტივენ ჩუნგის თქმით, ეს მალე მოხდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა ძალიან დააფასა ბაიდენის მილოცვა.
ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბაიდენმა არჩევნებში გამარჯვებული ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია. ქვეყნის ამჟამინდელმა ლიდერმა ტრამპი ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების შესახებ შესახვედრად ტელეფონით საუბრისას მიიწვია.
- Details
- By ani
კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მხარდამჭერებს მიმართა.
ჰოვარდის უნივერსიტეტში ჰარისის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდნენ მისი ოჯახის წევრები და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ უოლცი.
ჰარისმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, გუნდის წევრებს, ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს მხარდაჭერისა და რწმენისთვის. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ამერიკელები არ უნდა იყვნენ რომელიმე პარტიის ან პრეზიდენტის ერთგულები, არამედ უნდა იყვნენ კონსტიტუციის, სინდისისა და ღმერთის ერთგულები.
„სწორედ ჩემი სამივესადმი ერთგულების გამო ვარ აქ. ვიდრე მე ვაღიარებ არჩევნებს, მე არ ვთმობ ბრძოლას, რამაც კამპანია გააძლიერა. ბრძოლას თავისუფლებისთვის, შესაძლებლობებისთვის, სამართლიანობისთვის და ყველა ადამიანის ღირსებისთვის. ყველა იდეისთვის ბრძოლა ჩვენი ერის გულშია, იდეებისთვის, რომლებიც ასახავს ამერიკას ყველაზე კარგად. ეს არის ბრძოლა, რომელსაც არასდროს დავთმობ. არასოდეს შეეშვათ ბრძოლას მომავლისთვის, სადაც ამერიკელებს შეუძლიათ, განახორციელონ თავიანთი ოცნებები, ამბიციები და მისწრაფებები, სადაც ამერიკელ ქალებს ექნებათ თავისუფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ სხეულთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰარისმა.
მისივე თქმით, ის ესაუბრა დონალდ ტრამპს და მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
„მე ასევე ვუთხარი მას, რომ ჩვენ დავეხმარებით მას და მის ჯგუფს, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემაში. ამერიკის ფუნდამენტური პრინციპია – როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს. ეს პრინციპი, სხვა პრინციპების მსგავსად, განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან“, – ამბობს ჰარისი.
კამალა ჰარისმა ასევე მიმართა ახალგაზრდა მხარდამჭერებს.
„ნორმალურია, რომ გრძნობდე სევდას და იმედგაცრუებას, მაგრამ გთხოვთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. კამპანიის პერიოდში ხშირად ვამბობდი, რომ თუ ვიბრძოლებთ, გავიმარჯვებთ, მაგრამ ზოგჯერ ბრძოლას დრო სჭირდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გავიმარჯვებთ. მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს დანებდე, არასოდეს შეწყვიტო მსოფლიოს უკეთეს ადგილად გადაქცევა“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.
- Details
- By ani
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
7 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „შესანიშნავი“ საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელსაც „ისტორიული დამაჯერებელი გამარჯვება“ მიულოცა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეთანხმდნენ მჭიდრო დიალოგსა და თანამშრომლობის განვითარებაზე.
ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი და ურყევი ლიდერობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად.
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.
დონალდ ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამდა აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების დიდი მასშტაბის გამო და აცხადებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვაჭარია, ვინც ოდესმე უნახავს, რადგან ამერიკისგან იმდენი ფული არავის მიუღია, რამდენიც ზელენსკიმ წაიღო.
2024 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობისთვის ნიუ-იორკში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, გააცნო უკრაინის „გამარჯვების გეგმა“.
პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის ნოემბრამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 60,4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
- Details
- By Sali
კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
როგორც მედია წერს, სატელეფონო საუბრისას ჰარისმა ხაზი გაუსვა ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას და ყველა ამერიკელისთვის პრეზიდენტად ყოფნის მნიშვნელობას.
როგორც ცნობილია, კამალა ჰარისი გეგმავს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხალხს ჰოვარდის უნივერსიტეტიდან მიმართოს.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა
- Details
- By ani
More Articles …
- ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა
- დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალს, ვინ დაუკავშირდება ტრამპს და როდის - „სიენენი“
- "მოუთმენლად ველი, რომ პირადად მივულოცო პრეზიდენტ ტრამპს" - ზელენსკი
- ვულოცავთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მზად ვართ ერთად მუშაობისთვის, როგორც ამას ოთხი წელი ვაკეთებდით -
Page 172 of 204