Featured Articles
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ნეთანიაჰუს ოფისში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ნეთანიაჰუ მსოფლიო ლიდერებს შორის პირველია, რომელმაც სატელეფონო საუბარი გამართა ტრამპთან არჩევნებში მოგების შემდეგ.
„საუბარი იყო თბილი და მეგობრული. ორივე შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ ისრაელის უსაფრთხოებისთვის და განიხილეს ირანიდან წამოსული საფრთხე”,- ამბობენ ნეთანიაჰუს ოფისში.
- Details
- By ani
დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალს, ვინ დაუკავშირდება ტრამპს და როდის, – ამის შესახებ „სიენენი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.
„სიენენის“ ცნობით, „ტრამპმა, რომელიც აფასებს ერთგულებას და მის ქება-დიდებას, პირადად იკითხა, რატომ არ დაუკავშირდნენ მას კონკრეტული ლიდერები“. უცნობია, რომელი ქვეყნის ლიდერებზეა საუბარი.
მსოფლიო ლიდერებმა ევროპისა და აფრიკის ქვეყნებიდან დონალდ ტრამპს უკვე მიულოცეს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა. ტრამპის გამარჯვებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
- Details
- By ani
დონალდ ტრამპს გამარჯვებას უკვე ულოცავენ მსოფლიო ლიდერები. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებას X-ზე გაავრცელა და უკრაინა-აშშ-ის თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა:
"ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას
მახსოვს ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დასრულების გზები.
მე ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას გლობალური საკითხის - „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ - მიდგომისადმი. ეს არის ზუსტად ის პრინციპი, რომელსაც პრაქტიკულად შეუძლია სამართლიანი მშვიდობის მოტანა უკრაინაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად განვახორციელებთ მას.
მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინის მუდმივ ორპარტიულ მხარდაჭერას შეერთებულ შტატებში.
ჩვენ დაინტერესებული ვართ განვავითაროთ ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ორივე ერს. უკრაინა, როგორც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა, მოწოდებულია უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპასა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით.
მოუთმენლად ველი, რომ პირადად მივულოცო პრეზიდენტ ტრამპს და განვიხილო უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები შეერთებულ შტატებთან." - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
- Details
- By Sali
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
მაკრონის თქმით, იგი მზადაა, ტრამპთან ერთად იმუშაოს, როგორც ამას ოთხი წელი აკეთებდა.
„ვულოცავთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ, როგორც ამას ოთხი წელი ვაკეთებდით. თქვენი და ჩემი რწმენით, პატივისცემით და ამბიციით, მეტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
- Details
- By ani
ამერიკის შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დათვლილია. ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში ამ დროისთვის 211 ხმა აქვს, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, კამალა ჰარისს – 165.
წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა მოიპოვა.
არსებული მონაცემებით, რესპუბლიკელებს 100-წევრიან სენატში, სულ მცირე, 51 ადგილი აქვთ.
რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის არჩევნებს, აქ ლიდერობენ რესპუბლიკელები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება 100-მდე ადგილი.
აქამდე სენატში უმრავლესობას დემოკრატები ფლობდნენ, 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში კი – რესპუბლიკელები.
„სიენენის“ მონაცემებით, კამალა ჰარისს საარჩევნო კოლეგიის 153 ხმა აქვს, ტრამპს კი – 227.
რაც შეეხება „ფოქსს ნიუსს“, როგორც მედია წერს, ტრამპს კოლეგიის – 216, ჰარისს კი 193 ხმა აქვს.
ცნობისთვის, ხმის მიცემის პროცესი ორ შტატში ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ხმები დასათვლელია რამდენიმე შტატში, მათ შორის შვიდ ე.წ. მერყევ შტატში, რომელიც, სავარაუდოდ, არჩევნების ბედს გადაწყვეტს.
„ბიბისის“ მონაცემებით, შვიდი მერყევი შტატიდან ექვსში დონალდ ტრამპი ლიდერობს. კამალა ჰარისს, ამავე მონაცემებით, მერყევი შტატებიდან უპირატესობა მხოლოდ მიჩიგანში აქვს.
კანდიდატმა გამარჯვების მოსაპოვებლად საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან 270 ხმა უნდა მოიპოვოს. ვარაუდობენ, რომ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას რამდენიმე დღე დასჭირდება.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- მიაწვდინეთ ხმა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ყველაზე დიდი ისტორიის მომდევნო თავს ერთად დავწერთ - კამალა ჰარისი
- ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა
- პენსილვანიის შტატში საზღვარგარეთ მცხოვრები ამერიკელების ოთხი ათასზე მეტი ხმა გასაჩივრდა
- აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე პირველი საარჩევნო უბნები გაიხსნა
Page 173 of 204