Featured Articles
დღეიდან ევროპარლამენტში ევროკომისრობის კანდიდატების მოსმენა იწყება. 12 ნოემბრამდე ევროპარლამენტის წევრების წინაშე ევროკომისრების თანამდებობაზე 26 კანდიდატი წარდგება.
საპარლამენტო კომიტეტებში თითოეული კანდიდატისთვის დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისთვის სამი საათია გათვალისწინებული.
მოსმენა ევროკომისიის შემადგენლობის დამტკიცების ბოლო ეტაპია. მანამდე, ოქტომბერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანდიდატების ფინანსური დეკლარაციები შეისწავლა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამოსავლენად.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა სექტემბერში წარადგინა.
ფონ დერ ლაიენმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრად მარტა კოსი წარადგინა, რომელიც ოლივერ ვარჰეის შეცვლის. თავად ვარჰეი კი ჯანდაცვის კომისრადაა წარდგენილი. საგარეო და უსაფრთხოების კომისარი ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ამ ადგილზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. ირლანდიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი მაიკლ მაკგრატი იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის მომავალი კომისარი იქნება, ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი კი ევროკავშირის თავდაცვის კომისარი გახდება.
- Details
- By iaiaia
ირანში დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის კამპუსში ტანსაცმელი გაიხადა. სტუდენტმა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასწავლებლის დაცვამ ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
ირანის კანონმდებლობით, საზოგადოებრივ ადგილებში ქალებისთვის ჰიჯაბის ტარება სავალდებულოა.
სტუდენტი გოგონას ვიდეოკადრები თავდაპირველად გამოქვეყნდა სტუდენტურ სოციალურ მედიაარხზე „ამირ ქაბირის საინფორმაციო ბიულეტენი“, შემდეგ კი გაავრცელა სხვადასხვა მედიასაშუალებამ, მათ შორის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Hengaw-მ, Iran Wire-მა და Amnesty International-მა. კადრები, სავარაუდოდ, მეზობელი შენობიდან არის გადაღებული.
ამასთან, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩასვეს სტუდენტი გოგონა მანქანაში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა და წაიყვანეს. „ამირ ქაბირის საინფორმაციო ბიულეტენის“ ინფორმაციით, დაკავებისას გოგონას სცემეს.
„ირანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს სტუდენტი, რომელიც ძალადობრივად დააკავეს მას შემდეგ, რაც მან პროტესტის ნიშნად გაიხადა ტანსაცმელი“, – განაცხადა Amnesty International-მა.
ლონდონში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, რომელიც წლების განმავლობაში აღრიცხავს ირანის ციხეებში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს, აღნიშნა, რომ გოგონას გათავისუფლებამდე აუცილებელია, ხელისუფლებამ დაიცვას ის წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობისგან, უზრუნველყოს ოჯახსა და ადვოკატთან შეხვედრა.
ირანის საინფორმაციო სააგენტომ დაადასტურა ინციდენტი და გამოაქვეყნა სტუდენტის დაბლარული ფოტო. მათი ინფორმაციით, სტუდენტს ეცვა „შეუფერებელი ტანსაცმელი“ და „გაიხადა“ მას შემდეგ, რაც დაცვის თანამშრომლებმა გააფრთხილეს ჩაცმულობის წესების დაცვის შესახებ. სააგენტოს ცნობით, დაცვის თანამშრომლები „მშვიდად ესაუბრნენ“ სტუდენტს და უარყოფილია ინფორმაცია აგრესიული ქმედების შესახებ.
- Details
- By Sali
ყველაფერს გავაკეთებ ღაზაში ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
ჰარისმა აღნიშნული განცხადება მიჩიგანში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„ეს წელი რთული იყო ღაზაში სიკვდილისა და ნგრევის მასშტაბის, სამოქალაქო მსხვერპლისა და ლიბანში იძულებით გადაადგილებულთა გათვალისწინებით. ეს გამანადგურებელია და როგორც პრეზიდენტი, გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება, რათა დავასრულო ომი ღაზაში, დავაბრუნო მძევლები, დავასრულო ტანჯვა ღაზაში, უზრუნველვყო ისრაელის უსაფრთხოება და პალესტინელი ხალხის თავისუფლების, უსაფრთხოებისა და თვითგამორკვევის უფლება“, – განაცხადა ჰარისმა.
- Details
- By ani
ირანი გეგმავს ისრაელზე „ძლიერ და კომპლექსურ“ შეტევას, რომლისთვისაც გამოიყენებს არა მხოლოდ რაკეტებს და დრონებს, არამედ რეგულარული არმიის სამხედროებსაც. ამის შესახებ, როგორც ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, თეირანმა რეგიონის ქვეყნების დიპლომატები გააფრთხილა. გამოცემის წყაროა ირანის და ზოგიერთი არაბული ქვეყნის ოფიციალური პირები.
ირანელი წყაროს თანახმად, ისრაელზე ახალი შეტევა იგეგმება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების, ანუ 5 ნოემბრის შემდეგ, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, რომელიც 2025 წლის იანვარში გაიმართება. წყაროს ცნობით, ირანმა ისრაელზე შეტევისთვის შესაძლოა, ერაყის ტერიტორიაც გამოიყენოს და ოპერაციაში ჩართოს არა მხოლოდ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, არამედ რეგულარული არმიის ჯარისკაცებიც.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ჯერ კიდევ გასარკვევია ირანის მუქარა რეალურია თუ მხოლოდ სიტყვები.
2024 წლის 26 ოქტომბერს, ისრაელის არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ იერიში მიიტანეს ირანზე, სადაც „ზუსტი დარტყმების“ სამიზნე იყო სამხედრო ობიექტები, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები და სამხედრო ქარხნები.
მანამდე, 1 ოქტომბერს ირანმა ისრაელის ტერიტორიას 200-მდე რაკეტა ესროლა, რასაც წინ უძღოდა ისრაელის განცხადება, რომ ლიბანის სამხრეთში სახმელეთო რეიდი დაიწყო ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
ჰამასის მხარდამჭერია ჰეზბოლა, რომელიც წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს.
ჰამასს და ჰეზბოლას, რომლებიც დასავლეთის არაერთ ქვეყანას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული, მხარს უჭერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება.
- Details
- By Sali
უკრაინის პრეზიდენტი მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და წერს, რომ მოლდოველებმა აირჩიეს ევროპა, ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობის გზა:
ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მზადაა ერთად იმუშაოს ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად.
მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს - მათ აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ. მხოლოდ ჭეშმარიტ უსაფრთხოებასა და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია უზრუნველყოს თითოეული ადამიანისა და ყველა ოჯახის ნდობა, რომ შეხვდეს ხვალინდელ დღეს იმედით და რწმენით." წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა. დათვლილია ხმების 99.50%
- Details
- By ani
More Articles …
Page 176 of 204