Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk
    Type 2 or more characters for results.

    Featured Articles

    მსოფლიო

    "აშშ უკრაინის დახმარებას აძლიერებს, რომ ჰქონდეს თავდაცვის საშუალება" - ბლინკენი

    აშშ უკრაინის დახმარებას აძლიერებს, რომ ჰქონდეს თავდაცვის საშუალება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში ვიზიტს დროს განაცხადა.

    აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვაშინგტონმა კიევს სექტემბერში რვა მილიარდი დოლარი გამოუყო უსაფრთხოების დახმარების სახით, რამდენიმე კვირის წინ კი ნახევარი მილიარდი დოლარი. ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, რომ დახმარება სრულად მიეწოდოს უკრაინას 20 იანვრამდე.

    "ჩვენ ახლა ვხედავთ ჩრდილოეთ კორეის ძალების შეყვანას ბრძოლაში და ეს არის ღრმა და წარმოუდგენლად საშიში განვითარება ორი თვალსაზრისით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეს ამწვავებს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ეს არის ღრმა შეშფოთების საგანი ყველასთვის ნატო-ს მაგიდის გარშემო, მაგრამ ეს ასევე ორმხრივი გზაა.

    რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა მუშაობს ორივე მიმართულებით და არის ღრმა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ან შეიძლება, აკეთებდეს რუსეთი ჩრდილოეთ კორეის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მისი სარაკეტო სიმძლავრის, მისი ბირთვული სიმძლავრის. ეს ასევე ეხება გამოცდილებას, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ძალები იღებენ მცდელობებში რუსეთის მხარდასაჭერად უკრაინის წინააღმდეგ", – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

    Details
    By ani
    ani
    Nov 13
    მსოფლიო

    აშშ-მა ჩრდ. პოლონეთში ახალი სარაკეტო ბაზა გახსნა

    აშშ-მა ჩრდილოეთ პოლონეთში ახალი სარაკეტო ბაზა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.

    მედია წერს, რომ აღნიშნული ბაზა ევროპის უსაფრთხოებას ემსახურება. ახალგახსნილმა ბაზამ კრემლის კრიტიკა უკვე დაიმსახურა, როგორც რუსეთის "შეკავების მცდელობა" აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის საზღვრებთან მიახლოებით. 

    ბალტიის სანაპიროსთან მდებარე ქალაქ რეძიკოვოში, ძირითადი ბაზა, რომელიც ოფიციალურად ტრამპის თანამდებობის დაკავების მერე ამუშავდება, 2000 წლიდან ფუნქციონირებს. 

    Details
    By ani
    ani
    Nov 13
    მსოფლიო

    თურქეთი ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

    თურქეთი ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

    ერდოღანის თქმით, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა მისი ხელმძღვანელობით არ გააგრძელებს და არ განავითარებს ურთიერთობას ისრაელთან.

    "ჩვენ ბოლომდე დავდგებით პალესტინის გვერდით მის სამართლიან საქმეში. ჩვენ მჩაგვრელს, სახელად ნეთანიაჰუს და მის ბანდას, კანონის წინაშე პასუხს ვაგებინებთ იმის გამო, რაც გააკეთეს. ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მიმართულებას არა ცილისმწამებლების ბინძური წინადადებების მიხედვით, არამედ იმ მიმართულების მიხედვით, რომელზეც ჩვენი ერი მიუთითებს. ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მძაფრი რეაქცია გამოავლინა ისრაელის სისასტიკის მიმართ და გადადგა ყველაზე კონკრეტული ნაბიჯები, უდავოდ არის თურქეთი", – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

    Details
    By ani
    ani
    Nov 13
    მსოფლიო

    ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს უმასპინძლებს

    აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს თეთრ სახლში არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უმასპინძლებს, რათა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა აჩვენოს. ივნისის დებატების შემდეგ ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება.

    "მას სჯერა ნორმების, მას სჯერა ჩვენი ინსტიტუტის, მას ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის სჯერა", - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟენ-პიერმა ბაიდენის გადაწყვეტილებაზე, ტრამპი მიეწვია.

    "ესაა ნორმა. ესაა ის, რაც უნდა მოხდეს".

    ბაიდენი და ტრამპი წლების განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდნენ ერთმანეთს და მათი გუნდებიც პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს იკავებენ. ბაიდენი ამბობდა, რომ ტრამპი საფრთხეა დემოკრატიისთვის, ხოლო ტრამპი ბაიდენს არაკომპეტენტურს უწოდებდა. 

    მოსალოდნელია, რომ ტრამპის ვიზიტი ვაშინგტონში მოიცავს მის შეხვედრებს რესპუბლიკელ კანონმდებლებთან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან.

    ტრამპის გუნდს, რომელმაც მომავალი კაბინეტის ახალი წევრები უკვე დაასახელა, ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფდა საოფისე ფართებსა და სახელმწიფო აღჭურვილობას, ასევე წვდომას სახელმწიფო ოფიციალურ პირებზე, ობიექტებსა და ინფორმაციაზე.

    "ტრამპ-ვენსის იურისტები აგრძელებენ კონსტრუქციულ ურთიერთობას ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის იურისტებთან ყველა შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლების გარდამავლობის აქტით არის გათვალისწინებული", - განაცხადა ბრაიან ვენსმა, ტრამპის გუნდის წარმომადგენელმა.

     

    Details
    By Sali
    Sali
    Nov 13
    მსოფლიო

    People-მა 2024 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

    People-მა 2024 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა - რეიტინგში პირველი ადგილი 45 წლის ამერიკელ მსახიობსა და რეჟისორს ჯონ კრასინსკს ერგო.

    კრასინსკის თქმით, მისთვის ამ სტატუსის მიღება მოულოდნელი იყო.

    საზოგადოება კრასინსკის სხვადასხვა ფილმიდან და სიტკომებიდან იცნობს. იგი უკვე 14 წელია ბრიტანელ მსახიობ ემილი ბლანტზეა დაქორწინებული. წყვილს სამი შვილი ჰყავს.

     

    Details
    By iaiaia
    iaiaia
    Nov 13

    More Articles …

    1. ტრამპმა მასკი და რამასვამი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაასახელა
    2. ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტზე „ფოქს ნიუსის“ წამყვანი წარადგინა
    3. ესპანეთში მეტეოროლოგებმა მეოთხე დონის გაფრთხილება გამოსცეს
    4. ჩინეთში ავტომობილი ხალხმრავალ ადგილას შევარდა - დაღუპულია 35 ადამიანი
    • 173
    • 174
    • 175
    • 176
    • 177
    • 178
    • 179
    • 180
    • 181
    • 182

    Page 178 of 217

    Popular Tags

    • fashion
    • beauty
    • model
    • Joomla

    Recent Post

    • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
      კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
      By admin
      Oct 11

    Popular Posts

    • პოლიტიკა
      "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
      By rusa Nov 24
    versia.ge
    dacvis policia