Featured Articles
ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანია Zeekr-მა ოქტომბერში გაყიდვები გააორმაგა. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ვიგებთ, გასულ თვეში კომპანიამ 25,049 ავტომობილი გაყიდა, რაც Zeekr-ის ისტორიაში საუკეთესო და შარშანდელზე 92%-ით გაუმჯობესებული შედეგი იყო.
თვიურ ჭრილში, წინა რეკორდი ავტომწარმოებელმა სექტემბერში დააფიქსირა, როცა 21,333 ავტომობილი გაყიდა. შედეგად, 2024 წლის პირველ ცხრა თვეში, Zeekr-მა 168,000-მდე ავტომობილი გაყიდა. წლის ბოლომდე კომპანია 230,000 ავტომობილის რეალიზაციას პროგნოზირებს, რაც ნიშნავს, რომ დარჩენილ ორ თვეში Zeekr-მა ახალ-ახალი რეკორდები უნდა დაამყაროს.
თუკი Zeekr-ის გაყიდვები თვიდან თვემდე იზრდება, ჩინური ელექტრომობილების სექტორზე ანალოგიურის თქმა გაგვიჭირდება. Xpeng-მა წინა თვეში 23,917 ავტომობილი გაყიდა, რაც ასევე რეკორდული იყო, მაგრამ Li Auto-მ, რომელმაც 51,443 ელექტრომობილი გაყიდა, რეალიზაციის მაჩვენებელი შეამცირა. BYD-ის, Aito-ს და Nio-ს შედეგები, ამ დროისთვის, უცნობია. Xiaomi-მ კი, რომელიც სმარტფონების წარმოებით არის ცნობილი, ოქტომბერში 20,000 ელექტრომობილი გაყიდა.
შეგახსენებთ, რომ ჩინური Zeekr-ი, რომელიც Geely-ის ჰოლდინგში შედის, საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს $6.2 მილიარდს აღემატება, მაგრამ IPO-ს შემდეგ, ეს მაჩვენებელი 11.2%-ით არის შემცირებული.
- Details
- By ani
Wendy's გლობალურად 140 დაბალშემოსავლიანი რესტორნის დახურვასა და უფრო წარმატებულ ლოკაციებზე ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის აღმასრულებელი საბჭო ავრცელებს.
როგორც Wendy's-ს ფინანსური დირექტორი, განტერ პლოში აცხადებს, 140 "მოძველებული" რესტორანი, რომლებსაც სწრაფი კვების კომპანია დახურავს, იმაზე გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე Wendy's სხვა რესტორნები საშუალოდ. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბრენდისთვის, რომელიც ბაზარზე 55 წელია ოპერირებს, ზოგიერთი ფილიალი ძველმოდურია.
CFO-ს განმარტებით, თითოეული ასეთი ფილიალი წლიურად, საშუალოდ, $1.1 მილიონს გამოიმუშავებს, Wendy's-ის გეგმა კი რესტორნების ისეთ არეალში განთავსებას ითვალისწინებს, სადაც წლიური გაყიდვები $2 მილიონს გადააჭარბებს.
კომპანიის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ 2024 წელს კომპანია 250-300 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს, შესაბამისად, Wendy's-ის რესტორნების ქსელის შემცირება არ იგეგმება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ორ წელიწადში Wendy's-მა გლობალურად 500 ახალი რესტორანი გახსნა.
მესამე კვარტალის მონაცემებით, Wendy's-ის ბრენდის ქვეშ აშშ-ში 6 010, ხოლო მის მიღმა 1 156 რესტორანი ერთიანდება. კომპანია არ აკონკრეტებს, რომელ რეგიონებში დაიხურება რესტორნები.
- Details
- By ani
ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში დაღუპულთა რიცხვი 211-მდე გაიზარდა. წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად, სამაშველო სამუშაოებში ათასობით ჯარისკაცი ჩაერთო.
მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
მედიის ცნობით, სამძებრო ოპერაციისას, სამი დღის შემდეგ მანქანაში ცოცხალი იპოვეს ქალი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. ამან კი სხვა დაკარგულების გადარჩენისა და პოვნის იმედი გააჩინა.
ქალაქის გარკვეულ უბნებში მოსახლეობას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებათ.
- Details
- By ani
ესპანეთის პრემიერმინისტრი ბრძანებით, ვალენსიაში, სადაც სტიქიას ებრძვიან, დამატებით 5000 სამხედროსა და 5000 პოლიციელს გააგზავნიან. მოსახლეობა ხელისუფლებას წყალდიდობაზე რეაგირების გამო აკრიტიკებს.
ბოლო მონაცემებით, ვალენსიასა და მის შემოგარენში სტიქიის შედეგად სულ მცირე 211 ადამიანი დაიღუპა. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
ორშაბათს დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც ჩაინგრა ხიდები და ქალაქები ტალახით დაიფარა, ხოლო დასახლებული პუნქტები წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ვალენსიის რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში უკვე ჩართულია 1700 ჯარისკაცი.
მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლება აკრიტიკებს იმის გამო, რომ სწრაფი რეაგირება არ ჰქონიათ და არც წყალდიდობაზე ყოფილა რაიმე გაფრთხილება.
40 წლის ამპარო ანდერსმა, რომელიც ვალენსიაში მაღაზიაში ფლობს, BBC-ს უთხრა, რომ წყლის დონემ შენობაში კისრამდე მიაღწია.
"ცოცხალი ვარ, მაგრამ ყველაფერი დავკარგე. ჩემი ბუზნესი, ჩემი სახლი. და ხელისუფლება არაფერს აკეთებს. მხოლოდ ხალგაზრდობა გვეხმარება", - უთხრა ქალმა ჟურნალისტებს.
კრიტიკის ობიექტი ცენტრალური ხელისუფლებაცაა იმის გამო, რომ სამხედრო მოსამსახურეების მობილიზება უფრო ადრე არ დაიწყო და უარი თქვა საფრანგეთის მთავრობის შეთავაზებაზე 200 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ.
ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.
BBC წერს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წყალდიდობა ამდენად ძლიერი იყო, არის ნალექის ნაკლებობა მთელი წლის განმავლობაში, რის გამოც აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე ბევრ რაიონში მიწამ წვიმის სათანადოდ შეწოვა ვერ შეძლო. სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ჩივას რეგიონში, რომელიც ვალენსიასთან ახლოს მდებარეობს, რვა საათის განმავლობაში იმდენი ნალექი დაფიქსირდა, რამდენიც ჩვეულებრივ მთელი წლის განმავლობაში.
- Details
- By ani
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისიდან დაზვერვის გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაჟონვის გამო პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთობლივ გამოძიებას ისრაელის დაზვერვის უწყება და პოლიცია აწარმოებენ. როგორც ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულთა შორის არ არიან პრემიერის ოფისის თანამშრომლები.
გამოძიების ცნობით, გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროებით ზიანი მიადგა ეროვნულ უსაფრთხოებას, კერძოდ კი, ისრაელის მიერ წარმოებული ომის მიზნებს.
- Details
- By ani
More Articles …
- საპრეზიდენტო არჩევნების დროს შესაძლო ძალადობის პრევენციისთვის ვაშინგტონის შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული
- აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
- არ არსებობს ჯადოსნური საშუალება, შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს პუტინის თავდასხმას უკრაინაზე - ლოიდ ოსტინი
- სერბეთში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
Page 179 of 204