Featured Articles
საპრეზიდენტო არჩევნების დროს შესაძლო ძალადობის პრევენციისთვის ვაშინგტონის შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. ამის შესახებ ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ განაცხადა.
„ზოგად და კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პოტენციურ ძალადობასთან ან სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით არსებული შეშფოთებების გამო, რომელიც დაკავშირებულია 2024 წლის არჩევნებთან, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ რეაგირებისთვის“, – განაცხადა შტატის გუბერნატორმა.
აღნიშნულ შტატში დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი ლიდერობს და ცოტა ხნის წინ აქ ერთ-ერთ საარჩევნო ურნას, სადაც ხმის მიცემის წინასწარი პროცედურის ფარგლებში ამომრჩეველთა ბიულეტენები იყო მოთავსებული, ცეცხლი წაუკიდეს. ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ვაშინგტონის შტატში ამ დროისთვის უკვე ორმა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.
- Details
- By ani
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას დახმარება ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა.
"პაკეტში შედის NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტები, Stinger რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო c-UAS აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, ჰაერი-მიწა კლასის რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 სისტემები", - ვკითხულობთ დეპარტამენტის განცხადებაში.
- Details
- By ani
ჟურნალ Foreign Affaris-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ არ არსებობს ჯადოსნური საშუალება, შეიარაღების ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს პუტინის თავდასხმას უკრაინაზე.
„ვერცერთი შესაძლებლობა ვერ შეცვლის მოვლენების მიმდინარეობას, ვერცერთი სისტემა ვერ დაასრულებს პუტინის შეტევას. მთავარია უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების ერთობლივი ეფექტი და ფოკუსირება იმაზე, თუ რა მუშაობს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ლოიდ ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლება, მედიაში გავრცელებული არაერთი ინფორმაციის მიუხედავად, კვლავ უკრაინის გამარჯვებას ემხრობა და არა ომის დასრულებას რაიმე სახის კომპრომისით.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე განაცხადა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრით მთელი დასავლური სამყარო გამოიწვია და „ამერიკის უსაფრთხოება მოითხოვს, პუტინის აგრესიას დავუპირისპირდეთ“.
- Details
- By rusa
სერბეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC იუწყება, მომხდარის შესახებ განცხადება სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გააკეთა.
„იმედი გვაქვს, რომ ეს საბოლოო რიცხვია - 14 ადამიანი დაიღუპა. მათგან მხოლოდ ხუთის ამოცნობა ვერ შევძელით“, - განაცხადა ვოჩიჩმა ტრაგედიიდან რამდენიმე საათში.
მოსახლეობისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.
დაღუპულებს შორისაა 7 წლის გოგონა. სამი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, მათ შორის ორი ქალი ნანგრევებიდან მაშველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ცოცხლად ამოიყვანეს.
ბეტონის ღია გადახურვა ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციაში მთელი ქვეყნიდან 80 მაშველია ჩართული, ისინი მძიმე ტექნიკის გამოყენებით მუშაობენ.
შენობა 2021 წელს გარემონტდა, წელს ის ხელახლა შეაკეთეს და ოფიციალურად 5 ივლისს გაიხსნა. თუმცა, ბეტონის გადახურვა ვაგზალთან ერთად არ იყო რეკონსტრუირებული, ის 1964 წელს აშენდა.
პრეზიდენტის განცხადებით, პარასკევი დღე სერბეთის ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე მძიმე დღე იყო.
„ეს დიდი, საშინელი ტრაგედიაა ნოვი-სადისა და მთელი სერბეთისთვის”, - აღნიშნა მან და დაღუპულების ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
მთავრობამ 2 ნოემბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.
- Details
- By rusa
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 205-მდე გაიზარდა. წყალდიდობა ესპანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 13 დაღუპულის შესახებ.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
- Details
- By rusa
More Articles …
- ორლანდოში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
- 8 000-მდე ჩრდ. კორეელი ჯარისკაცი უკვე კურსკის რეგიონშია - ბლინკენი
- 150-ზე მეტი დაღუპული, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და განადგურებული ფორთოხლის ფერმები - ესპანეთი სტიქიის შედეგებს ებრძვის
- უკრაინა არ ცნობს თავისი ტერიტორიების ოკუპაციას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში - ზელენსკი
Page 180 of 204