Featured Articles
"ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბრისას სრული იდიოტი მიწოდა" - ამის შესახებ განცხადება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების საკითხს განიხილავდა, რომელიც ძალაში 2 აპრილიდან შევა.
„ურსულამ მკაცრად მისაყვედურა, ძალიან მკაცრად. რობერტ, რა ჩაიდინე? რატომ მოელაპარაკე ტრამპს ასე? ნახევარი საათის განმავლობაში მსაყვედურობდა და ამბობდა, რომ სრული იდიოტი ვარ. ტარიფები ევროკავშირის ყველა წევრს ტვირთად დააწვება და ევროპიდან აშშ-ში პროდუქციის ექსპორტს გაართულებს“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
- Details
- By rusa
გერმანიამ გადაწყვიტა, ისტორია წარსულში დატოვოს და ომისთვის მოემზადოს. ამ სათაურით აქვეყნებს საავტორო სტატიას დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
სარა რეინსფორდი პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ „გერმანიამ მხარი დაუჭირა სამხედრო ინვესტიციების უზარმაზარ ზრდას და ეს მას შემდეგ მოხდა, რა გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში ხმა მისცეს თავდაცვის ხარჯების განცალკევებას სახელმწიფო ვალის მკაცრი წესებიდან“.
„ბიბისის“ რეპორტიორთან საუბარში გერმანელი გენერალი, კარსტენ ბროიერი, რომელიც ამჟამად ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორია, აცხადებს, რომ თავდაცვითი ხარჯების ზრდა სასწრაფოდაა საჭირო, რადგან რუსეთის აგრესია უკრაინით არ შემოიფარგლება.
„ჩვენ გვემუქრება რუსეთი. ჩვენ გვემუქრება პუტინი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ამის შესაკავებლად“, – ამბობს კარსტენ ბროიერი.
მისივე თქმით, ნატო უნდა მოემზადოს შესაძლო თავდასხმისთვის ოთხ წელიწადში.
„საქმე არ არის იმაში, რამდენი დრო მჭირდება მე, არამედ უფრო იმაშია, რამდენ დროს მოგვცემს პუტინი მოსამზადებლად და რაც უფრო მალე ვიქნებით მზად, მით უკეთესი“, – ამბობს გენერალი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში სიღრმისეულად შეცვალა გერმანიაში საზოგადოების დამოკიდებულება ომისადმი.
„ათწლეულების განმავლობაში გერმანიაში აღიზარდა საზოგადოება სამხედრო ძლიერების უარყოფის იდეით, მწვავედ აცნობიერებდა გერმანიის წარსულ როლს, როგორც აგრესორისა ევროპაში“, – წერს „ბიბისის“ რეპორტიორი.
„ჩვენ დავიწყეთ ორი მსოფლიო ომი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა, იდეა იმის შესახებ, რომ გერმანელებმა თავი უნდა აარიდონ კონფლიქტს, კვლავ ბევრი ადამიანის დნმ-შია“, – აცხადებს გერმანიის მარშალის ფონდის წარმომადგნელი, მარკუს ზინერი.
ავტორის თქმით, რუსეთთან მიმართებაში გერმანიას ჰქონდა სპეციფიკური მიდგომა.
„მაშინ, როდესაც ისეთი ქვეყნები, როგორიცაა პოლონეთი და ბალტიისპირეთი ქვეყნები, ფრთხილობდნენ მოსკოვთან ზედმეტად დაახლოებას და გაზარდეს საკუთარი თავდაცვითი ხარჯები, გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს მიაჩნდა, რომ რუსეთთან ბიზნესის კეთება სწორი იყო. გერმანიას მიაჩნდა, რომ დემოკრატიზაციას ახორციელებდა, მაგრამ რუსეთმა აიღო ფული და მაინც შეიჭრა უკრაინაში“, – ნათქვამია სტატიაში.
გენერალი კარსტენ ბროიერი ფიქრობს, რომ გერმანიას დასჭირდება ჯარისკაცების რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდა.
ამის აუცილებლობის დასაბუთებისთვის, ის მიუთითებს რუსეთის სამხედრო ხარჯებზე. ბროიერი ასევე ხაზს უსვამს რუსეთის ჰიბრიდულ ომს: კიბერშეტევებს, საბოტაჟს, ასევე ახსენებს ამოუცნობ დრონებს, რომლებიც გერმანულ სამხედრო ობიექტებთან შენიშნეს.
„დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთი არ ფიქრობს ჩარჩოებზე. საქმე არ ეხება მშვიდობიან და საომარ პერიოდებს, ეს არის კონტინუუმი. ეს არის ის, რაც მაფიქრებინებს, რომ ჩვენ ნამდვილ საფრთხეს ვაწყდებით“, – ამბობს გენერალი.
გენერალი ბროიერი მიიჩნევს, რომ გერმანიას სჭირდება დამატებით 100 000 ჯარისკაცი, რათა ადეკვატურად დაიცვას თავი და ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი. სულ 460 000, რეზერვის ჩათვლით. გენერალი ამტკიცებს, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევის დაბრუნება აბსოლუტურად აუცილებელია.
„ამ 100 000-ს სამხედროს გაწვევის რომელიმე მოდელის გარეშე ვერ მივიღებთ“, – განაცხადა გენერალმა. ის ამტკიცებს, რომ გერმანიამ სწრაფად უნდა იმოქმედოს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია ის პრობლემები, რომლებიც გერმანიის შეიარაღებულ ძალებს აქვთ და ამ კონტექსტში მოყვანილია ბუდესვერის კომისარ ევა ჰიოგლის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია ბუდესვერში არსებული მწვავე დეფიციტი.
„დაწყებული საბრძოლო მასალიდან ჯარისკაცებამდე, დასრულებული დაზიანებული ყაზარმებით. სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ბიუჯეტი დაახლოებით 67 მილიარდ ევროდ არის შეფასებული“, – ნათქვამია სტატიაში.
გენერალ ბროიერის თქმით, ბუდესტაგის მიერ ვალის ზღვარის მოხსნა, რაც სამხედროებს სესხის ულიმიტოდ აღების საშუალებას მისცემს, გახსნის გზას მდგრადი დაფინანსებისკენ, რათა აღნიშნული პრობლემების გადაჭრა დაიწყოს.
- Details
- By rusa
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა და 2 056 შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო France 24 ავრცელებს.
ამ დროისთვის დაშავებულია 3 900-მდე ადამიანი, ხოლო 270 დაკარგულად მიიჩნევა. მიანმარში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ მიანმარში მიწისძვრა 28 მარტს მოხდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ჩინეთსა და ტაილანდშიც. ტაილანდში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 10-ს აღწევს, დაშავებულია 42 და დაკარგულია 78.
- Details
- By rusa
შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა, რომლის ღირებულება 16 მილიარდ კრონს შეადგენს. ეს ნორდიკული ქვეყნების მხრიდან გაცემული ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტია.
შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პალ ჯონსონის თქმით, შვედეთს სურს, გაგზავნოს სიგნალი, რომ ქვეყანა „აძლიერებს თავის მხარდაჭერას, ასევე ზრდის მის სიძლიერესა და მასშტაბს“.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ჯონსონი ამბობს, რომ პაკეტი მოიცავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიის, სატელიტური კომუნიკაციებისა და საზღვაო შესაძლებლობების მხარდაჭერას.
- Details
- By rusa
საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების მითვისების საქმეში დამნაშავედ ცნო. სასჯელი, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
ამ გადაწყვეტილების გამო ლე პენს, შესაძლოა, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალოს.
პროკურორები ითხოვენ, რომ ლე პენს 5 წლით აეკრძალოს თანამდებობის დაკავება, მიუხედავად იმისა, გაასაჩივრებს თუ არა პოლიტიკოსი გადაწყვეტილებას, ე.წ. "დროებითი აღსრულების" ღონისძიების გამოყენებით.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 19 of 204