Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk
    Type 2 or more characters for results.

    Featured Articles

    მსოფლიო

    ტრამპის გამარჯვების შემდეგ ბიტკოინმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა

    იმის მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ბიტკოინი ახალ რეკორდს მოხსნიდა გამართლდა - კრიპტოვალუტის ღირებულება 7,4 პროცენტით გაიზარდა და 82 527 ათას დოლარამდე ავიდა, - იუწყება Reuters-ი.

    როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს განპირობებულია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებით და კონგრესში იმ კანდიდატების არჩევით, რომლებიც პოზიტიურად არიან განწყობილნი კრიპტოვალუტის მიმართ.

    ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ციფრული აქტივების მიმართ თავისი პოზიცია დააფიქსირა. მან პირობა დადო, რომ აშშ-ს კრიპტოვალუტის დედაქალაქად აქცევს და ბიტკოინების ეროვნულ მარაგს შექმნის.

    Details
    By Sali
    Sali
    Nov 11
    მსოფლიო

    ტრამპი გაეროში აშშ-ის ელჩად ელის სტეფანიკს წარადგენს

    აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს. 

    „ჩემთვის დიდი პატივია ჩემი კაბინეტის შემადგენლობაში გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე თავმჯდომარე ელის სტეფანიკი წარვადგინო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

    ელის სტეფანიკმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ტრამპის შეთავაზება მიიღო.

    "ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება მივიღე, მის კაბინეტში ვიმსახურო, როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში აღვნიშნე, თუ როგორი მადლიერი ვარ დავთანხმდე მის ნომინაციას და აშშ-ის სენატში ჩემი კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას მოუთმენლად ველი“, - განაცხადა ელის სტეფანიკმა.

    ტრამპის თქმით, ელის სტეფანიკი, რომელიც 2021 წლიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენციის თავმჯდომარეა, „ამერიკა პირველ რიგში“ პოლიტიკისთვის ძლიერი და ჭკვიანი მებრძოლია.

    საბოლოოდ, ელის სტეფანიკი თანამდებობაზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

    Details
    By ani
    ani
    Nov 11
    მსოფლიო

    „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა გაისროლა - დაშავდა სამი ადამიანი

    ლიბანში მოქმედმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელი მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

    ყველა დაშავებული ისრაელის არაბული სოფლის ბინას მკვიდრია. მედიკოსების თქმით, დაშავებულები არიან 27 წლის ქალბატონი, 35 წლის მამაკაცი და ერთი წლის გოგონა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    „ჰეზბოლამ“ რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ სამიზნეს სადესანტო ბრიგადის სამწვრთნელო ბაზა წარმოადგენდა, რომელიც ქალაქ კარმიელში მდებარეობს.

    Details
    By Sali
    Sali
    Nov 11
    მსოფლიო

    რუსეთი ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის რეგიონებს დაესხა თავს, არიან დაღუპულები

    ღამით რუსეთი ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის რეგიონებს დაესხა თავს. შედეგად, ნიკოლაევის რეგიონში ხუთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ერთი ადამიანი.

    თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. განადგურდა ავტომობილები, მაღაზიები, ელექტროგადამცემი ხაზები.

    პარალელურად, რუსულმა ჯარებმა სამი საავიაციო დარტყმა მიაყენეს ზაპოროჟიეს. დაიღუპა ერთი ადამიანი, 21 კი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.

     

    Details
    By ani
    ani
    Nov 11
    მსოფლიო

    კუბაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    კვირას, კუბის  სანაპიროებთან  6.8  მაგნიტუდის  მიწისძვრა მოხდა, მატერიალური ზიანი მიადგა რამდენიმე რეგიონს.

    ძლიერი  მიწისძვრა  ქალაქ  ბარტოლომე მასოს სამხრეთით 39 კმ-ში, ადგილობრივი დროით შუადღეს დაფიქსირდა, მანამდე, ერთი საათით ადრე იგივე ტერიტორიაზე 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

    "იყო მეწყერი, დაზიანდა სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები", - განაცხადა კუბის პრეზიდენტმა მიგელ  დიაზ-კანელმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ზარალის ოდენობას ადგენს.

    სახელმწიფო გამოცემა Cubadebate-ის მიერ გამოქვეყნებული გრანმას პროვინციის სურათებში ნაჩვენებია დაბზარული შენობები და ნანგრევები.  კუბის ეროვნული სეისმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის, ენრიკე დიეგო არანგო არიასის თქმით, პილონის მუნიციპალიტეტმა "მნიშვნელოვანი ზიანი" მიიღო.

    Details
    By iaiaia
    iaiaia
    Nov 11

    More Articles …

    1. დონალდ ტრამპსა და ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
    2. "რუსული ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე, სიტყვებით შეუძლებელია" - ზელენსკი
    3. აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს არიან - ილჰამ ალიევი
    4. უკრაინამ მოსკოვზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა
    • 176
    • 177
    • 178
    • 179
    • 180
    • 181
    • 182
    • 183
    • 184
    • 185

    Page 181 of 217

    Popular Tags

    • fashion
    • beauty
    • model
    • Joomla

    Recent Post

    • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
      კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
      By admin
      Oct 11

    Popular Posts

    • პოლიტიკა
      "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
      By rusa Nov 24
    versia.ge
    dacvis policia