Featured Articles
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 400-მდე იურიდიულ და ფიზიკურ პირს ათზე მეტ ქვეყანაში, რომლებიც, ოფიციალური ვაშინგტონის ცნობით , რუსეთს აწვდიან მოწინავე ტექნოლოგიებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომში გამოიყენება.
სანქციები და სხვა სახის შეზღუდვები ერთდროულად გამოცხადდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებებში.
ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა 274 სუბიექტს, სახელმწიფო დეპარტამენტმა 120-ზე მეტს, ვაჭრობის სამინისტრომ კი სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა 40 კომპანიასა და კვლევით ინსტიტუტს.
- Details
- By Sali
TikTok-ის დამფუძნებელი ჩჟან იმინი ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიას პირველად ჩაუდგა სათავეში. Reuters-ის ინფორმაციით, მისი ქონება $49,3 მილიარდად ფასდება.
41 წლის ბიზნესმენმა TikTok-ის მფლობელი კომპანიის, ByteDance-ის გენერალური დირექტორის პოსტი 2021 წელს დატოვა, თუმცა მას კომპანიის აქციების 20% კვლავ ეკუთვნის. იმინის ქონების ზრდაზე ByteDance-ის შემოსავლების მატებამ იმოქმედა - გასულ წელს, კომპანიის მოგება 30%-ით გაიზარდა და $110 მილიარდს მიაღწია.
TikTok-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია.
- Details
- By ani
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა.
მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
ოკისპირულმა წვიმამ და ძლიერმა სეტყვამ ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ცუდი წყალდიდობები გამოიწვია.
სტიქიის გამო ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კრიზისის კომიტეტი შექმნა და იმ ადგილებში, სადაც წყალდიდობამ ყველაზე მეტი ზიანი გამოიწვია, ხელისუფლებამ 1 600-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა.
ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
- Details
- By Sali
30 ოქტომბერს ისრაელმა ჩრდილოეთ ღაზაზე განახორციელა ორი საჰაერო დარტყმა, რომელთა შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 88 ადამიანი, მათ შორის ათობით ქალი და ბავშვი - აცხადებენ ღაზის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. ადგილობრივი საავადმყოფოს დირექტორის თქმით, არ ხერხდება სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებების მქონე პაციენტების მკურნალობა, რადგან ისრაელის ძალებმა შაბათ-კვირას კლინიკაზე რეიდი განახორციელეს და ათობით მედიკოსი დააპატიმრეს.
ბოლო კვირებში ისრაელმა გაახშირა საჰაერო დარტყმები, გააფართოვა სახმელეთო ოპერაცია ჩრდილოეთ ღაზაზე და აცხადებს, რომ მისი მიზანია, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის მებრძოლების განადგურება.
ინტენსიური დარტყმები კიდევ უფრო ზრდის შეშფოთებას იმ ასიათასობით პალესტინელის ჰუმანიტარულ პირობებზე, რომლებიც კვლავაც ჩრდილოეთ ღაზაში ცხოვრობენ.
- Details
- By Sali
თალიბანმა ავღანეთში ქალებს ქალების ხმის მოსმენა აუკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph ავრცელებს.
"სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის" მინისტრმა ახალი შეზღუდვა, ორშაბათს, ხმოვანი შეტყობინებით გააგზავნა.
თავის გზავნილში მინისტრმა ხალიდ ჰანაფიმ თქვა: "მაშინაც კი, როდესაც ზრდასრული ქალი ლოცულობს და სხვა ქალი გაივლის, ეს ლოცვა არ უნდა იყოს ისეთი ხმამაღალი, რომ სხვებს ესმოდეთ".
"ფსიქოლოგიური წამების ფორმაა. ავღანეთში ცხოვრება ჩვენთვის, როგორც ქალებისთვის, წარმოუდგენლად მძიმეა. ყოველდღიურად გვაწამებენ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მოვისმინოთ სხვა ქალების ხმა და მე არ მესმის, საიდან მოდის ეს შეხედულებები," - უთხრა The Telegraph-ს ქაბულში მცხოვრებმა ავღანელმა ქალმა.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 182 of 204