Featured Articles
სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ, ცხედრებს პოულობენ. როგორც BBC წერს, მათი რაოდენობა უცნობია.
"ნაპოვნია ცხედრები, მაგრამ, ოჯახების პატივისცემის გამო, არ ვაპირებთ დამატებითი მონაცემების მოწოდებას", - განუცხადა ჟურნალისტებს ვალესიას რეგიონის ლიდერმა კარლოს მაზონმა.
ესპანეთში კოკისპირული წვიმა და სეტყვა იყო, რამაც რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. 6 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა ლეტურში, რომლის მოსახლეობაც 1000-ზე ნაკლებია. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს წყალდიდობით გამოწვეული ქაოსი - ინგრევა ხიდები, წყალს მიაქვს ავტომობილები, ადამიანები, ხეებზე ძვრებიან, რომ წყლის ნაკადს გადაურჩნენ.
- Details
- By Sali
ისრაელის მიერ ღაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დაღუპულთა შორის 20 ბავშვია. 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაშავდა, სულ მცირე, 150 ადამიანი.
იერიში ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბეით ლაჰიაზე განხორციელდა. მაშველების ცნობით, დაბომბვისას ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობა მთლიანად დაინგრა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ „ინფორმირებულნი არიან ბეით ლაჰიას ტერიტორიაზე სამოქალაქო პირების დაზარალების შესახებ“ და ინციდენტის დეტალები შესწავლის პროცესშია.
„ჰამასის“ მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში 42 924-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
- Details
- By iaiaia
დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობა შეუზღუდავი ძალაუფლებისთვის სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ვაშინგტონში შეკრებილ მხარდამჭერებთან შეხვედრისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, ვინ არის დონალდ ტრამპი“, – განაცხადა ჰარისმა და დასძინა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით კაპიტოლიუმში „შეიარაღებული ბრბო გაგზავნა“.
„ეს არის ადამიანი, რომელიც არასტაბილურია, შურისძიებით არის შეპყრობილი, წყენით არის სავსე და შეუზღუდავ ძალაუფლებას ესწრაფვის. ტრამპი, ათი წელია, ცდილობს ამერიკელი ხალხი გაყოფილი ჰყავდეს: აი, ვინ არის ის, მაგრამ, ამერიკა, მე აქ ვარ დღეს, რომ გითხრათ: ეს არ ვართ ჩვენ“, – განაცხადა ჰარისმა.
ჰარისმა პირობა დადო, რომ „ქვეყანას პარტიასა და საკუთარ თავზე მაღლა დააყენებს“.
ვაშინგტონში, მხარდამჭერთა შეკრებაზე, რომელიც არჩევნების დღემდე ერთი კვირით ადრე გაიმართა, ორგანიზატორების ცნობით, 75 000 ადამიანი იმყოფებოდა.
- Details
- By ani
ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტის გაშვება დააფიქსირა. ინფორმაციას „ცაჰალი“ ავრცელებს.
ისრაელის არმიის მტკიცებით, რაკეტების სამიზნეს ისრაელის ზემო და დასავლეთ გალილელის რეგიონი წარმოადგენდა. მათი ნაწილის ჩამოგდება მოხერხდა, ხოლო ნაწილი თავისით ჩამოვარდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.
- Details
- By Sali
ლიბანურმა დაჯგუფებამ „ჰეზბოლა“ თავის ახალ ლიდერად ნაიმ კასემი აირჩია.
როგორც Associated Press-ი წერს, ის დაჯგუფების მოკლული მეთაურის, ჰასან ნასრალას პოლიტიკას გააგრძელებს, „სანამ არ მივაღწევთ გამარჯვებას“.
კაიმ კასემ 30 წელიწადზე მეტია ნასრლას მოადგილედ მუშაობდა.
ჰასან ნასრალა „ჰეზბოლას“ 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის 27 სექტემბერს, ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შედეგად მოკლეს. ოქტომბერში ისრაელის თავდაცვის ძალებმა მისი მემკვიდრე და ნათესავი ჰაშემ საფიედდინიც მოკლეს.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 183 of 204