Featured Articles
აშშ იყენებს ტერორისტულ ორგანიზაციებს რეგიონში საკუთარი ინტერესებისა და ისრაელის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ტერორისტული ჯგუფი, რომელიც იყენებს არასტაბილურობას სირიაში, ფუჭად ხარჯავს ძალისხმევას დასავლური ქვეყნების მფარველობის მოსაძებნად და ტერორიზმთან ბრძოლაში თურქეთი კომპრომისზე არ წავა.
"თურქეთმა გაერო-ს ფარგლებში წამოიწყო ინიციატივა ისრაელისთვის იარაღის ყოვლისმომცველი ემბარგოს დაწესების შესახებ, რადგან ისრაელის გაძლიერებული თავდასხმები ღაზასა და ლიბანზე ყოველდღიურად ასობით ადამიანს კლავს.
იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ანკარის მოწოდებას ისრაელისთვის იარაღის ემბარგოს შესახებ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წარმატებას მივაღწევთ, როგორც კაცობრიობის ალიანსი და გავხსნით კარს გრძელვადიანი მშვიდობისთვის“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
- Details
- By rusa
მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმის საერთაშორისო პრაქტიკა მოლდოვისთვის არაეფექტური აღმოჩნდა.
მოლდოვურ მედიასთან ინტერვიუში სანდუმ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტმა და მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ „რადიკალურად ახალი ზომები“.
სანდუს თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის გატარება „თეთრი ხელთათმანებით შეუძლებელია“.
„მოქალაქეებისგან მესმოდა, რომ უფრო მკაცრად უნდა გვემოქმედა. მართლმსაჯულების რეფორმირების საერთაშორისო პრაქტიკა არაეფექტური აღმოჩნდა მოლდოვისთვის, სადაც კორუფცია ძალიან ღრმად არის გამჯდარი“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებმა, „ფაქტობრივად, უღალატეს ქვეყანას და საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი მომავალი“.
„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამ არჩევნების შემდეგ პარლამენტმა და მთავრობამ უნდა მიიღონ რადიკალური ახალი ზომები“, – აცხადებს სანდუ.
მანამდე მაია სანდუმ ამომრჩევლებს მიმართა და განაცხადა, რომ მოლდოვაში თავისუფლებაზე „უპრეცედენტო თავდასხმა“ ხორციელდება. მოლდოვის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელმაც „ვერ დაასრულა კორუფციული საქმეები“.
„ხალხმა იცის, მაგრამ მხოლოდ მათ არ იციან, რა იყო მოთავსებული იმ პაკეტში, რომელიც ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, დოდონმა პლახოტნიუკისგან მიიღო. მხოლოდ მათ არ იციან, ვინ მოჰპარა მილიარდი მოლდოველ მოქალაქეებს. მოლდოვურმა მართლმსაჯულებამ ვერ შეამჩნია, როგორ მოიგო ილან შორმა არჩევნები ორჰეიში, გაგაუზიაში და სხვა დასახლებულ პუნქტებში. ნაყიდი ხმების გარეშე შედეგი სხვანაირი იქნებოდა“, – განაცხადა მაია სანდუმ.
ცნობისთვის, მოლოდვის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 20 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმზე ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებს. მათი თქმით, დანაშაულებრივი ქსელის ორგანიზატორი რუსეთში გახიზნული მოლდოველი ბიზნესმენი ილან შორია, რომლის პარტიაც მოლდოვაში აკრძალეს.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტურში გავიდნენ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ და სოციალისტური პარტიის კანდიდატი ალექსანდრე სტოიანოგლო.
- Details
- By ani
ფილიპინებში ტროპიკულ შტორმ „ტრამის“ 46 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 20 ადამიანი.
შტორმმა ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური რეგიონი ბიკოლი დააზარალა, სადაც სტიქიამ რამდენიმე ადგილას მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია.
სტიქიის შედეგად 240 ათასამდე ადამიანი საევაკუაციო ცენტრებს აფარებს თავს. გაუქმდა ათობით ავიარეისი. შეწყდა საზღვაო მიმოსვლა, რის გამოც 7 500-ზე მეტი მოქალაქე პორტებშია ჩარჩენილი. ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოსმა ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში დახმარების გაგზავნის განკარგულება გასცა.
ტროპიკული შტორმი „ტრამი“ ლუსონის კუნძულს ხუთშაბათს დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღწევდა. შტორმი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გადადგილდება და ვიეტნამისკენ მიემართება, თუმცა ფილიპინების ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ „ტრამი“ შეიძლება სანაპიროზე დაბრუნდეს. მომავალ კვირას ისევ ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი.
- Details
- By ani
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვის მომავალი საფრთხეშია.
სანდუს განცხადებით, მოლდოვაში 20 ოქტომბრის არჩევნების დროს „თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა იყო“.
მაია სანდუმ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის სამართლიანობა მეორე ტურში.
მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე სასამართლო სისტემის ნაკლოვანებებს გაუსვა ხაზი, რომელმაც კორუფციის საქმეები ვერ დაასრულა.
მაია სანდუ აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იმ ხალხის მობილიზაციის იმედი აქვს, რომლებიც ხედავენ, რომ ქვეყანა ალყაშია.
„მოვუწოდებ სახელმწიფო ორგანოებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის სამართლიანობა, გამოაქვეყნონ გაყალბების მტკიცებულებები და დასაჯონ დამნაშავეები ხმების მოსყიდვაში. სასამართლო სისტემა ახლაც თუ არ გაიღვიძებს, მოლდოვის მომავალი ათწლეულების განმავლობაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა სანდუმ.
- Details
- By ani
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებით, გააგზავნოს ჯარები უკრაინაში.
„ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ ჩრდილოეთ კორეა აგზავნის ჯარებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულ ომში მონაწილეობის მისაღებად“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფხენიანის გადაწყვეტილება „საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა, მათ შორის გაეროს წესდების ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების“.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 185 of 204