Sidebar Menu

მთავარი

პოლიტიკა

ეკონომიკა

კრიმინალი

საზოგადოება

დედაქალაქი

სპორტი

Social media

Blockk
    Type 2 or more characters for results.

    Featured Articles

    მსოფლიო

    მონაწილეობას მივიღებთ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემაში - კამალა ჰარისი

    კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მხარდამჭერებს მიმართა. 

    ჰოვარდის უნივერსიტეტში ჰარისის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდნენ მისი ოჯახის წევრები და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ უოლცი.

    ჰარისმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, გუნდის წევრებს, ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს მხარდაჭერისა და რწმენისთვის. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ამერიკელები არ უნდა იყვნენ რომელიმე პარტიის ან პრეზიდენტის ერთგულები, არამედ უნდა იყვნენ კონსტიტუციის, სინდისისა და ღმერთის ერთგულები.

    „სწორედ ჩემი სამივესადმი ერთგულების გამო ვარ აქ. ვიდრე მე ვაღიარებ არჩევნებს, მე არ ვთმობ ბრძოლას, რამაც კამპანია გააძლიერა. ბრძოლას თავისუფლებისთვის, შესაძლებლობებისთვის, სამართლიანობისთვის და ყველა ადამიანის ღირსებისთვის. ყველა იდეისთვის ბრძოლა ჩვენი ერის გულშია, იდეებისთვის, რომლებიც ასახავს ამერიკას ყველაზე კარგად. ეს არის ბრძოლა, რომელსაც არასდროს დავთმობ. არასოდეს შეეშვათ ბრძოლას მომავლისთვის, სადაც ამერიკელებს შეუძლიათ, განახორციელონ თავიანთი ოცნებები, ამბიციები და მისწრაფებები, სადაც ამერიკელ ქალებს ექნებათ თავისუფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ სხეულთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰარისმა.

    მისივე თქმით, ის ესაუბრა დონალდ ტრამპს და მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

    „მე ასევე ვუთხარი მას, რომ ჩვენ დავეხმარებით მას და მის ჯგუფს, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემაში. ამერიკის ფუნდამენტური პრინციპია – როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს. ეს პრინციპი, სხვა პრინციპების მსგავსად, განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან“, – ამბობს ჰარისი.

    კამალა ჰარისმა ასევე მიმართა ახალგაზრდა მხარდამჭერებს.

    „ნორმალურია, რომ გრძნობდე სევდას და იმედგაცრუებას, მაგრამ გთხოვთ, იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. კამპანიის პერიოდში ხშირად ვამბობდი, რომ თუ ვიბრძოლებთ, გავიმარჯვებთ, მაგრამ ზოგჯერ ბრძოლას დრო სჭირდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გავიმარჯვებთ. მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს დანებდე, არასოდეს შეწყვიტო მსოფლიოს უკეთეს ადგილად გადაქცევა“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.

    Details
    By ani
    ani
    Nov 07
    მსოფლიო

    შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან-ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

    7 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „შესანიშნავი“ საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელსაც „ისტორიული დამაჯერებელი გამარჯვება“ მიულოცა.

    უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეთანხმდნენ მჭიდრო დიალოგსა და თანამშრომლობის განვითარებაზე.

    ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი და ურყევი ლიდერობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად.

    ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

    დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.

    საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.

    დონალდ ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამდა აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების დიდი მასშტაბის გამო და აცხადებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვაჭარია, ვინც ოდესმე უნახავს, რადგან ამერიკისგან იმდენი ფული არავის მიუღია, რამდენიც ზელენსკიმ წაიღო.

    2024 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობისთვის ნიუ-იორკში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, გააცნო უკრაინის „გამარჯვების გეგმა“.

    პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის ნოემბრამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 60,4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

     

    Details
    By Sali
    Sali
    Nov 07
    მსოფლიო

    კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

    კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

    როგორც მედია წერს, სატელეფონო საუბრისას ჰარისმა ხაზი გაუსვა ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას და ყველა ამერიკელისთვის პრეზიდენტად ყოფნის მნიშვნელობას.

    როგორც ცნობილია, კამალა ჰარისი გეგმავს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხალხს ჰოვარდის უნივერსიტეტიდან მიმართოს.

    წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

    Details
    By ani
    ani
    Nov 06
    მსოფლიო

    ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

    ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ნეთანიაჰუს ოფისში განაცხადეს.

    მათივე ინფორმაციით, ნეთანიაჰუ მსოფლიო ლიდერებს შორის პირველია, რომელმაც სატელეფონო საუბარი გამართა ტრამპთან არჩევნებში მოგების შემდეგ.

    „საუბარი იყო თბილი და მეგობრული. ორივე შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ ისრაელის უსაფრთხოებისთვის და განიხილეს ირანიდან წამოსული საფრთხე”,- ამბობენ ნეთანიაჰუს ოფისში.

    Details
    By ani
    ani
    Nov 06
    მსოფლიო

    დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალს, ვინ დაუკავშირდება ტრამპს და როდის - „სიენენი“

    დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალს, ვინ დაუკავშირდება ტრამპს და როდის, – ამის შესახებ „სიენენი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.

    „სიენენის“ ცნობით, „ტრამპმა, რომელიც აფასებს ერთგულებას და მის ქება-დიდებას, პირადად იკითხა, რატომ არ დაუკავშირდნენ მას კონკრეტული ლიდერები“. უცნობია, რომელი ქვეყნის ლიდერებზეა საუბარი.

    მსოფლიო ლიდერებმა ევროპისა და აფრიკის ქვეყნებიდან დონალდ ტრამპს უკვე მიულოცეს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა. ტრამპის გამარჯვებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

    წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

    Details
    By ani
    ani
    Nov 06

    More Articles …

    1. "მოუთმენლად ველი, რომ პირადად მივულოცო პრეზიდენტ ტრამპს" - ზელენსკი
    2. ვულოცავთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მზად ვართ ერთად მუშაობისთვის, როგორც ამას ოთხი წელი ვაკეთებდით -
    3. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს - რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა მოიპოვა
    4. მიაწვდინეთ ხმა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ყველაზე დიდი ისტორიის მომდევნო თავს ერთად დავწერთ - კამალა ჰარისი
    • 181
    • 182
    • 183
    • 184
    • 185
    • 186
    • 187
    • 188
    • 189
    • 190

    Page 186 of 217

    Popular Tags

    • fashion
    • beauty
    • model
    • Joomla

    Recent Post

    • კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
      კახა ბექაური: გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ
      By admin
      Oct 11

    Popular Posts

    • პოლიტიკა
      "ქართული განათლება საფრთხეშია" - საპროტესტო მსვლელობა თბილისში
      By rusa Nov 24
    versia.ge
    dacvis policia