Featured Articles
უნგრეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა.
დედაქალაქ ბუდაპეშტში შეკრებილი ათიათასობით ადამიანი მთავრობის გადადგომას ითხოვდა.
საპროტესტო აქცია უნგრეთის ოპოზიციის ლიდერის, პიტერ მაგიარის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი წევრი და იუსტიციის ყოფილი მინისტრია.
- Details
- By ani
თურქეთის დედაქალაქში, ტერაქტის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.
BBC-ს ცნობით, ტერაქტი აეროკოსმოსური კომპანია TUSAŞ-ის ობიექტზე მოხდა. ორმა ადამიანმა - ქალმა და კაცმა შენობის შესასვლელთა ცეცხლი გახსნეს. სროლას კომპანიის 4 თანამშრომელი და 1 ტაქსის მძღოლი ემსხვერპლა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი ერლიკაიას განმარტებით, ორივე თავდამსხმელი „ნეიტრალიზებულია“. მინისტრი მათ ქურთ მეამბოხეთა ჯგუფთან აკავშირებს, თუმცა ამ დრომდე ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
- Details
- By Sali
ბელარუსში 2025 წლის 26 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ალექსანდრ ლუკშენკო უკვე 30 წელია ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის ლეგიტიმურობასაც დასავლური ქვეყნების დიდი ნაწილი არ აღიარებს.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულ თარიღს "ოპტიმალური" უწოდა. მისივე თქმით, ეს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსს შეესაბამება. კანონის თანახმად, არჩევნები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივლისისა.
ალექსანდრ ლუკაშენკომ ადრე განაცხადა, რომ მონაწილეობას კვლავ აპირებს. ბელარუსის დემოკრატიული ძალები აცხადებენ, რომ ეცდებიან ყველაფერს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნები არ აღიაროს. ოპოზიციის მხრიდან არჩევნებისთვის მომზადების გამო კი ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ძალაუფლების ხელში ჩაგდების საქმეზე ოქტომბერში სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ბელარუსში მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ლუკაშენკომ ძალის გამოყენებით ჩაახშო. პროტესტის მონაწილეებს აკავებდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და აწამებდნენ. ოპოზიციონერების ნაწილი, რომელმაც ქვეყანა არ დატოვა ან ვერ მოასწრო გაქცევა, ბელარუსის ციხეში მოგონილი ბრალდებებით ჩასვეს.
- Details
- By ani
„სიენენის“ ცნობით, სწრაფი კვების რესტორნების ქსელის, McDonald’s-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ში, ამ ქსელის რამდენიმე ფილიალში E.coli-თ მოწამვლის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა.
მედია აშშ-ის ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ერთი ხანდაზმული მომხმარებელი გარდაიცვალა, კიდევ ათი კი ჰოსპიტალიზებულია.
„სიენენის“ ცნობით, სულ დაფიქსირდა მოწამვლის 49 შემთხვევა ათ შტატში. დაზარალებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა კოლორადოსა და ნებრასკაშია.
მოწამვლის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ McDonald’s-ის აქციების ფასი ექვს პროცენტზე მეტით დაეცა. სწრაფი კვების ქსელის ხელმძღვანელობის თქმით, E.coli, სავარაუდოდ, იყო დაჭრილ ხახვში, რომელიც გამოიყენებოდა „როიალ ჩიზბურგერის“ მოსამზადებლად. როგორც აღინიშნა, ხახვი მიწოდებული იყო კონტრაქტორი კომპანიის მიერ, რომელიც ემსახურება აშშ-ის სამ სადისტრიბუციო ცენტრს.
ხუთ შტატსა და კიდევ შვიდი შტატის ზოგიერთ რაიონში „როიალ ჩიზბურგერების“ გაყიდვა დროებით შეჩერებულია.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ხელს მოაწერს კანონს, რომელიც ქვეყანაში არასრულწლოვანებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციას აკრძალავს.
„მე ხელს მოვაწერ კანონს, რომელიც არასრულწლოვანებში სქესის შეცვლის ოპერაციას აკრძალავს ყველა 50 შტატში. ეს აღარ განმეორდება. და ჩვენ კვლავ ერთმანეთს სიამაყით ვეტყვით „გილოცავთ შობას“, - თქვა ტრამპმა.
გარდა ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის აგრეთვე სკოლებში „კრიტიკული რასის თეორიას“ და „ტრანსგენდერობის სიგიჟეს“ აკრძალავს.
მისი თქმით, იგი „ტოქსიკურ გენდერულ იდეოლოგიას“ დაუპირისპირდება, რადგან ღმერთმა ორი სქესი - მამაკაცი და ქალი შექმნა.
- Details
- By Sali
More Articles …
- ზელენსკის აქვს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივად შეწყვეტის ინიციატივა
- დონალდ ტრამპი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და პოლიტიკურად უნდა გამოვკეტოთ - ჯო ბაიდენი
- ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა დაამტკიცა
- აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს - აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანი
Page 187 of 204