Featured Articles
გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივად შეწყვეტის შეთანხმება, შესაძლოა გახდეს უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედების შეწყვეტისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.
„მშვიდობის პირველ სამიტზე, ჩვენ ვნახეთ, რომ ენერგო უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვესხმით მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ისინი - ჩვენსას. შესაძლებელი გახდება ამით თუ არა ამ ომის ცხელი ფაზის დასრულება? დიახ, ვფიქრობ, რომ კი“, - განაცხადა ზელენსკიმ გამოცემის ჟურნალისტთან საუბარში.
მანვე დაამატა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინულ პორტებზე სატვირთო გემებზე თავდასხმა.
გაეროს მონაცემებით, უკრაინის შავი ზღვის პორტებში რუსეთის დაბომბვის შედეგად, მხოლოდ 1 სექტემბრიდან მოყოლებული ექვი სამოქალაქო გემი და მარცვლეულის მტვირთავი ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ზელენკის სიტყვებით, „როდესაც ენერგეტიკასა და თავისუფალ ნაოსნობაზეა საუბარი, ამ პუნქტებთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან მიღწეული შედეგი იქნებოდა სიგნალი, რომ შესაძლოა რუსეთი ომის დასრულებისთვის იყოს მზად“.
ამასთან ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნების შედეგებს ელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, წავიდეს თუ არა კიევთან მოლაპარაკებებზე.
მანამდე The Washington Post-ი წერდა, რომ რუსეთი და უკრაინა, კატარის შუამავლობით, გეგმავდნენ შეთანხმების განხილვას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების ორმხრივი შეწყვეტის შესახებ. მომავალი შეხვედრის მონაწილეები იმედოვნებდნენ, რომ ამ მოლაპარაკებებით შესაძლოა მიღწეულიყო ყოვლისმომცველი შეთანხმება მომავალში ომის დასრულების შესახებ. თუმცა, WP წყაროების თანახმად, ის ჩაიშალა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შემდეგ. რუსეთს "არ გააუქმებია მოლაპარაკებები, მათ თქვეს: მოგვეცით დრო", - განუცხადა ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ გაზეთს. "კურსკის შემდეგ რუსებმა უარი განაცხადეს", - თქვა სხვა წყარომ.
უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსული იერიშების მუდმივი სამიზნეა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ იერიშებს "დემილიტარიზაციის" პროცესის ნაწილი უწოდა, რადგან ისინი უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე გავლენას ახდენენ. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი "იძულებულია" უპასუხოს უკრაინის მხრიდან მის ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებს. ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების თავდასხმის ობიექტი გახდა.
- Details
- By Sali
ტრამპი პოლიტიკურად უნდა გამოვკეტოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ამიტომ „პოლიტიკურად უნდა გამოიკეტოს“. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ ჰემპშირის საარჩევნო შტაბში, დემოკრატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„უნდა გამოვკეტოთ. პოლიტიკურად უნდა დავამწყვდიოთ. უნდა გამოვკეტოთ. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
- Details
- By ani
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი 518-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 56, თავი კი 61-მა შეიკავა.
სესხი იმ რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებითაა უზრუნველყოფილი, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთშია გაყინული.
ეს თანხა იმ 50 მილიარდ დოლარამდე სესხის ნაწილია, რომელიც "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა შეათანხმეს.
- Details
- By ani
აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ, ძლიერ, სანქციებს დააწესებს, რომლის მიზანიც უკრაინაში რუსეთის ომის ძალისხმევის შეზღუდვა იქნება. ამის შესახებ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეტ იელენმა საერთაშორისო მონეტარული ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სანქციები დაწესდება, მათ შორის, მესამე ქვეყნებში მოქმედი შუამავლების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო საჭიროებებისთვის კრიტიკულ რესურსებს აწვდიან.
"სახაზინო დეპარტამენტი დაუღალავად მუშაობს გაყინული რუსული სუვერენული აქტივების ეკონომიკური ღირებულებების განბლოკვაზე და ამ აქტივების გამოყენებით უკრაინის დახმარებაზე", - განაცხადა იელენმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების დაწყებისას პრესკონფერენციაზე.
- Details
- By ani
სამშაბათს, ყაზანში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. მოლაპარაკებები, ორივე ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრაზე დიდხანს იმსჯელეს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, ასევე გაცვალეს მოსაზრებები დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაზე.
სი ძინპინმა თქვა, რომ პეკინის თანამშრომლობა მოსკოვთან, მსოფლიოსთვის სტაბილიზაციის ფაქტორია.
- Details
- By ani
More Articles …
- უკრაინა არ განიხილავს ნატოში გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე - ზელენსკი
- „თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ვლადიმერ პუტინი კიევში დაჯდება“-ჰარისი
- შეხედეთ, რა მოხდა მოლდოვაში, ხალხი გავიდა, რეფერენდუმში ხმა მისცა, რომ შეუერთდეს ევროკავშირს - ჰერჩინსკი
- ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი ილირ მეტა კორუფციის ბრალდებით დააკავეს
Page 188 of 204