Featured Articles
მოლდოვაში ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ბედი 13 596 ხმამ გადაწყვიტა.
ამ დროისთვის ბიულეტენების 100%-ია დათვლილი - კითხვაზე, "უჭერთ თუ არა მხარს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა?" დადებითი პასუხი 751 235-მა (50.46%), უარყოფითი კი 737 639-მა (49.54%) ადამიანმა გასცა.
- Details
- By ani
P Diddy-ს წინააღმდეგ სასამართლოში 6 ახალი სარჩელი შევიდა - როგორც CNN წერს, მათ შორის არის ასევე ერთ-ერთი პირისგან, რომლის მტკიცებითაც, შონ კომბსმა მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუყარა და მასზე იძალადა. დანაშაულის ჩადენის მომენტში, პირი არასრულწლოვანი იყო.
P Diddy-ს წინააღმდეგ სარჩელების შეტანის პერიოდიდან პირველად, შეტანილ სარჩელებში დასახელებულები არიან სხვა ცნობილი პირებიც, რომელთა ვინაობაც არ საჯაროვდება.
ექვს სავარაუდო მსხვერპლთაგან, სამი მამაკაცი, სამი კი ქალია. ერთის გარდა, ყველა მათგანი აცხადებს, რომ P Diddy-მ მათ ნარკოტიკული საშუალება ჩაუყარა.
ხუთივე სარჩელი, რომელიც ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში იქნა შეტანილი, შეიცავს გაუპატიურების, სექსუალური თავდასხმის, თავისუფლების შეზღუდვის ბრალდებებს, რომლის ჩადენის პერიოდი 2000-დან 2022 წლამდეა მითითებული, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში და ლას-ვეგასში. ყველა სავარაუდო დანაშაულები, P Diddy-ს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სახის წვეულებებზე მოხდა.
ექვსთაგან ერთ-ერთი ქალი, ამბობს, რომ 2000 წელს ის 13 წლის იყო, როდესაც ლიმუზინის მძღოლმა მას MTV Video Music Awards-ის წვეულებაზე დასწრება შესთავაზა, რომელიც შონ კომბსის დაორგანიზებული იყო. წვეულებაზე მიღებული სასმელის შემდეგ, ქალის მტკიცებით, მან ძლიერი ძილიანობა იგრძნო და ეძებდა ადგილს, სადაც წამოწოლის შესაძლებლობა ექნებოდა. სარჩელიდან ირკვევა, რომ შონ კომბსი ერთ-ერთ თანმხლებ ცნობილ მამაკაცთან შევიდა საძინებელში, სადაც 13 წლის გოგონა ისვენებდა.
"შენ მზად ხარ წვეულებისთვის," - უთხრა P Diddy-იმ მსხვერპლს, რომელიც მაშინ 13 წლის იყო.
სარჩელში წერია, რომ ცნობილმა მამაკაცმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, ის გააუპატიურა, ხოლო P Diddy და ერთ-ერთი ცნობილი ქალი მათ აკვირდებოდნენ. შემდგომ, გოგონაზე P Diddy-იმ იძალადა, ცნობილი პირები კი (ქალი და მამაკაცი) დანაშაულის ჩადენის მომსწრეები გახდნენ.
- Details
- By Sali
განქორწინებიდან ერთი წლის თავზე, ამერიკელი პოპ მომღერალი ბრიტნი სპირსი კვლავ "გათხოვდა". ამის შესახებ მომღერალმა თეთრ კაბაში გამოწყობილმა ფანებს სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინა და განმარტა, რომ ცოლად საკუთარ თავს გაჰყვა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
42 წლის პოპ ვარსკვლავმა ვიდეო instagram-ზე კვირას გამოაქვეყნა, სადაც თეთრ საქორწილო კაბაშია გამოწყობილი და თავზე ფატა აფარია.
"შეიძლება ცოტა სულელურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვფიქრობ ეს ყველაზე ბრწყინვალე რამაა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია” - აღნიშნა მომღერალმა სოციალურ ქსელში.
- Details
- By Sali
ისრაელის არმიამ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიზანში ამოიღებს ლიბანში განთავსებული ჯგუფის, ჰეზბოლას ფინანსურ დანაყოფს და რომ უახლოეს საათებში აპირებს, თავს დაესხას "ბევრ სამიზნეს" ბეირუთსა და სხვა ადგილებში.
ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს აშშ, ხოლო ევროკავშირს "შავ სიაში" შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს.
ისრაელის არმიის პრესმდივნის, დანიელ ჰაგარის თქმით, არმია ბეირუთის სხვადასხვა ნაწილში მყოფი ადამიანებისთვის ევაკუაციის ბრძანებას გაავრცელებს - "ყველა, ვინც იქნება ჰეზბოლას ტერორისტული მოქმედებების დაფინანსებისთვის გამოყენებული ადგილების სიახლოვეს, დაუყოვნებლივ უნდა მოშორდეს მათ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
- Details
- By Sali
"მოლდოველმა ხალხმა საკუთარი სიტყვა თქვა, ჩვენი მომავალი ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში იქნება ჩაწერილი", - ამის შესახებ მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ X-ზე წერს.
„ჩვენ სამართლიანად ვიბრძოლეთ უსამართლო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ, თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის აშენების თავისუფლებისთვის“, - წერს სანდუ.
- Details
- By ani
More Articles …
- "მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელი, ძლიერია და ევროპული მომავალი სურს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- კიევში ჩასულმა ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის კიდევ $400 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა
- დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო გამოკითხვაში პირველად გაასწრო კამალა ჰარისს - The Hill-ი
- მოლდოვის რეფერენდუმში ევროინტეგრაციის მომხრეები დაწინაურდნენ
Page 190 of 204