Featured Articles
მიანმარში ძლიერი ბიძგები ისევ დაფიქსირდა. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ნეიპიდოს სიახლოვეს მიწისძვრის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა ქალაქ შუებოშიც.
7.4 მაგნუტუდის მიწისძვრა მიანმარში 28 მარტს მოხდა, რასაც ბოლო მონაცემებით, 1 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ბანგლადეშში, ტაილანდში, ლაოსსა და ჩინეთშიც.
- Details
- By rusa
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC-ისთან ინტერვიუში განააცხადა, რომ ვლადიმერ პუტინზე გაბრაზებულია და თუ უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, რუსულ ნავთობზე ტარიფებს დააწესებს:
„მე ძალიან გავბრაზდი, როცა პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინის ახალ ხელმძღვანელობაზე დაიწყო საუბარი. პუტინმა იცის, რომ გაბრაზებული ვარ, მაგრამ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ბრაზი სწრაფად გაქრება, თუ ის სწორად მოიქცევა. მე და რუსეთი თუ ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, რაც შეიძლება, არც იყოს, მაგრამ თუ ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, ნავთობზე მეორად ტარიფებს დავაწესებ, რუსეთიდან გამოსულ ყველა სახის ნავთობზე. ეს იქნება ის, რომ თუ ნავთობს იყიდი რუსეთიდან, შეერთებულ შტატებში ბიზნესს ვერ აწარმოებ. ყველა სახის ნავთობზე იქნება 25-პროცენტიანი ტარიფი“
- Details
- By rusa
თურქეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მასობრივი საპროტესტო გამოსვლები თურქეთში 19 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პოლიციამ სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავა.
ის ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.
- Details
- By rusa
რუსეთის ძალებმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით ხარკოვზე იერიში მიიტანეს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 10 ადამიანი. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
როგორც ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი აცხადებს, წინასწარი ინფორმაციით, დრონებით დარტყმა ხარკოვის ექვს ადგილზე განხორციელდა.
დაზიანებულ ობიექტებს შორისაა სავაჭრო ცენტრი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულება და საოფისე შენობა.
- Details
- By rusa
More Articles …
- სტამბოლში ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა
- ფედერალურმა მოსამართლემ „ამერიკის ხმის“ თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი დროებით შეაჩერა
- კანადის პრემიერმინისტრს ვესაუბრე, ჩვენ ბევრ საკითხზე ვთანხმდებით - ტრამპი
- მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული
Page 20 of 204