Featured Articles
გილოცავთ მოლდოველ ხალხს და თქვენ, მაია სანდუ. თქვენ ეს კიდევ ერთხელ შეძელით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
ფონ დერ ლაიენი მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს ეხმაურება.
„რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის ფონზე, მოლდოვა აჩვენებს, რომ დამოუკიდებელი, ძლიერია და ევროპული მომავალი სურს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მოლდოვაში ბიულეტენების 99.32 პროცენტის დათვლის შემდეგ მაია სანდუს ხმათა 42.31% აქვს. როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.
ამასთან, მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 99.41%-ის დათვლის შემდეგ 50.39% ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49.61% – წინააღმდეგი.
- Details
- By iaiaia
პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა, რომელიც დღეს კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა, უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა.
„ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდას. დღეს მინდა გამოვაცხადო 400 მილიონი დოლარის საპრეზიდენტო დახმარების პაკეტის გამოყოფა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღისთვის“, - განაცხადა ოსტინმა და დასძინა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტებმა ზელენსკიმ და ბაიდენმა.
ლოიდ ოსტინი კიევში დღეს დილით ჩავიდა.
- Details
- By ani
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო გამოკითხვაში პირველად გაასწრო ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, – ამის შესახებ The Hill-ი წერს.
გამოკითხვის მიხედვით, ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების 52%-იანი შანსი აქვს, ჰარისს კი – 48%.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აგვისტოს ბოლოდან ჰარისის გამარჯვების შანსი დაახლოებით 54-56%-ს შეადგენდა, ხოლო ტრამპის – 44-46%-ს. ოქტომბრის დასაწყისში სხვაობა შემცირდა – 17 ოქტომბერს ორივე კანდიდატს დაახლოებით თანაბარი შანსები ჰქონდა, ხოლო 20 ოქტომბერს უპირატესობა ყოფილმა პრეზიდენტმა მოიპოვა.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპის სასარგებლოდ ცვლილება დაკავშირებულია მისი მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან ვისკონსინისა და მიჩიგანის შტატებში.
ამასთან, ტრამპს მცირე უპირატესობა აქვს არიზონის, ჯორჯიისა და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში.
შვიდი შტატიდან, რომლებსაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს 2024 წლის არჩევნების შედეგების განსაზღვრაში, ჰარისი მხოლოდ პენსილვანიაში ლიდერობს, თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ, პროგნოზის მიხედვით, რბოლა კვლავ არაპროგნოზირებადი რჩება, რადგან გამოკითხვების შედეგები შვიდივე შტატში ცდომილების ფარგლებშია. ანუ, გამოკითხვების ტიპურმა უზუსტობებმა, შეიძლება, შედეგები ნებისმიერი მიმართულებით გადახაროს.
- Details
- By Sali
ორშაბათს მოლდოვის დროით 10:00 საათისთვის, ცენტრალური სარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებზე აქტივობამ 1 546 757 ამომრჩეველი შეადგინა, რაც რეგისტრირებულის 51,04%-ია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით არჩევნები ვალიდურად შეფასდა.
10:00 საათისთვის დათვლილი იყო ხმების 98.6%, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ამომრჩევლებს უნდა ეპასუხათ ემხრობიან თუ არა მათი ქვეყნის ევროპულ მომავალს. საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებით ევროინტეგრაციის მომხრე/მოწინააღმდეგეთა სხვაობა 4711 ხმას შეადგენს პროევროპელების სასარგებლოდ. ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 50.18% წინააღმდეგია 49.82%.
რაც შეეხება, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების გადანაწილებას, ლიდერობს მოქმედი პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ, თუმცა მიღებული ხმების მიხედვით, მოლდოვაში მეორე ტური გაიმართება
მაია სანდუ - 41,82%
ალექსანდრე სტოიანოგლო - 26,36%
გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრაზე 240 000-ზე მეტი დიასპორის წარმომადგენელი ამომრჩეველი მივიდა.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ მოლდოვაში არჩევნებსა და რეფერენდუმში არ იყო სამართლიანი პოლიტიკური პროცესი.
თავის გამოსვლაში მაია სანდუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა" რამდენიმე თვე გაგრძელდა და ამის უკან იდგნენ კრიმინალური დაჯგუფებები და უცხოური ძალები, რომლებიც "დაესხნენ მოლდოვას ათეულობით მილიონი ევროთი, ტყუილითა და პროპაგანდით".
- Details
- By ani
იულია ნავალნაიას ქმრის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე აცნობეს, რომ ალექსეი ნავალნი ერთი კვირის განმავლობაში თავისუფალი იქნებოდა. ამის შესახებ ნავალნაიამ The Times-თან ინტერვიუში ისაუბრა. ოპოზიციონერის ლიდერის ქვრივის თქმით, 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე მას უთხრეს, რომ ნავალნის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდებოდა. არ არის დაკონკრეტებული, ვინ მიაწოდა ნავალნაიას ინფორმაცია სავარაუდო გაცვლის შესახებ.
ნავალნაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან იცოდა მოსალოდნელი გაცვლის შესახებ, მაგრამ, იცოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკაც, რომ ის შეთანხმებებს ჩაშლიდა.
ნავალნაიამ The Times-თან საუბარში ამბობს, რომ არ დაბრუნდება რუსეთში იქამდე, სანამ არ დარწმუნდება რომ საფრთხე არ ემუქრება და აეროპორტშივე არ დააპატიმრებენ, როგორც მისი მეუღლე. ოპოზიციონერის ქვრივმა განმარტა, რომ ის მალავს თავის საცხოვრებელ ადგილს და იძულებულია ისარგებლოს დაცვის მომსახურებით. ნავალნაიამ ასევე თქვა, რომ არ სურს პუტინის სიკვდილი - „მინდა, რომ ის რუსულ ციხეში აღმოჩნდეს, როგორც ჩემი ქმარი <…> მე მინდა, რომ რუსეთის „ცარიდან“ ის ჩვეულებრივ პატიმრად გადაიქცეს" - ამბობს იულია ნავალნაია.
ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს, ციმბირის ციხეში გარდაიცვალა. მისი ოჯახი და თანამოაზრეები დარწმუნებული არიან, რომ ის პუტინის ბრძანებით მოკლეს.
სექტემბრის ბოლოს გამოცემა Insider-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ნავალნი უჩიოდა მუცლის ტკივილს, ღებინებასა და კრუნჩხვებს, რაც გამოცემის ცნობითვე, ადასტურებს, რომ ის მოწამლეს.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 191 of 204