Featured Articles
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ოსტინი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის განიხილავს უკრაინის საჭიროებას იარაღის კუთხით და იმას, თუ როგორ შეიძლება აშშ-მ მომავალი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა გააგრძელოს.
- Details
- By ani
თურქი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ყოფილი იმამი და თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული FETO-ს ლიდერი ფეთჰულაჰ გიულენი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს.
FETO-სთან დაახლოებული პორტალი Herkul-ის ინფორმაციით, გიულენი 20 ოქტომბერს პენსილვანიის კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია 83 წლის გიულენის გარდაცვალების შესახებ მისმა ძმისშვილმა ებუსემე გიულენმა დაადასტურა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2016 წელს საჯაროდ დაადანაშაულა ფეთჰულა გიულენის მომხრეები სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში. აჯანყების ჩახშობიდან მალევე, გიულენის მიმდევრების მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა.
გიულენი სათავეში ედგა მოძრაობა “ჰიზმეთს”, რომელსაც მილიონობით მხარდამჭერი ჰყავს არა მარტო თურქეთში. მოძრაობა თავისთავს ბავშვთა საერო და რელიგიური განათლების სამოქალაქო ასოციაციას უწოდებს და აცხადებენ, რომ ასოციაცია მიზნად ისახავს ახალი თაობის მუსლიმების განათლებას, რომელიც მოემსახურება საზოგადოებას.
ფეთჰულაჰ გიულენი და რეჯეფ თაიპ ერდოღანი წარსულში თანამებრძოლები იყვნენ. პირველი უთანხმოება მათ შორის 1999 წელს მოხდა. მაშინ გიულენი აშშ-ში წავიდა სამკურნალოდ და თურქეთში აღარ დაბრუნებულა;
- Details
- By ani
ღამის განმავლობაში კიევში საჰაერო განგაშ, ორჯერ გამოცხადდა. რუსეთის მხრიდან დრონებით განხორციელებული შეტევა, თავდაცვის სისტემამ მოიგერია, უპილოტო საფრენი აპარატების ფრაგმენტები კი უკრაინის დედაქალაქის სამ რაიონში ჩამოვარდა. ცნობა დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.
12 ადამიანი დაშავდა ოკუპანტების მიერ ხარკოვზე საავიაციო იერიშის შედეგად, ცნობას ქალაქის მერი ავრცელებს და იუწყება, რომ რუსული აგრესიის სამიზნეში ქალაქის სამი რაიონი და ენერგოსისტემა მოექცა. ხარკოვის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეწყდა.
- Details
- By ani
მოლდოვაში კენჭისყრის წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ტურში ალექსანდრე სტოიანოგლოსთან ერთად გავა. მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმების 98% დაამუშავა, მოქმედმა პრეზიდენტმა თითქმის 42% მოიპოვა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა სტოიანოგლომ - 26% -ზე ცოტა მეტი. იმ შემთხვევაში, თუ ხმების სრულად დათვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება და ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50 პროცენტზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.
საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ამომრჩევლებს უნდა ეპასუხათ ემხრობიან თუ არა მათი ქვეყნის ევროპულ მომავალს. საკონსტიტციო რეფერენდუმის შედეგები ჯერჯერობით 50/50-ზეა. თუმცა, რჩება შანსი, რომ დიასპორის წყალობით საკონსტიტუციო რეფერენდუმი ევროინტეგრაციის სასარგებლოდ დასრულდება.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ მოლდოვაში არჩევნებსა და რეფერენდუმში არ იყო სამართლიანი პოლიტიკური პროცესი.
თავის გამოსვლაში მაია სანდუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა" რამდენიმე თვე გაგრძელდა და ამის უკან იდგნენ კრიმინალური დაჯგუფებები და უცხოური ძალები, რომლებიც "დაესხნენ მოლდოვას ათეულობით მილიონი ევროთი, ტყუილითა და პროპაგანდით".
- Details
- By ani
დღეს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ამის პარალელურად მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვიტონ, ჩაიწერება თუ არა კონსტიტუციაში, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შუადღისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 33.3%-ს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრა შედგა.
ქვეყნის მოქმედი პროდასავლელი პრეზიდენტი კონკურენციას 10 კანდიდატს უწევს. მისი მთავარი ოპონენტი ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოღლოა, რომელიც „სოციალისტურმა პარტიამ” ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის, ნაცვლად წარადგინა.
წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების საჭირო რაოდენობის მიღებას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს. რაც შეეხება რეფერენდუმს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის თაობაზე, კვლევების მიხედვით, მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას მხარს ამომრჩეველთა 60%-ზე მეტი დაუჭერს.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 192 of 204