Featured Articles
მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ქვეყანაში რეფერენდუმიც მიმდინარეობს. მოლდოვის კანონმდებლობის ნორმების მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ რეფერენდუმის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, მოლდოვის არსებითი კანონი ავტომატურად შეიცვლება და მასში ევროკავშირში გაწევრიანება მიზნად ჩაიწერება.
საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ.
საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოლდოველების დაახლოებით 60% უჭერს მხარს.
მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო. იმისთვის, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვალოს, 33%-იანი აქტივობა მაინც უნდა დაფიქსირდეს.
- Details
- By rusa
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს უკრაინის ბირთვულ შეიარაღებას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსულ მედიაში გავრცელდა.
„უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რაზეც მე არაერთხელ მისაუბრია ჯერ კიდევ მანამ, სანამ კრიზისი ცხელ ფაზაში გადავიდოდა, უკვე მაშინ, ამ მოვლენებამდე, შედარებით რბილად, მაგრამ მაინც საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინას უნდა ჰქონოდა ბირთვული იარაღი. ასეთი საფრთხე შესაბამის რეაქციას გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. შემიძლია პირდაპირ ვთქვა: რუსეთი ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს“, – აღნიშნა პუტინმა.
- Details
- By rusa
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან კონტაქტებს ინარჩუნებს საჭიროების მიხედვით. ამის შესახებ მან "3+3-ის" ფორმატის სხდომაზე განაცხადა:
"ჩვენ გვაქვს თბილისთან კონტაქტები. შვეიცარიის საელჩოში ინტერესთა სექცია გვაქვს. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომელთაც საჭიროების მიხედვით აქვთ შესაძლებლობა განიხილონ მიმდინარე საკითხები, პირველ რიგში, ვაჭრობის, ტურიზმის, საქართველოს შესაბამის ორგანოებთან ადამიანებს შორის პირდაპირი კონტაქტის სფეროში.
მორიგ ჯერზე, ამას ვაკეთებთ ყოველთვის, როდესაც ამ ფორმატში ვიკრიბებით, დავადასტურეთ, რომ საქართველოსთვის ამ პლატფორმის კარები ყოველთვის ღია რჩება. ვიმედოვნებთ, დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები ჩაერთვებიან მის მუშაობაში"
- Details
- By rusa
ზელენსკის არ უნდა დაეშვა ამ ომის დაწყება, ომი მარცხია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
პატრიკ ბეთ-დევიდთან პოდკასტში საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი დამნაშავეა არა მხოლოდ ომის დაუსრულებლობაში, არამედ დაწყებაშიც, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე.
„ეს არ ნიშნავს, რომ არ მინდა, დავეხმარო, რადგან ძალიან ვწუხვარ იმ ხალხის გამო. ზელენსკის არ უნდა დაეშვა ამ ომის დაწყება, ომი მარცხია“, – განაცხადა ტრამპმა.
- Details
- By ani
დაჯგუფება „ჰამასმა“ საკუთარი ლიდერის იაჰია სინვარის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, სინვარის სიკვდილი „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა ბასემ ნაიმმა დაადასტურა, რომელიც დაჯგუფების პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელია.
„ჰამასი“ ყოველი მისი ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ ხდება უფრო ძლიერი და პოპულარული. რა თქვა უნდა, ლიდერების დაკარგვა, თან ისეთების, როგორიცაა იაჰია სინვარი ტკივილის მომტანია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ბოლოს გავიმარჯვებთ“, - ციტირებს მედია ნაიმს.
ნაიმს აგრეთვე ეჭვი ეპარება იმაში, რომ ისრაელი „ჰამასის“ ლიდერების მკვლელობით დაჯგუფების განადგურებას შეძლებს. „ისრაელს ჰგონია, რომ ჩვენი ლიდერების მკვლელობა მოძრაობის და პალესტინელი ხალხისთვის ბრძოლის დასრულებას ნიშნავს. მათ შეუძლიათ დაიჯერონ ყველაფერი, რაც სურთ და ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ისინი ასე ამბობენ“, - დასძინა მან.
სინვარის ლიკვიდაციის შესახებ პირველი არაოფიციალური ცნობები გუშინ გავრცელდა. მოგვიანებით „ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაცია ებრაულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.
- Details
- By Sali
More Articles …
Page 193 of 204