Featured Articles
ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს "გამარჯვების გეგმას" აცნობს. სხდომას ზელენსკი შარლ მიშელის მიწვევით ესწრება. მიშელმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა:
"მე ორი გზავნილი მაქვს უკრაინისთვის და თქვენთვის, ბატონო პრეზიდენტო. პირველი ის არის, რომ ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას რამდენი ხანიც საჭირო იქნება და რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გჭირდებათ მეტი სამხედრო და ფინანსური დახმარება. ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია დავაჩქაროთ ეს ყველაფერი, რათა დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს. მეორე გზავნილი ის არის, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია და გასულ კვირებში ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ პროგრესს, რადგან ვიცით, რომ თქვენ ყველა საჭირო რეფორმას ატარებთ." აღნიშნა მიშელმა.
"დიდი მადლობა აქ მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია გამარჯვების გეგმის გაზიარება ყველა ლიდერისთვის. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ 35 მილიარდზე, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან უნდა გადაეცეს უკრაინას და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, რისთვისაც სწორი მექანიზმი უნდა ვიპოვოთ. ჩვენ ასევე გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადგან ვიცით, რომ ზამთარი ძალიან რთული იქნება." განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
იხილეთ "გამარჯვების გეგმის" 5 პუნქტი.
საბჭოზე განიხილავენ საქართველოს საკითხსაც. იქამდე კი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე განცხადება ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.
ორდღიანი სამიტის შემდეგ ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს მეთაური სპეციალურ დეკლარაციას მიიღებს.
- Details
- By Sali

უკრაინა მომავალში შეუერთდება ნატოს და გახდება ალიანსის 33-ე ან 34-ე წევრი. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ 17 ოქტომბერს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
”ამ მომენტში, როგორც ჩანს, უკრაინა 33-ე წევრი იქნება”, - თქვა რიუტემ, მაგრამ აღნიშნა, რომ თეორიულად მას სხვა ქვეყანამ შეიძლება გაუსწროს. ოფიციალურად, ნატოში გაწევრიანების კანდიდატია ბოსნია და ჰერცეგოვინა.
კონკრეტული თარიღების დაზუსტების გარეშე ალიანსის წევრობის პირობა მიღებული აქვთ უკრაინას და საქართველოს.
„კონკრეტული შეკითხვას, „როდის?“, მე ვერ ვუპასუხებ ახლა, ამ მომენტში“, - დასძინა რიუტემ და აღნიშნა, რომ მოკავშირეები ახლა მუშაობენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ „ხიდის“ აშენებაზე.
რიუტე ბრიუსელში 17 ოქტომბერს შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. თვის დასაწყისიდან, ეს მათი მესამე შეხვედრა იქნება.
ერთი დღით ადრე, ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტს, ვერხოვნა რადას, წარუდგინა „უკრაინის გამარჯვების“ ე.წ. ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანების ოფიციალურ მიწვევას ითვალისწინებს.
დასავლური მედია, წყაროებზე დაყრდნობით, სკეპტიკურად უყურებს ასეთი მიწვევის მიღების შესაძლებლობას.
ვაშინგტონიც აცხადებს, რომ ამისთვის ახლა პირობები არ არსებობს.
- Details
- By Sali
უკრაინაში, ქალაქ ჩერკასში, წმინდა მიქაელის ტაძარში, რომელიც უკრაინის ეკლესიას გადაეცა, მოსკოვის ეკლესიის მხარდამჭერები შეიჭრნენ და დაარბიეს.
არსებული ინფორმაციით, მათ გატეხეს შესასვლელი ჭიშკარი და ტაძრის ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეიჭრნენ. ტაძარში პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავების ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.
ჩერკასის წმინდა მიქაელის საკათედრო ტაძარი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვის საპატრიარქოს კონტროლის ქვეშ იყო, დღეს გადაეცა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას - კიევის საპატრიარქოს.
- Details
- By Sali
ნიგერიაში, ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 140 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ბენზინმზიდის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ავტომობილი ამოტრიალდა და აფეთქდა. შემთხვევა ქალაქ მაჯიაში მოხდა.
ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, გარდაცვლილები ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი განმარტებით, დიდი ალბათობით, გარდაცვლილების რაოდენობა გაიზრდება.
- Details
- By Sali
More Articles …
- თურქეთში, დედამ ჩვილის მოშორება სცადა და აეროპორტის ტუალეტში დატოვა - ის პოლიციამ დააკავა
- აშშ უკრაინას 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
- ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება - კამალა ჰარისი
- ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან არსებულ საგზაო და სარკინიგზო კომუნიკაციებს აფეთქებს
Page 195 of 204