Featured Articles
თურქეთში, რუსეთის 18 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ახალშობილის თავიდან მოცილება სცადა და ანტალიის აეროპორტის ტუალეტში დატოვა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ახალგაზრდა დედამ, ბავშვის თავიდან მოშორების მიზნით, მისი უნიტაზში ჩარეცხვა სცადა.
ბავშვის დედასთან ერთად, დაკავებულია ბებიაც. პოლიცია მიიჩნევს, რომ ქალი საკუთარ შვილს ბავშვის მოშორებისკენ აქეზებდა.
ჩვილის ჯანმრთელობის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება, ის აეროპორტის დამლაგებელმა გადაარჩინა.
- Details
- By Sali
აშშ უკრაინას 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
„დღეს პრეზიდენტმა გამოაცხადა უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ, რომელიც მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, საბრძოლო მასალას, ჯავშანტექნიკას და კრიტიკულ საბრძოლო მასალას უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის ნოემბერში პრეზიდენტი ბაიდენი უმასპინძლებს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ლიდერთა ვირტუალურ შეხვედრას, სადაც ლიდერები, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კოორდინაციას გაუწევენ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების საკითხებს.
- Details
- By ani
ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. კამალა ჰარისმა პირველად მისცა ინტერვიუ „Fox News“-ს, სადაც არალეგალური იმიგრაციისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შესახებ ისაუბრა.
„მინდა, ძალიან ნათლად ვთქვა, ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება. როგორც ყოველი ახალი პრეზიდენტი, რომელიც მოვა თანამდებობაზე, მე მოვიტან ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და ახალ იდეებს“, – განაცხადა ჰარისმა.
25- წუთიანი ინტერვიუს დროს ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტმა ჰარისს ჰკითხა, არიან თუ არა ადამიანები, რომლებიც კვლავ უჭერენ მხარს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
„სულელები“. „მე არასდროს ვიტყოდი ამას ამერიკელ ხალხზე“, – აღნიშნა ჰარისმა.
ამასთან, ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რატომ არის მისი საარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი „ახალ ეტაპზე გადასვლა“, მაშინ როცა უკვე სამ წელზე მეტია ვიცე-პრეზიდენტია, ჰარისმა პასუხად ტრამპი გააკრიტიკა.
- Details
- By ani
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან საგზაო და სარკინიგზო კომუნიკაციების სრული განადგურების მიზნით სამხედრო კამპანია დაიწყო, ასევე ფხენიანმა თავის მეზობელს "მტერი სახელმწიფო" უწოდა.
რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ უკვე ააფეთქა სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზების ნაწილი (მაგისტრალები სამხრეთ-დასავლეთ საზღვრის გასწვრივ).
სამხრეთ კორეასთან დაძაბულობის ფონზე ჩრდილოეთ კორეა 1,4 მილიონ მოქალაქის მობილიზებას ახდენს. ამის შესახებ გუშინ Reuters-მა დაწერა. სააგენტოს ცნობით, ჯარში გაწევრიანების ამდენი განაცხადი მიმდინარე კვირაში შევიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი მობილიზაცია სამხრეთ კორეის მიერ უპილოტო თვითმფრინავების მეშვეობით ჩტდილოეთ კორეაში პროკლამაციების გავრცელების ფონზე მოხდა. ჩრდილოეთ კოარეა იმუქრება, რომ სამხრეთ კორეა "მძიმე ფასს გადაიხდის".
- Details
- By Sali
ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 75 მილიონი აშშ დოლარი გამოყო კომიტეტისთვის PAC America, რომელიც მხარს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს უჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, ივნისიდან აღნიშნულმა კომიტეტმა წინასაარჩევნო კამპანიაზე 102,2 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. ათეულობით მილიონი დოლარი გამიზნული იყო ტრამპის მხარდასაჭერად და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისზე თავდასხმებისთვის. ასევე, კომიტეტმა თითქმის 8,9 მილიონი დოლარი დახარჯა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ბრძოლაზე, ვიდრე ის საარჩევნო რბოლას გამოეთიშებოდა.
„ჰილი“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში კომიტეტი, რომელშიც თანხას ილომ მასკი აბანდებდა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაწეული ხარჯების მოცულობით მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა.
America PAC-ში შენატანები გააკეთეს ასევე მასკის ახლო მოკავშირეებმა. კერძოდ, Palantir Technologies-ის თანადამფუძნებელმა, ჯო ლონსდეილმა, Sequoia Capital-ის პარტნიორებმა, დაგ ლეონემ და შონ მაგუაირმა, კრიპტოინვესტორებმა კამერონ და ტაილერ უინკლვოსებმა. ანგარიშის თანახმად, მასკმა ივლისში სამი შენატანი გააკეთა America PAC-ში, ჯამში, 15 მილიონი დოლარის ოდენობით, ივლისში – კიდევ სამი შენატანი, რომელთა მოცულობა 30 მილიონ დოლარს შეადგენდა, ანალოგიური თანხა მასკმა დახარჯა სექტემბერშიც.
- Details
- By ani
More Articles …
- პრეზიდენტი ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს წარუდგენს უკრაინის „გამარჯვების გეგმას“
- "ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაერო-ს გადაწყვეტილებით შეიქმნა" - მაკრონი
- თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, Iran Air-მა ევროპაში ფრენა შეწყვიტა
- ევროკომისია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ახალ გეგმას წარადგენს
Page 196 of 204