Featured Articles
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების ნაწილი ააფეთქა. ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქებამდე ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ სამხრეთ კორეა გააფრთხილა, რომ გადაკეტავდა საავტომობილო და სარკინიგზო გზებს, რომელიც ადრე ორ კორეას შორის თანამშრომლობის სიმბოლოდ ითვლებოდა.
აღსანიშნავია, რომ კონფლიქტი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 11 ოქტომბერს გამწვავდა. მაშინ ფხენიანმა სეული უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაში დაადანაშაულა.
- Details
- By Sali
ამერიკელი რეპერის შონ კომბსის, იმავე პი დიდის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანეს.
BBC-ს ცნობით, ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში სულ მცირე 6 ახალი სარჩელია შეტანილი - 2 ქალისა და 4 კაცის მიერ. საჩივრებში აღწერილი ინციდენტები 1995 წლიდან 2021 წლამდე პერიოდს მოიცავს.
სავარაუდო მსხვერპლები ამტკიცებენ, რომ დანაშაულის ნაწილი პი დიდის წვეულებებზე მოხდა. ერთ-ერთი საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ 16 წლის იყო, როდესაც „დიდიმ“ წვეულებაზე გახდა მოსთხოვა, კიდევ ერთი ქალი კი რეპერს გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ინციდენტის დროს 19 წლის იყო.
კომბსის ადვოკატები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „დიდის“ არავისზე უძალადია - „არც არასრულწლოვანზე, არც კაცზე და არც ქალზე“.
კომბსი სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად ედება რეკეტი და სექს ტრეფიკინგი. რეპერს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.
- Details
- By Sali
შიდა მტერი უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩინეთი და რუსეთი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა ამერიკელებს, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან, „რადიკალი-მემარცხენე გიჟები“ და „შიდა მტრები“ უწოდა.
„ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ ორი მტერი გვყავს. ჩვენ გვყავს გარე მტერი და შემდეგ გვყავს მტერი შიგნიდან. ჩემი აზრით, მტერი შიგნიდან უფრო საშიშია, ვიდრე ჩინეთი, რუსეთი და ყველა ეს ქვეყანა. ყველაზე ძნელი საქმეა ამ გიჟებთან გამკლავება, როგორიცაა ადამ შიფი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ადამ შიფი ხელმძღვანელობდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტს 2019 წლიდან 2023 წლამდე და დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პირველ სასამართლო პროცესზე მთავარი ფიგურა იყო.
- Details
- By iaiaia
ამ მკვლელობას 90-იან წლებში ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი მოჰყვა. 1989 წელს, ბევერლი ჰილზში, საკუთარ სახლში ცოლ-ქმარი დახვრიტეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი მათმა შვილებმა, ძმებმა მენენდესებმა მოკლეს.
გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ძმები საზარელი მკვლელობის მიზეზებზე საუბრობენ. მათ შესახებ Netflix-მა რამდენიმე სერიად დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო. ფილმი უკვე გამოვიდა და საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.
ძმებმა, ლაილიმ და ერიკიმ მშობლები სანადირო თოფით დახოცეს. მათ დედას, კიტის, ათჯერ ესროლეს. პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ლაილმა დარეკა პოლიციაში და ყვიროდა: „ვიღაცამ მოკლა ჩემი მშობლები“. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამომძიებლები ფიქრობდნენ, რომ სროლები შესაძლოა ხოსეს (მამის) კარიერას უკავშირდებოდა.
ძმებზე ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მშობლების სიკვდილიდან მალევე მათ ძვირადღირებული მანქანების ყიდვა დაიწყეს და ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდნენ მამის ქონებიდან. ითვლება, რომ წყვილმა 700 000 დოლარი დახარჯა მანქანებზე, ტანსაცმელსა და საათებზე ნაღდი ფულით, ხოლო ლაილმა რესტორანიც კი იყიდა.
ექსპერტების აზრი: რამდენად სავარაუდოა, რომ ძმები გათავისუფლდებიან?
2023 წლის მაისში ძმებმა წარადგინეს „habeas corpus-ის“ სარჩელი, რომელშიც თქვეს, რომ ისინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. ამის გამო ისინი ითხოვდნენ მტკიცებულებათა გადახედვას.
3 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოს-ანჯელესის საოლქო პროკურორმა, ჯორჯ გასკონმა, ძმების საქმისადმი განახლებულ ინტერესზე მიუთითა. პროკურორმა თქვა, რომ ოფისი განიხილავს ახალ მტკიცებულებებს, რომლებიც მათმა ადვოკატმა წარადგინა 2023 წელს habeas corpus-ში. ერთი შეხედვით, ეს მტკიცებულებები ეჭვქვეშ აყენებს მათი პატიმრობის კანონიერებას.
მაგრამ რამდენად სავარაუდოა, რომ ძმები ციხიდან მალე გათავისუფლდებიან ?
ლოს-ანჯელესის ოლქის ყოფილმა მოადგილემ, ოლქის პროკურორმა დიმიტრი გორინმა განუცხადა PEOPLE-ს, რომ habeas-ის წარდგენა საქმის არსებით მიმდინარეობას არ ცვლის.
„არ ვიცი, რამდენად იმოქმედებს ეს მტკიცებულება საქმეზე. რა თქმა უნდა, ეს არის საშინელი მტკიცებულება. ძმებზე სექსუალური ძალადობა ტრაგიკული ამბავია, მაგრამ ეს ნამდვილად არ ცვლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს“,- განაცხადა პროკურორმა.
- Details
- By Sali
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი ოფიციალური ვიზიტით პეკინში ჩავიდა. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება წეს, ბელოუსოვს დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები ჩინეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. რუსეთის დელეგაციის ოფიციალური შეხვედრის ცერემონიალი გაიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური სამხედრო საბჭოს შენობასთან.
ბელოუსოვს ვიზიტი მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც აშშ ჩინეთს რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის მხარდაჭერაში სდებს ბრალს.
პეკინი დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება და აგრძელებს აქტიურ ვაჭრობას რუსეთთან. ორი ქვეყანა აცხადებს, რომ სამხედრო სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება. ჩინეთი ოფიციალურად ნეიტრალურ პოზიციას იკავებს რუსეთისა და უკრაინის ომში, დასავლეთის ქვეყნებს კი ეჭვი აქვთ, რომ პეკინი მხარს უჭერს და ეხმარება მოსკოვს. აპრილში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პეკინს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რუსეთის თავდაცვის მრეწველობის მხარდაჭერაში. მაისში ჩინეთს ეწვია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინს შეხვდა. ჩინეთი ბრაზილიასთან ერთად, უკრაინაში ომის დასასრულებლად საერთაშორისო საზოგადოებას საკუთარ გეგმას სთავაზობს, რომელიც სამხედრო კონფლიქტის ფაქტობრივ გაყინვას გულისხმობს.
- Details
- By ani
More Articles …
- ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
- „უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს, თუმცა მათ მეტი დახმარება სჭირდებათ“-ბორელი
- კანიე უესტს ყოფილი ასისტენტი უჩივის - მომჩივანი ამტკიცებს, რომ Diddy-ს სტუდიური სესიის დროს ნარკოტიკებით მოწამლეს და მასზე სექსუალურად იძალადეს
- ჩინეთმა ტაივანს ალყა შემოარტყა
Page 198 of 204