Featured Articles
დღეიდან, 14 ოქტომბრიდან ნატომ დაიწყო ყოველწლიური ბირთვული სწავლება Steadfast Noon.
ორკვირიან წვრთნებში მონაწილეობს ალიანსის წევრი სახელმწიფოების 2000 სამხედრო და სხვადასხვა ტიპის 60-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის რეაქტიული თვითმფრინავები ბირთვული ქობინებით, ბომბდამშენები და თანმხლები გამანადგურებლები.
წვრთნები ძირითადად, ჩატარდება ბელგიის და ნიდერლანდის საჰაერო სივრცეში. ასევე, დანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთის ზღვის თავზე.
სწავლებაში ჩართულია ნატოს 13 სახელმწიფოს სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები.
წვრთნების დაწყების წინ, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ Steadfast Noon-ი მკაფიო სიგნალია ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის, რომ ნატო ყველა მოკავშირეს დაიცავს.
2024 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში რუსეთმა ჩაატარა არასტრატეგიული (ტაქტიკური) ბირთვული ძალების წვრთნები.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს სწავლება მიმართული იყო „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უპირობო უზრუნველყოფისკენ რუსეთის ფედერაციის მიმართ დასავლეთის ცალკეული ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებების და მუქარის პასუხად“. ვის და რომელ განცხადებებს გულისხმობდნენ, დაკონკრეტებული არ ყოფილა.
- Details
- By Sali
პარასკევს, 18 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიას ეწვევა. პრეზიდენტი ბერლინში კანცლერ ოლაფ შოლცსა და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
ბაიდენი ბერლინში უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავს.
ბაიდენი ბერლინში ამ კვირაში უნდა ჩასულიყო, თუმცა აშშ-ში ქარიშხლის გამო გააუქმა.
- Details
- By ani
დღეს ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საპარლამენტო არჩევნები ლიეტუვაში შერეული სისტემით იმართება. 141-ადგილიან სეიმში 70 დეპუტატს პარტიული სიებიდან, დანარჩენს კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ.
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს, რომელსაც ამომრჩველთა დაახლოებით 18 პროცენტი უჭერს მხარს. პარტიის ლიდერი ევროპარლამენტარი ვილია ბლინკევიჩუტე იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.
კვლევების თანახმად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის ინგრიდა შიმონიტეს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „სამშობლოს კავშირი“ მესამე ადგილზეა 9%-იანი მხარდაჭერით. მას წინ უსწრებს პოპულისტური ნაციონალისტური პარტია, რომელსაც გამოკითხვებით, ამომრჩეველთა 12 პროცენტი ემხრობა.
- Details
- By rusa
კურსკის ოლქში რუსეთის ძალები ცდილობდნენ უკრაინული პოზიციების უკან დახევას, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები გარკვეულ ხაზებს ინარჩუნებენ, – ამის შესახებ თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ესაუბრა მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის, რომელთან ერთადაც ფრონტის ყველაზე მიმართულება და კურსკის ოპერაცია განიხილა.
„პოკროვსკის მიმართლება – ყოჩაღ თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ოფიცერს, რომელებიც უზრუნველყოფენ ჩვენი პოზიციების დაცვას. საერთო ჯამში, დონეცკის ოლქსა და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ძალიან რთული პირობებია, იქ მტრის ხისტი მოქმედებებია. თუმცა, ჩვენი დანაყოფების სიმტკიცეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სწორედ ჩვენს სიმტკიცეზეა ყველაფერი დამოკიდებული. რაც შეეხება კურსკის ოპერაციას, იყო რუსეთის მცდელობები, უკან დაეხიათ ჩვენი პოზიციები, თუმცა ვინარჩუნებთ გარკვეულ ხაზებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
- Details
- By rusa
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმის მიერ გაცემული შეფასება გამოაქვეყნა.
თერაპევტი ჯოშუა საიმონსი წერს, რომ 59 წლის ვიცე-პრეზიდენტის ჯანმრთელობა შესანიშნავ მდგომარეობაშია, მას აქვს როგორც ფიზიკური, ისე მენტალური სიმტკიცე პრეზიდენტის მოვალეობის შესასრულებლად.
აქვე აღნიშნულია, რომ კამალა ჰარისს უვლინდება სეზონური ალერგიები და ურტიკარია, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება.
თერაპევტის დასკვნით, კამალა ჰარისს არ აქვს დიაბეტი, არ აწუხებს წნევა, მაღალი ქოლესტერინი ან გულის დაავადებები. რაც შეეხება გენეტიკურ დაავადებებს, დედის მხრიდან ნათესავებში ფიქსირდება ნაწლავის კიბო, თუმცა ვიცე-პრეზიდენტი პრევენციულ რეკომენდაციებს მიჰყვება და კვლევებს რეგულარულად იტარებს.
ვიცე-პრეზიდენტი პერიოდულად და ზომიერად მოიხმარს ალკოჰოლს და საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, აქტიური ცხოვრების წესს მისდევს.
- Details
- By ani
More Articles …
Page 200 of 204