HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

რომელ რეგიონებში რა დროს განხორციელდება ძაღლების აყვანის ღონისძიებები? - სეს-ის განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებს აგრძელებს.

სააგენტო სამოქმედო არეალების კოორდინატებს და დროს წინასწარ აქვეყნებს:

• 03.04. იმერეთი, ზესტაფონი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:00 სთ

• 03.04. იმერეთი, სამტრედია, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 09:30 სთ

• 04.04. კახეთი, ყვარელი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:30 სთ

• 04.04. იმერეთი, ქუთაისი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 10:30 სთ

• 06.04. იმერეთი ჭიათურა, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 სთ

• 06.04. კახეთი, სიღნაღი, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 სთ

• 07.04. კახეთი, სიღნაღი, წნორის ცენტრი, 11:00 სთ

• 07.04. იმერეთი, წყალტუბო, მერიის მიმდებარე ტერიტორია, 11:00 სთ.

სეს-ის ინფორმაციით, შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, 3 აპრილს, ზუგდიდში დააბრუნებენ.

ზუგდიდის გარდა ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშაში (5 ძაღლი) და ვანში (3 ძაღლი).

სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მიმკედლებლებს, ასევე ცხოველების მოყვარულებს, აღნიშნულ ლოკაციებზე მიიყვანონ ცხოველები, სადაც მათ, საჭიროების მიხედვით, ადგილზე ჩაუტარდებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ის ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული კასტრაცია/სტერილიზაცია, პასუხისმგებელ პირთან (მიმკედლებელი, ცხოველის მოყვარული) შეთანხმებით, შესაბამისი აქტის შედგენის საფუძველზე, გადაყვანილი იქნებიან თავშესაფარში. შესაბამისი მანიპულაციების ჩატარება-რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, ცხოველები აყვანის ლოკაციაზე დაუბრუნდებიან პასუხისმგებელ პირებს, ასევე, შესაბამისი აქტის შედგენით.

თუ მითითებულ ლოკაციაზე ვერ ხერხდება ცხოველების მიყვანა, რანდენიმე მიმკედლებელს შეუძლია მიმართოს სააგენტოს. ეკიპაჟები მივლენ და უზრუნველყოფენ მანიპულაციების ჩატარებას მათ მიერ მითითებულ ლოკაციაზე.


ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგიონებში მოსახლეობის მიერ მიკედლებული მიუსაფარი ძაღლები ტერიტორიიდან მიჰყავს. ადამიანები, რომლებიც Facebook-ზე ფოტო/ვიდეო მასალას ავრცელებენ, ასევე ჰყვებიან, რომ ზუსტად არ იციან, სად გადაჰყავთ მათ მიერ მიკედლებული და მზრუნველობაში მყოფი ცხოველები.

გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხოველები გორის მუნიციპალიტეტის თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც კრემატორიუმი გვიან ღამით მუშაობდა, სავარაუდოდ, ცხოველთა დაწვის მიზნით - სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ რეგიონებიდან აყვანილი არც ერთი ძაღლი გორის თავშესაფარში არ გადაუყვანიათ

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Apr 03
საზოგადოება

მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს.

როგორც კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მსგავსი სენსიტიური თემის პოლიტიკური მიზნით გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია.

„მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია. ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს აღნიშნულ საკითხს და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებამ დაინახა, რეალურად ვინ, რომელი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები იდგნენ ამ ყველაფრის უკან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა.

„რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გამოწვევები არსებობს. თბილისის მაგალითზე შემიძლია, ბევრი ვისაუბრო, რა გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. იმდენი სტერილიზაცია/კასტრაცია გაკეთდა, რაც არასდროს ჩატარებულა. გარდა ამისა, ხორციელდება ახალი პროექტები და გლდანში შენდება 500 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი. რა თქმა უნდა, ეს კეთდება, რათა ყველანაირად მოწესრიგდეს და გამართული იყოს აღნიშნული მიმართულება. ზოგადად, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება. მძიმე ფაქტებზე იყო საუბარი, ძაღლებს ცოცხლად წვავენო, თუმცა ამის არანაირი ფაქტი, ერთი კონკრეტული შემთხვევა არავის წარმოუდგენია. შესაბამისად, მსგავსი ინფორმაცია მიზანმიმართული ტყუილია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Apr 02
საზოგადოება

საქართველოს D5 კატეგორიის ვიზის გაცემა გამკაცრდა - უცხოელი $150 ათასზე მეტის ქონებას უნდა ფლობდეს

საქართველოში ქონების ფლობასთან დაკავშირებული D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლები გამკაცრდა. მთავრობის დადგენილებით, უცხოელი D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საქართველოში 150 000 დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას უნდა ფლობდეს, აქამდე მოქმედი ზღვარი კი 100 000 დოლარი იყო.

შესაბამისად, D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ზღვარი 35 000 დოლარი იყო, რაც შემდგომ 100 000 დოლარამდე გაიზარდა.

გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით გაიცემა მხოლოდ D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შემთხვევაში.

„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში კიდევ ერთი ცვლილება შედის. კერძოდ, საქართველოში მგზავრობისა და საქართველოში ყოფნის ვადის განმავლობაში საკმარისი ფინანსური სახსრების მინიმალური რაოდენობა სავალდებულო ვიზის მოქმედების ვადის თითოეული თვისთვის ხდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საიმიგრაციო ვიზის (გარდა D5 კატეგორიის ვიზისა) გაცემის შემთხვევაში ამ თანხის მინიმალური რაოდენობა სავიზო განაცხადის წარდგენის დღისთვის საქართველოში დადგენილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის არანაკლებ ხუთმაგი ოდენობაა.

შესაბამისი დადგენილება დღეიდან ამოქმედდა და გავრცელდება 2026 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Apr 02
საზოგადოება

ცხოველების დაწვის შესახებ ცრუ ბრალდებები ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას - სურსათის ეროვნული სააგენტო

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანაში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს, – ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე თქმით, აღნიშნული პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, ითვალისწინებს ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და კასტრაცია/სტერილიზაციას.

„ეს საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ ისინი დაავადებებისგან, ასევე დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება.​ ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ჯერ მხოლოდ სატესტო არეალებზე დაიწყო (იმერეთი, კახეთი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ძაღლების მასობრივი აყვანის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნული ლოკაციებიდან აყვანილ ძაღლებს ეტაპობრივად აბრუნებს აყვანის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსხვავებული მიდგომაა სკოლების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების ტერიტორიებიდან აყვანილი ცხოველების შემთხვევაში. ისინი ბრუნდებიან არსებული ტერიტორიების მოშორებით.

რაც შეეხება ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებს, მსგავსი ხასიათის ტყუილების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ოპერატიულად შემოწმდა ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორია. გადამოწმების შედეგად, სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.

მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ინსინერატორი, რომლის ფუნქციონირებაზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით, ინსინერატორში ხდება თავშესაფრის ბინადარი ცხოველების სამედიცინო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების და გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაცია“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Apr 01
საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიასა და ვანში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს.

ინდივიდუალური მეწარმე ლ. ე. (მის: სამტრედია, სოფ იანეთი), ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე, ეგრეთ წოდებულ ყველს აწარმოებდა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა ფიზიკური პირი მ. მ.-ც (მის: ვანი, სოფ. ზედავანი).

რეგისტრაციის არქონის პარალელურად, ობიექტებზე დარღვეული იყო სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ სურსათი აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Apr 01

More Articles …

  1. მიუსაფარი ძაღლების „დაძინებაზე“ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - სესის განცხადება
  2. 3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
  3. “37 წელში ხომ არ ვარ? მაშინ პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ!” - ელისო კილაძე
  4. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

Page 3 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna