ცოტა ხნის წინ კინოსამყაროს მთავარი მოვლენა 2026 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონია დასრულდა. ის ტრადიციულად, დოლბის თეატრში ჩატარდა. საღამოს წამყვანი ლეგენდარული კონან ო’ბრაიენი იყო. გამარჯვებულები სულ 24 ძირითად კატეგორიაში გამოვლინდნენ. აკადემიამ წელს პირველად დაამატა ახალი კატეგორია — საუკეთესო ქასთინგი.
გამარჯვებულთა სრული სია ასეთია:
საუკეთესო ფილმი (Best Picture)
- ბრძოლა ბრძოლის შემდეგ (რეჟ. პოლ ტომას ანდერსონი) გამარჯვებული
- ცოდვილნი (რეჟ. რაიან კუგლერი)
- ჰამნეტი (რეჟ. ქლოე ჟაო)
- ბუგონია (რეჟ. იორგოს ლანთიმოსი)
- F1 (რეჟ. ჯოზეფ კოსინსკი)
- ფრანკენშტეინი (რეჟ. გილიერმო დელ ტორო)
- ჰამნეტი (რეჟ. ქლოე ჟაო)
- მარტი დიდებული (რეჟ. ჯოშ საფდი)
- საიდუმლო აგენტი (რეჟ. ქლებერ მენდონსა ფილიო)
- სენტიმენტალური ღირებულება (რეჟ. იოაკიმ ტრიერი)
- მატარებლის ოცნებები (რეჟ. კლინტ ბენტლი)
საუკეთესო რეჟისორი
- პოლ თომას ანდერსონი (ბრძოლის შემდეგ ბრძოლა) გამარჯვებული
- რაიან კუგლერი (ცოდვილნი)
- ქლოე ჟაო (ჰამნეტი)
- ჯოშ საფდი (მარტი დიდებული)
- იოაკიმ ტრიერი (სენტიმენტალური ღირებულება)
საუკეთესო მსახიობი ქალი მთავარ როლში
- ჯესი ბაქლი (ჰამნეტი) გამარჯვებული
- რენატე რეინსვე (სენტიმენტალური ღირებულება)
- როუზ ბირნი (If I Had Legs I’d Kick You)
- ქეით ჰადსონი (Song Sung Blue)
- ემა სტოუნი (ბუგონია)
საუკეთესო მსახიობი კაცი მთავარ როლში
- მაიკლ ბ. ჯორდანი (ცოდვილნი) გამარჯვებული
- ტიმოთი შალამე (მარტი დიდებული)
- ლეონარდო დიკაპრიო (რძოლის შემდეგ ბრძოლა )
- ითან ჰოუკი (ლურჯი მთვარე)
- ვაგნერ მორა (საიდუმლო აგენტი)
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
- ემი მედიგანი (იარაღები) გამარჯვებული
- ელ ფენინგი (სენტიმენტალური ღირებულება)
- ინგა იბსდოტერ ლილეასი (სენტიმენტალური ღირებულება)
- ვუნმი მოსაკუ (ცოდვილნი)
- ტიანა ტეილორი (ბრძოლის შემდეგ ბრძოლა)
საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში
- შონ პენი (ბრძოლის შემდეგ ბრძოლა) გამარჯვებული
- ბენისიო დელ ტორო (ბრძოლის შემდეგ ბრძოლა)
- ჯეიკობ ელორდი (ფრანკენშტეინი)
- დელროი ლინდო (ცოდვილნი)
- სტელან სკარსგარდი (სენტიმენტალური ღირებულება)
საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
- სენტიმენტალური ღირებულება (ნორვეგია) გამარჯვებული
- საიდუმლო აგენტი (ბრაზილია)
- ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო (საფრანგეთი)
- სირატი (ესპანეთი)
- ჰინდ რაჯაბის ხმა (ტუნისი)
საუკეთესო ორიგინალური სცენარი
- ცოდვილნი (რაიან კლუგერი) გამარჯვებული
- ლურჯი მთვარე (რობერტ კაპლოუ)
- ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო (ჯაფარ პანაჰი)
- მარტი დიდებული (რონალდ ბრონსტეინი & ჯოშ საფდი)
- სენტიმენტალური ღირებულება (ესკილ ვოგტი, იოაკიმ ტრიერი)
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
- ბრძოლის შემდეგ ბრძოლა (სცენარი: პოლ ტომას ანდერსონი) გამარჯვებული
- ბუგონია (სცენარი: უილ ტრასი)
- ფრანკენშტეინი (სცენარი: გილიერმო დელ ტორო)
- ჰამნეტი (სცენარი: ქლოე ჟაო & მეგი ო’ფარელი)
- მატარებლის ოცნებები (სცენარი: კლინტ ბენტლი & გრეგ კვედარი)
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
- მომღერლები – გამარჯვებული
- TWO PEOPLE EXCHANGING SALIVA – გამარჯვებული
- BUTCHER’S STAIN
- A FRIEND OF DOROTHY
- JANE AUSTEN’S PERIOD DRAMA
ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი
- Kpop Demon Hunters – გამარჯვებული
- არკო
- ელიო
- პატარა ამელი ან წვიმის პერსონაჟი
- ზოოტოპია 2
ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი
- გოგონა, რომელიც მარგალიტებით ტიროდა – გამარჯვებული
- პეპელა
- მუდამ მწვანე
- სამი და
- საპენსიო გეგმა
დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმი
- მისტერ არავინ პუტინის წინააღმდეგ – გამარჯვებული
- ალაბამას გამოსავალი
- მნახე კარგ შუქზე
- კლდეებში გამოკვეთილი
- იდეალური მეზობელი
დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი
- ყველა ცარიელი ოთახი – გამარჯვებული
- შეიარაღებული მხოლოდ კამერით: ბრენტ რენოს სიცოცხლე და სიკვდილი
- აღარც ბავშვები: „იყვნენ და წავიდნენ“
- ეშმაკი დაკავებულია
- სრული უცხოობა
საუკეთესო ოპერატურა
- ცოდვილნი (ოტომნ დურალდ არკაპაუ) გამარჯვებული
- ფრანკენშტეინი (დენ ლუსტსენი)
- მარტი დიდებული (დარიუს ხონჯი)
- ბრძოლის შემდეგ ბრძოლა (მაიკლ ბაუმანი)
- მატარებლის ოცნებები (ადოლფო ველოსო)
კოსტუმების დიზაინი
- ფრანკენშტეინი (კეიტ ჰოული) გამარჯვებული
- ავატარი – ცეცხლი და ფერფლი (დებორა ლ. სკოტი)
- ჰამნეტი (მალგოჟია ტურზანსკა)
- მარტი დიდებული (მიიაკო ბელიცი)
- ცოდვილნი (რუთ ე. კარტერი)
მონტაჟი
- ბრძოლის შემდეგ ბრძოლა (ენდი იურგენსენი) – გამარჯვებული
- F1 (სტივენ მირიონი)
- მარტი დიდებული (რონალდ ბრონსტეინი და ჯოშ საფდი)
- სენტიმენტალური ღირებულება (Olivier Bugge Coutté)
- ცოდვილნი (მაიკლ პ. შაუვერი)
გრიმი და თმის ვარცხნილობა
- ფრანკენშტეინი — მაიკ ჰილი, ჯორდან სემუელი და კლიონა ფიური – გამარჯვებული
- კოკუჰო (Kokuho) — კიოკო ტოიოკავა, ნაომი ჰიბინო და ტადაში ნიშიმატსუ
- ცოდვილნი — კენ დიასი, მაიკ ფონტენი და შუნიკა ტერი
- გამანადგურებელი მანქანა — კაზუ ჰირო, გლენ გრიფინი და ბიორნ რებეინი
- უშნო ნახევარდა – თომას ფოლდბერგი და ანე კატრინ საუერბერგი
საუკეთესო მუსიკა
- ცოდვილნი – ლუდვიგ გორანსონი – გამარჯვებული
- ბუგონია – ჯერსკინ ფენდრიქი
- ფრანკენშტეინი – ალექსანდრე დესპლატი
- ბრძოლის შემდეგ ბრძოლა – ჯონი გრინვუდი
საუკეთესო ორიგინალური სიმღერა
- GOLDEN – by EJAE, Mark Sonnenblick, Joong Gyu Kwak, Yu Han Lee, Hee Dong Nam, Jeong Hoon Seo and Teddy Park – გამარჯვებული
- DEAR ME – Diane Warren
- I Lied To You – Raphael Saadiq and Ludwig Goransson
- Sweet Dreams Of Joy – Nicholas Pike
- Train Dreams – Nick Cave and Bryce Dessner
საუკეთესო მხატვრული გაფორმება
- ფრანკენშტეინი – გამარჯვებული
- ჰამნეტი
- მარტი დიდებული
- ბრძოლის შემდეგ ბრძოლა
- ცოდვილნი
საუკეთესო ხმა
- F1 – გამარჯვებული
- ფრანკენშტეინი
- ბრძოლის შემდეგ ბრძოლა
- ცოდვილნი
- სირატი
ვიზუალური ეფექტები
- ავატარი – ცეცხლი და ფერფლი – გამარჯვებული
- F1
- იურული სამყარო – აღორძინება
- დაკარგული ავტობუსი
- ცოდვილნი
საუკეთესო ქასტინგი
- ბრძოლის შემდეგ ბრძოლა – კასანდრა კულუკუნდისი – გამარჯვებული
- ჰამნეტი – ნინა გოლდი
- მარტი დიდებული – ჯენიფერ ვენდიტი
- საიდუმლო აგენტი – გაბრიელ დომინგესი
- ცოდვილნი – ფრანსინ მაისლერი
- Details
- By რუსა ხავთასი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები აგრძელებენ სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს.
მათივე ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი.
„ამ დროისთვის მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
- Details
- By რუსა ხავთასი
სოფელ კურსებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოქალაქე მარიამ ბეროძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"მედიებს გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ მეწყერს კურსებში. გუშინ რაც გამოცხადდა დილიდან, დანგრეული 5 სახლია. სინამდვილეში, ეგ 5 სახლი მაშინვე გაქრა, აღარ არსებობს. დანარჩენი სახლები გუშინ განაგრძობდა ნგრევას მთელი დღე (მაგ ხმამ არ დამაძინა, ისე ჩამყვა ფიქრში).
ძალიან ყოჩაღად დაორგანიზდა ხალხის გამოყვანა სოფლიდან. იმან გადაგვარჩინა, რომ მეწყერი უცებ არ მოწყდა და ნელ-ნელა წამოვიდა, შესაბამისად მსხვერპლი არ ყოფილა. სასტუმროებშია დანაწილებული 45 ოჯახი. ჯერჯერობით, გულწრფელად, ყურადღებას გვაქცევენ.
მიწა არ ჩერდება, მოდის და მოდის და მოაქვს ეზოები. სამანქანო გზის ნაწილი აყრილია, ჯოჯოხეთი ხდება.
ძალიან დიდ უბანზეა საუბარი და მთავარი იწყება აწი: ამ ხალხმა სად უნდა იცხოვროს, როდემდე იქნებიან სასტუმროებში და ზარალის ანაზღაურება მოხდება თუ არა.
პ.ს. ასაკოვანი ადამიანები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან ბევრნი" - წერს მარიამ ბეროძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერმა 10 სახლი დააზიანა. ევაკუირებულია 40-მდე ოჯახი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- აზერბაიჯანის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი 20 მარტს ინგილო ქართველებისგან და ლეკებისგან ისტორიული ექსპონატების მიღებას აცხადებს
- ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან
- სოფელ კურსებში მეწყერმა 58 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა, 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის ნაკვეთი და სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა - გარემოს ეროვნული სააგენტო
- თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა
Page 21 of 133
