აზერბაიჯანულმა ფეისბუქის ჯგუფმა „ZAQATALA NEWS”, რომელსაც 30 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, აზერბაიჯანულ ენაზე გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ვკითხულობთ: „ყურადღება: აზერბაიჯანის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის მიმართვა: „ჩვენ გვჭირდება ავარების, წახურების და ინგილოების ისტორიული ექსპონატები. თუ ვინმეს აქვს ისინი, მუზეუმის თანამშრომლები რეგიონში 20 მარტს იქნებიან. ისინი მოვლენ, დაათვალიერებენ ამ ექსპონატებს და მიიღებენ გადაწყვეტილებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატების ჩაბარება შესაძლებელია შემოწირულობით ან შეძენით. გახსოვდეთ, მუზეუმები ჩვენი ისტორიული მეხსიერებაა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს მეხსიერება, რათა ის არ გაქრეს“.
ფეისბუქ პოსტს ახლავს ფოტო, სადაც გამოსახულია ძველი ისტორიული ნივთები, რომელიც დღეისათვის სამუზეუმო ექსპონატებად ითვლება. აღნიშნულ ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურნენ ადგილობრივებიც.
„მე მაქვს ასეთი ნივთები“ - წერს ერთ-ერთი ინგილო ქართველი ახალგაზრდა პოსტის კომენტარებში.
იქვე ვკითხულობთ: „თუ ოფიციალურია, გთხოვთ, წყარო მიუთითოთ. სად წერია?“; „რისთვის? რომელ მუზეუმშია გამოფენილი ექსპონატები, როგორც საყოფაცხოვრებო ნივთები ან სხვა ნივთები, რომლებიც ავარებს, წახურებს და ინგილოებს ეკუთვნით? და ვინ, ბოდიშს გიხდით, აგროვებს ამას?“; „სად არის ადრე შემოწირული ექსპონატები?“;„არის თუ არა იქ მათი განთავსების ადგილი?“„ზაქათალის ციხე-სიმაგრეში მუზეუმი გვქონდა, მრავალი წლის წინ მოვიდნენ და გაძარცვეს“; „ძველი ნივთები დარჩა? ისინი კოლექციონერებზე ყიდიან, დიდი ხანია ამას აკეთებენ“; „ხანდახან იპარავენ“; „არ მისცეთ არავის, ვისაც აქვს“; „ნებისმიერს შეუძლია შეინარჩუნოს ისინი, როგორც საკუთარი ოჯახის საგანძური“ „ხალხში ექსპონატის სახითანტიკვარული საყოფაცხოვრებო ტექნიკა დარჩა?“; „სოფლის სახლების სხვენები ასეთი ექსპონატებით იყო სავსე“; „მუზეუმისთვის ნაჩუქარი ნივთები სადარის, გვაჩვენეთ ჯერ... ბაბუაჩემის ნაჩუქარი ნივთებიმუზეუმში არ მინახავს“; „ნუ მისცემთ ნივთებს მუზეუმებს - შეინახეთ ისინი სახლში!“; „არავის მისცეთ უფლება, წაგვართვას, ხალხო. ჩვენს ისტორიის მუზეუმში ბევრი ნივთი იყო. ძალიან ლამაზი იყო. მოიპარეს, გაძარცვეს. დარწმუნებული ვარ, ეს მფლობელებმა გააკეთეს, მაგრამ ვერ დავამტკიცებ“; „20 წლის წინ ყველაფერი, რაც გვქონდა და ბებიისგან დარჩა, ბოშებს გავყიდეთ“; „90-იან წლებში ზაქათალას მუზეუმი გაძარცვეს. მე ამ მუზეუმში ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი. რა იყო იქ? იქ იყო ხმლები, ფარები, წერილები და ბევრი სხვა ძვირფასი ნივთი, რომელიც იმამ შამილს დარჩა. სამწუხაროა, რომ ისინი მოიპარეს და ყველაფერი გაქრა“;„უცნობია, საიდან შეაგროვეს ისტორიის მუზეუმის თანამშრომლებმა წლების წინ ასეთი ნივთები. ჭურჭლის შეგროვების ნაცვლად, მათ უნდა იფიქრონ იმ ძეგლების დაცვაზე, რომლებიც ნადგურდება“; „თუ გსურთ უცხო ერის კულტურის დემონსტრირება, პირველ რიგში, მიაღწიეთ სახელმძღვანელოების გამოცემას ავარულ ენაზე“; „თქვენ ცდილობთ ამადგილის ისტორიის წაშლას. ამ ადგილის ისტორიადიდი ხანია დაწერილია მეცნიერი ისტორიკოსებისმიერ“.
აღსანიშნავია, რომ ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, ზაქათალის რაიონში ათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს.
ავტორი: გიორგი კერესელიძე
- Details
- By admin
ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება, რომელიც ძაღლების პოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვის რეფორმის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სუბიექტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.
სააგენტოს ინფორმაციით, მათმა ვეტერინარებმა ვეტერინარული კლინიკის ხელმძღვანელებს რეფორმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები დეტალურად გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი.
"შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხი ყველა დასმულ კითხვაზე და ამავდროულად გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული მანიპულაციების, კერძოდ პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის განხორციელების პროცესში.
შეხვედრას ქვეყნის მასშტაბით არსებული ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო ფორმატში მონაწილეებმა ასევე ვეტერინართა სავალდებულო სერტიფიცირების მიმდინარეობა და სახელმწიფო კონტროლის ის ღონისძიებები განიხილეს, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს", - იტყობინება სეს-ი.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, საქართველოს მასშტაბით, (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა), პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება, ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და ძუ ძაღლების სტერილიზაცია; უპატრონო/მიკედლებული ძაღლების (თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა.
„ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა.
ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შეფასება, რის საფუძველზეც შესაბამის უწყებებს ოპერატიულად მიეწოდებათ გეოლოგიური დასკვნები. პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ.
მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფლის სასაფლაო.
ბოლო წლების განმავლობაში სოფ. კურსებში სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია 25 ოჯახი და ორი გზის მონაკვეთი, აქედან ხუთი ოჯახი გასახლებულია.
სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა.
ახალი დირექტორი თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა წარუდგინა.
მიხეილ სარჯველაძემ თანამშრომლებს კლინიკის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო და ჯავარა უგრეხელიძეს წარმატებები უსურვა.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია და მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს როგორც კლინიკურ, ისე ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროში. გასულ წლებში ის საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. 2024 წლის მარტიდან დღემდე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში სამედიცინო საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტის პროფესიული რეგულირების სამმართველოს უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, 2022-2024 წლებში მუშაობდა აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში პერსონალის უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელად, ასევე სხვადასხვა პერიოდში ეკავა დირექტორის მოადგილის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და სამედიცინო მენეჯერის პოზიციები.
ჯავარა უგრეხელიძე აქტიურადაა ჩართული აკადემიურ საქმიანობაში, იგი მოწვეული ლექტორია თბილისის სამედიცინო აკადემიასა და კავკასიის უნივერსიტეტებში. მისი სამეცნიერო ინტერესები ძირითადად კარდიოლოგიასა და ჰიპერტენზიის მიმართულებებს მოიცავს, ხოლო მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო და ქართულ სამედიცინო გამოცემებში“, – ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის ყოფილ დირექტორს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების ცნობით, გოგა მესხი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 სახლი დაინგრა.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, დაშავებულები არ არიან და 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
"ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინაა. დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი:
599273250
574228102",- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- 2026 წლის ტექნოლოგიები და ინოვაციები - რა სიახლეებს და მოწყობილობებს უნდა ველოდოთ
- საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- ჩარჩენილი მოქალაქეების ჩამოსაყვანად ხვალ ბანგკოკიდან ჩარტერული რეისი შესრულდება - დეტალები
- სეს-მა ხობში თევზის არალეგალური საწარმო გამოავლინა - 500 კგ-მდე ნედლი და შებოლილი ქაფშია განადგურდება
Page 22 of 133
