HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

2026 წლის ტექნოლოგიები და ინოვაციები - რა სიახლეებს და მოწყობილობებს უნდა ველოდოთ

2026 წელი ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ გარდამტეხ პერიოდად მიიჩნევა. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები უკვე აანონსებენ ახალ მოწყობილობებსა და ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს, რობოტიკას, ტარებად ტექნოლოგიებსა და კომუნიკაციის სისტემებს სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.


ტექნოლოგიური გამოფენები, მათ შორის Consumer Electronics Show 2026(CES) და Mobile World Congress 2026, უკვე იქცა პლატფორმად, სადაც კომპანიები მომავალის ტექნოლოგიებსა და კონკრეტულ პროდუქტებს წარადგენენ.

ხელოვნური ინტელექტის ახალი გაჯეტები
2026 წლის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია AI მოწყობილობებია, რომლებიც მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირდება.
ტექნოლოგიურმა კომპანიამ Razer წარადგინა ჰოლოგრაფიული AI ასისტენტი Razer Project AVA, რომელიც პატარა ჰოლოგრამის სახით სამუშაო მაგიდაზე ჩნდება და მომხმარებელს ეხმარება დღის დაგეგმვაში, დოკუმენტების ანალიზსა და ინფორმაციის სწრაფ დამუშავებაში.
კომპანიამ ასევე აჩვენა კონცეპტუალური მოწყობილობა Project Motoko AI Earbuds — კამერებით აღჭურვილი უსადენო ყურსასმენები, რომლებსაც შეუძლიათ რეალურ დროში ტექსტის ამოცნობა, ობიექტების იდენტიფიცირება და საუბრის თარგმნა.


ჭკვიანი სათვალეები — ახალი ტექნოლოგიური ტრენდი


ტარებადი ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და 2026 წელს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად სწორედ AI სათვალეები სახელდება.
კომპანია XGIMI-მ წარმოადგინა მოწყობილობა MemoMind Memo One Smart Glasses, რომელსაც შეუძლია რეალურ დროში თარგმნა, ტექსტების შეჯამება და მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
ასევე ყურადღება მიიპყრო RayNeo X3 Pro AR Glasses-მა, რომელიც eSIM-ითა და მობილური კავშირით მუშაობს და დამოუკიდებლად შეუძლია ზარები, მუსიკის სტრიმინგი და ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქცია.
რობოტები — სახლებისა და ოფისების ახალი „მოსახლეები“
რობოტიკის სფერო კიდევ უფრო პრაქტიკულ ეტაპზე გადადის.
ტექნოლოგიური გიგანტი Samsung  გეგმავს გამოუშვას სახლის AI რობოტი Samsung Ballie, რომელიც ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს მართავს, ვიდეოზარებს ახორციელებს და მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს ეხმარება.
ასევე წარმოდგენილია ჰუმანოიდური რობოტი Unitree G1 Humanoid Robot, რომელსაც შეუძლია ადამიანთან კომუნიკაცია და სხვადასხვა ფიზიკური მოქმედების შესრულება.


ახალი სმარტფონები და კომპიუტერები
მობილური ტექნოლოგიების სფეროში კომპანიები ახალ დიზაინსა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე მუშაობენ.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 11
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ეპიცენტრი ქალაქ ყვარელიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ შილდიდან 2კმ-ში იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1(ML) მაგნიტუდა შეადგინა.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 11
საზოგადოება

ჩარჩენილი მოქალაქეების ჩამოსაყვანად ხვალ ბანგკოკიდან ჩარტერული რეისი შესრულდება - დეტალები

11 მარტს, 19:30 საათზე ბანგკოკის დონ მუენგის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდება.

როგორც  კერძო ჩარტერის ორგანიზატორი ტურისტული კომპანია Wonderfly-ს დამფუძნებელმა, თამუნა ბოჯგუამ განუცხადა, რეისი უკვე დამტკიცებულია და თვითმფრინავი ხვალ, ინდოეთში საწვავისთვის ტექნიკური შეჩერებით, გაფრინდება თბილისში.

როგორც თამუნა ბოჯგუა განმარტავს, ჩარტერი Wonderfly-მ და მისმა პარტნიორებმა დააორგანიზეს. მისივე ინფორმაციით, ჩარტერით ქართველებთან ერთად, სომხეთის მოქალაქეებიც გამოფრინდებიან.

"ჩარტერი პირადად ჩემი და რამდენიმე მოქალაქის ორგანიზებითაა. ჩვენ დიდი ჯგუფი გვყავს, 43 ადამიანი გასტროტურით. ალტერნატივა ვერ ვნახეთ და როგორც მივხვდი, იქ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ეგრე არის. არა მხოლოდ ქართველები, სომხეთის მოქალაქეები ერთად გავერთიანდით. საქართველოს მთავრობა რაშიც გვეხმარებოდა იყო, რომ ბანგკოკის საავიაციოს თანხმობა მიგვეღო ჩარტერის დაფრენაზე. ჩარტერი ჩვენი მოპოვებულია, ადამიანები ჩვენი მოძიებულია. ძალიან გვეხმარება სომხეთის საელჩო, ავრცელებს ამ ინფორმაციებს. ბევრი სომეხი გვემატება. ჩვენ რა თქმა უნდა ყველას გვინდა დავეხმაროთ, პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ აქტიურად ვერ გავდივართ ხაზზე. საქართველოს საელჩო ვერც ჩვენ გვაძლევს ნომრებს და ვერც ავრცელებს ამ ინფორმაციას. რაშიც დაგვეხმარნენ არის ის, რომ ფრენაზე თანხმობა მიგვეღო, საგარეომაც გააგზავნა ოფიციალური ნოტა და ვინც ურეკავს ჩემს საკონტაქტოს აძლევენ, მაგრამ დანარჩენზე, როგორც გვითხრეს, უფლება არ აქვთ, რომ უშუალოდ გაავრცელონ ან მომცენ, მაგალითად საკონტაქტოები იქ მყოფი ადამიანების. ამ ეტაპისთვის რა გამოწვევაც გვაქვს, რადგან ერთი დღით ადრე დაინიშნა ჩარტერი, ყველა ბუნებრივია დეტალებს ელოდებოდა, ზოგი ინდოეთში იმყოფება, ზოგი კუნძულებზე იმყოფება და უნდა ჩამოფრინდნენ ბანგკოკში და ვცდილობთ ხალხის მობილიზებას, იმიტომ რომ ის თანხა, რომელიც ჩარტერმა შემოგვთავაზა ერთ პერსონაზე, არის 150 ადამიანის შემთხვევაში. 100 ადამიანზე მარტივად ავედით. ახლა მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელება, რომ ჩარჩენილ ადამიანებს მივაწვდინოთ ხმა მაქსიმალურად.

მთავრობა რასაც გვეუბნება არის ის, რომ გზები არსებობს და მშვიდობიანი ცის ქვეშ ხართ და გაფრინდითო. გზები ისაა, რომ ახლა ექიმი გვყავდა ქალბატონი და აუცილებლად უნდა წასულიყო და 8 000 ლარად ერთი ბილეთი ძლივს ვიშოვეთ ყაზახეთიდან და არ მგონია ყველასთვის მისაღები იყოს ეგეთი გზები და რომც იყოს, ფიზიკურად არ არის ამდენი ადგილი. 15-ში და 16-ში, რომ არის ფრენა იქამდე როგორ უნდა იცხოვრონ, სასტუმროს ფული როგორ გადაიხადონ ადამიანებმა. ჩვენი კომპანია რამდენიმე ადამიანს ჩვენი სახსრებით ვაცხოვრებთ და საელჩოს რომ მიმართავ, გეუბნებიან რომ არ ვიცით რით დაგეხმაროთო და შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს თავზე აგვეღო",- ამბობს თამუნა ბოჯგუა.

ჩარტერულ რეისზე დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით - თამუნა ბოჯგუა: 571 00 35 71 (WhatsApp)

წყარო: bm.ge

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 10
საზოგადოება

სეს-მა ხობში თევზის არალეგალური საწარმო გამოავლინა - 500 კგ-მდე ნედლი და შებოლილი ქაფშია განადგურდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო დალუქეს.

უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ მცირე მეწარმე ლ. ე. საქმიანობას კანონდარღვევით, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

სააგენტოს სპეციალისტებმა საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, კერძოდ:

ჰიგიენური ნორმების დარღვევა: საწარმოო გარემო არ შეესაბამებოდა სანიტარიულ მოთხოვნებს;
ინფრასტრუქტურული პრობლემები: დაზიანებული იყო საწარმოს ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები და აღჭურვილობა;
ინვენტარის დაბინძურება: გამოყენებული ინვენტარი იყო დაბინძურებული, რაც საფრთხეს უქმნიდა სურსათის უვნებლობას;
რისკიანი მეთოდები: ბიზნესოპერატორი თევზის შებოლვასა და შრობას ჯანმრთელობისთვის რისკისშემცველი მეთოდით აწარმოებდა.
დარღვევების გამოვლენისთანავე, კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე შეუჩერდა. სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა და დაგეგმილია 500 კილოგრამამდე ნედლი და შებოლილი ქაფშიის განადგურება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, სურსათის შეძენისას ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ეტიკეტირებასა და ბიზნესოპერატორის ავტორიზაციას. ნებისმიერი საეჭვო გარემოების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს ცხელ ხაზს.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 10
საზოგადოება

„ჯარიმა 100 ლარი და მინუს 20 ქულაა“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შედეგად, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები იზრდება და პასუხისმგებლობა მკაცრდება.

საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონის პროექტზე, რომელიც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში წარედგინა. მეორე მოსმენის ფარგლებში გარკვეული მუხლები დაკორექტირდა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად:

100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 20 ქულით შემცირდება.

50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის.

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 10 ქულით შემცირდება.

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის.

დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე. ამასთან, როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს ახალციხე და ოზურგეთი დაემატება.

დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება “BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Mar 09

More Articles …

  1. 2025 წელს გამოვლინდა ქალის მკვლელობის 12 და მკვლელობის მცდელობის 21 ფაქტი - ომბუდსმენი
  2. შსს სოფელ აღაიანთან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
  3. მასკატიდან დამატებითი რეისი შესრულდა, რითიც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას ავიაკომპანიები დროულად ვერ ახერხებდნენ
  4. ინგილო ქართველებმა თბილისში მაღაზია გახსნეს
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27

Page 23 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna